მაშინ, როცა დილით ნაჩქარევად ვსაუზმობთ, მერე სამსახურებში გავრბივართ და შესვენებაზეღა თუ მოვახერხებთ რაიმე გემრიელის და სასარგებლოს (უფრო ხშირად კი, უსარგებლოს) მირთმევას, ორგანიზმს საკმაოდ სტრესს ვაყენებთ.

ქვემოთჩამოთვლილი პროდუქტების  ხშირად მირთმევა სტრესებთან უფრო წარმატებულად გამკლავებაში დაგეხმარება, ნაკლებად გაცივდები, ნაკლებად დაგემართება გრიპი და არც სტრესული სიტუაციები მოახდენს ისეთ დიდ ზეგავლენას, როგორც მაშინ მოხდებოდა, როცა ორგანიზმს საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებს არ მიაწვდიდი.

ფორთოხალი

ციტრუსები დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს შეიცავს. ეს ვიტამინი იმუნურ სისტემას გაგიძლიერებს, გარდა ამისა, ფორთოხლის არომატის წყალობით სტრესული სიტუაციების შემდეგ უფრო ადვილად დამშვიდდები და “ფორმაში მოხვალ”.

გარგარის ჩირი


საქართველოში მას “კურაგა”-ს სახელით იცნობენ და სუპერმარკეტების უმეტესობა გვთავაზობს. მგნიუმით მდიდარი სასუსნავი შეგიძლია პირდაპირ მიირთვა, ან სწრაფი საუზმე მოიმზადო შვრიის ფანტელის, ცხელი რძის და გარგარის ჩირისგან.

 

ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტო


ისპანახი და ყვავილოვანი კომბოსტოც მაგნიუმის საბადოა, მაგნიუმის ნაკლებობას ზოგჯერ ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება შეუძლია გამოიწვიოს. ერთი პორცია ისპანახი მაგნიუმის დღიური ნორმის 40%-ს შეიცავს.

 

 

ნუში, ფსტა და თხილი

ნუშში ბევრი E და B ვიტამინია, რომელიც იმუნური სისტემის კარგ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, თხილი და ფსტა (რომელსაც უმეტესობა ფისტაშკის სახელით იცნობს) კი სისხლის წნევას არეგულირებს. მეორე მხრივ, თხილეული ძალიან კალორიულია და წასუსნავება ყოველთვის შესაძლებელია, როგორც არ უნდა გეჩქარებოდეს.

 

ინდაური

ინდაურის ხორცი L-ტრიფტოფანს შეიცავს, რომელსაც დამამშვიდებელი ზემოქმედებას იწვევს.

გარდა ამისა,  ბედნიერების ჰორმონის- სეროტონინის დონის ამაღლებას იწვევს.

სეროტინინის მაღალი დონე კი ბედნიერების და სიმშვიდის განცდის გარანტიაა.

 

შოკოლადი

სეროტონინის დონის ამაღლების კიდევ ერთი “წყარო” შოკოლადია, რომელიც ინდაურისგან განსხვავებით, მუდმივად შეგიძლია ჩანთით თან ატარო. განსაკუთრებით რთულ მომენტებში, მაშინ, როცა იმდენი საქმე გაქვს, რომ აღარ იცი საიდან დაიწყო, შეჩერდი ცოტა ხნით (საქმე არსად გაიქცევა)  ჩაკბიჩე შოკოლადი და იგრძენი, როგორ ივსები ახალი ენერგიით.