სამწუხაროდ შემოდგომა ის სეზონია, როცა ყველაზე ხშირად გვემართება დეპრესია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ არის მიზეზი ანტიდეპრესანტების მისაღებად. გუნება–განწყობილების გაუმჯობესება ჩვეულებრივი საკვები პროდუქტებით შეგიძლიათ.  თუ ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს რეგულარულად მიიღებთ, შემოდგომის დეპრესია უკანმოუხედავად დატოვებს ტერიტორიას.

თევზი

ომეგა 3 რომელსაც თევზი შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობის შენარჩუნებაში. ის გხვდება შემდეგ ზღვის პროდუქტებში: სკუმბრია, ორაგული, ტუნა და სარდინი.

სურსათის მწარმოებლები ყურადღებას ამახვილებენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თევზის ცხიმი ჩვენ სტრესით მოცულ გარემოში. თევზის მირთმევა მინიმუმ კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული.

ასევე უნდა მივირთვათ ცილებით გამდიდრებული საკვები როგორიცაა კვერცხი და მარცვლეული.

რძე

მართალია,  ძროხის რძე დატვირთულია ჰორმონებით და ხელს უშლის კუჭის ნორმალურ ფუნქციონირებას, მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმება რძეში შემავალი ვიტამინი D, რომელიც აუცილებელია კარგი განწყობისთვის.

ამ ვიტამინის მიღება ასევე შესაძლებელია სხვა კვების წყაროებიდან, როგორიცაა ფორტიფიცირებული საკვები: მარგარინი, სოიოს სასმელი. ასევე ვიტამინ D-ს შეიცავს თევზი, ღვიძლი და კვერცხის გული.

ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ მიეფიცხოთ მზის სხივებს რომელიც ასვე ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემის წასმა!

მარცვლეული და ბოსტნეული

დეპრესიასთან ბრძოლისას აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინების მიღებაც: B9, B12 და B6.

ვიტამინ B9–ს ფოთლოვანი ბოსტნეული, მზესუმზირა, ოსპი, ისპანახი, კენკრა, ფორთოხალი და ავოკადო  შეიცავს. ვიტამინ B12-ს წითელი ხორციდან, კვერცხიდან და მოლუსკებიდან მიიღებთ. ვიტამინი B6  კი გვხვდება ბანანიში, კარტოფილში, კაკალში და ბოსტნეულში.

შავი შოკოლადი

ამ ტკბილეულს აქვს მსუბუქი, დროებითი სამკურნალო ეფექტი თქვენი გამწყობის ასამაღლებლად. რაც ნაწილობრივ დამოკიდებულია ემოციურ რეაქციაზე.

თუმცა შოკოლადი შეიცავს გარკვეული რაოდენობის კოფეინს, რომელიც სტიმულატორივით მოქმედებს. მაგალითად შაქართან ნაერთში მას შეუძლია გამოიწვიოს სეროტონინის და ენდოფინის გამომუშავება.

უფრო მეტიც, კაკაო და შოკოლადი შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ანტიოქსიდანტური მოქმედების ფლავანოლს, რომელიც აუმჯობესბეს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას.

ჩაი

კვლევებით დაგინდა, რომ ვინც ყოველდღე სვამს მინიმუმ ერთ ჭიქა ჩაის, სავარაუდიდ ნაკლებად ემართება დეპრესია. ხოლო 5 ჭიქაზე მეტს ვინც მიირთმევს, მას დეპრესია არასდროს აღენიშნება.

კიდევ ერთი სასწაული დედა ბუნებისგან. თიეთი რომელიც ჩაის შემცველობაში შედის ხელს უწყობს ადამიანის დამშვიდებას.