Home თავის მოვლა

რა არის ფოლიუმის მჟავა?

ფოლიუმის მჟავა წყალში ხსნადი ვიტამინია. ის მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს და სხვაგვარად B9 ვიტამინი ეწოდება. იგი ორგანიზმში ცილების და ამინომჟავების სინთეზის პროცესის წამომწყები და მაკონტროლებელია, შესაბამისად დიდ როლს თამაშობს ყველა ქსოვილის შენებაში.

ადამიანის ორგანიზმს არ აქვს ვიტამინების დამოუკიდებლად გამომუშავების უნარი, ის მათ საკვებიდან ღებულობს. აუცილებელია, რომ ორგანიზმში მუდმივად იყოს ფოლიუმის მჟავას გარკვეული მარაგი, მით უმეტეს ორსულობის დროს, ნაყოფის ზრდისთვის.

ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმი

საკვებში ფოლიუმის მჟავა შეჭიდულ, არათავისუფალ მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში მოხვედრისას იგი პირდაპირ ვერ გადავა ქსოვილებში. მას შემდეგ, რაც საკვების დაშლა მოხდება, გამოთავისუფლდება B9 ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური ფრაქცია, რომელიც შეიწოვება ნაწლავთა კედლებიდან და აღწევს ქსოვილებამდე. საბოლოო ჯამში, ქსოვილებამდე საკვებში არსებული ფოლიუმის მჟავის ნახევარი აღწევს, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, რადგან მისი დაშლა საკვების კულინარიული დამუშავების პროცესში ხდება, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ შევჭამთ: ფოლიუმის მჟავა ძალიან მგრძნობიარეა სინათლისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ, ადვილად იშლება და იკარგება საკვებიდან.

B9 ვიტამინის შემცველი საკვები

B9 ვიტამინის შემცველი საკვები

ნაწილი კი ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას ვერ აღწევს, რადგან მას ორგანიზმში ყოველთვის არ ხვდება საკმარისი რაოდენობით მიკრობები და ფერმენტები, ანუ საკვების ნაწილი გადაუმუშავებელი რჩება. ნაწლავების მიკროფლორაზე ცუდ გავლენას ახდენს მრავალი დაავადება, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ჰორმონული პრეპარატები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები – ეს ყველაფერი ფოლიუმის მჟავას ნაწლავის კედელში შეღწევას ხელს უშლის.

B9 ვიტამინის მარაგზე გავლენას, რა თქმა უნდა, მიღებული საკვების რაოდენობაც ახდენს.

ფოლიუმის მჟავას რა დოზა სჭირდება ადამიანის ორგანიზმს დღე-ღამეში?

ფოლიუმის მჟავა სწრაფი მეტაბოლიზმის ვიტამინია, რომლის დეფიციტიც შეიძლება ადვილად განვითარდეს, დოზის გადაჭარბება კი თითქმის შეუძლებელია, რადგან იგი ძალიან მალე გამოიდევნება ორგანიზმიდან ოფლთან და შარდთან ერთად. ჯანმრთელ ადამიანს მისი ხანმოკლე დეფიციტის გადატანა ადვილად შეუძლია. ნორმაში სისხლის შრატში 7.0-39.7 მმოლ/ლ B9 ვიტამინი უნდა იყოს. ორსულობის შემთხვევაში მინიმუმი 10 მმოლ/ლიტრია. ამ კონცენტრაციის მისაღწევად ყოველდღიურად მიღებულ საკვებში ფოლიუმის მჟავა უნდა იყოს:

13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200 მკგ;

14-17 წლის მოზარდებისათვის 300 მკგ;

18 წლიდან 400 მკგ.

პროფილაქტიკა

20-ე საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა, რომ ვიტამინის დეფიციტის აღკვეთა კვებით შეიძლებოდა, თანამედროვე მიდგომა სრულიად განსხვავებულია. ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პრევენციისათვის გამოიყენება სინთეზური ფოლიუმის მჟავა, მედიკამენტი, რომელზეც არ მოქმედებს სინათლის სხივები და ტემპერატურა, ასევე დაავადებები და მისი მიღებისას 80% მაინც აღწევს ქსოვილებამდე. tabletebiამ ფორმით მიღებული ფოლიუმის მჟავა ძალზედ ეფექტურად აღკვეთს დეფიციტს და განსაკუთრებით სასარგებლოა რისკ-ჯგუფში შემავალი ქალბატონებისათვის.

ვისთვისაა აუცილებელი ფოლიუმის მჟავით პროფილაქტიკა?

ახალგაზრდა, ფერტილურ (შვილოსნობის) ასაკში მყოფი ქალბატონები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ორსულობა ფოლიუმის მჟავაზე მოთხოვნილებას აორმაგებს. ორსული ქალის ორგანიზმში B9 ვიტამინის ხანმოკლე დეფიციტიც კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაყოფს, რომელსაც არსებობის პირველივე წუთებიდან სჭირდება ბევრი ახალი უჯრედი.

ფოლიუმის დეფიციტის რისკ-ჯგუფებს ასევე მიეკუთვნებიან ისინი, ვისაც:

  • მას ან მის ახლო ნათესავს აქვს თანდაყოლილი სიმახინჯე;
  • მუდმივად ღებულობენ მედიკამენტებს ან არიან ქრონიკული ავადმყოფები;
  • სურვილის მიუხედავად ვერ ორსულდებიან;
  • ჰქონდათ სპონტანური აბორტები ან დაბადეს დღენაკლული ახალშობილი;
  • ეწევიან არაჯანსაღ ცხოვრებას (ალკოჰოლის, ნარკოტიკის და თამბაქოს მომხმარებლები);
  • იკვებებიან არასრულფასოვნად, იცავენ დიეტას წონის დაკლების მიზნით;
  • აქვთ სტრესული ცხოვრება ან ცხოვრების დაძაბული პერიოდი (მაგ.: საგამოცდო სესიები).

რატომ არის ფოლიუმის მჟავას დეფიციტი საშიში?

ორსული ქალების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხშირად ხდება ნაყოფის დეფექტების მიზეზი, ხშირია ნერვული ღეროს დაზიანება Spina bifida – მდგომარეობა, როდესაც ხერხემლის სვეტის მთლიანობა დაბადებიდანვე დარღვეულია და ზურგის ტვინი სცდება ხერხემლის სვეტს, ზოგერ კი სხეულის გარეთაც გამოდის. ასეთ დროს ზურგის ტვინში ნერვული იმპულსების გატარება შეფერხებულია, მძიმე შემთხვევებში, როდესაც დეფექტი დიდია ახალშობილი ინვალიდია.

Spina bifida

Spina bifida

ასევე შეიძლება მუცლის წინა კედლის მთლიანობა იყოს დარღვეული და მუცლის ღრუს ორგანოები გარეთ გამოსული. პირველ ტრიმესტრში არსებული დეფიციტის გამო ნაყოფს შესაძლოა სრულფასოვნად არ ჩამოუყალიბდეს კიდურები, ჰქონდეს გულის მანკი, „კურდღლის ტუჩი“ (ორად გაყოფილი ტუჩი) და სხვა დეფექტები.

B9 ჰიპოვიტამინოზი იწვევს ფოლიუმ დეფიციტურ ანემიას (ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის ნაკლებობა სისხლში, ხალხურ ენაზე „სისხლნაკლულობა“), რომელიც ხასიათდება  საკმაოდ ძლიერი საერთო სისუსტით, დაქვეითებული გუნება-განწყობით, როგორც ყველა ანემია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO ინგლ., ВОЗ რუს.) რეკომენდაციით, დღიური ნორმა ფერტილური ქალებისათვის 400 მკგ-ია, რისკ-ჯგუფისათვის (მათ შორის ქალები, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას) 4000 მკგ, ორსულობამდე 4 კვირით ადრე და ორსულობის პირველი 12 კვირა.Folic-Acid

ქვეყნებში, სადაც მასობრივად ხდება ფოლიუმის დეფიციტის პრევენცია, თანდაყოლილი სიმახინჯეების საგრძნობლად დაბალი დონეა. ეს ღონისძიებები ასევე აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზოგადად: ნაკლებია მიოკარდიუმის ინფარქტის, ონკოლოგიური დაავადებების, ალცჰეიმერის დაავადების განვითარების სიხშირე.

საიდან მივიღო ფოლიუმის მჟავას საჭირო დოზა?

popeye

აი თურმე რატომ აძლევდა ისპანახი მეზღვაურ პაპაის უსაზღვრო ძალას

საკვებიდან ფოლიუმის მჟავათი ყველაზე მეტად მდიდარი მწვანე ბოსტნეულია, მაგალითად ისპანახი. ასევე სალათის ფურცლები და მწვანილი, მარცვლეული კულტურები, ციტრუსები, ხილი, რძის პროდუქტები და კვერცხი. აუცილებელი დღიური დოზის მისაღებად მთელი დღის კვების რაციონის მინიმუმ ერთ მესამედს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი უნდა შეადგენდეს, საქმის გასაადვილებლად სასურველია ფოლიუმის ტაბლეტირებული ფორმაც დაიხმარო, მითუმეტეს თუ დაორსულებას გეგმავ.

8 კომენტარი to this post
  1. zalian kargi statiaa da momecona rom am temas ufro veganurad miudeqi.rodesac b vitaminebze laparakoben iq xorcs sul akvexeben xolme.arada ar umdat gaigon rom bostneuli savsea b vitaminit.sxvatashoris lobio vitaminebit xorcs 10 metrian foras miscems.
    madliba

  2. მე ეს სტატია წავიკითხე იმასთან დაკავშირებით, რომ მანამდე წავაწყდი უცხოურ სტატიას, რომელიც ფოლიუმის მჟავას ნაკლებობას პირდაპირ აკავშირებს დეპრესიასთან. ამიტომ დეპრესისაკენ მიდრეკილებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება. მათ თურმე უნდა მიიღონ დღეში 900 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა და 1მილიგრამი ბე12 – ესეც დეპრესიასთან ყოფილა კავშირში.

    დიდი მადლობა ამ სტსტიის ავტორებს. ჩვენ ესეთი შინაარსიანი და სასარგებლო სტატიები გვჭირდება სწორედ და არა ჭორაობები.

  3. დიდი მადლობა საინტერესო სტატიისთვის, ჩანს რომ ავტორი განათლებული ადამიანია, ამ სიტყვის ფართო გაგებით და პასუხისმგელობით ეკიდება საქმეს. როგორ გვაკლია ეს ყველაფერი ზოგადად და განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში. გმადლობთ.

  4. წავიკითხე სტატია რომ ფოლიუმის მჟავის ჭარბი რაოდენობით მიღება ნაყოფში აუტიზმის განვითარების მაღალ რისკთან ასოცირდება… რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით? და არსებობს თუ არა ანალიზი საქართველოში რომელიც საშუალებას მომცემს განვსაზღვრო ფოლიუმის მჟავის რაოდენობა ორგანიზმში?

  5. polium mjavis nakleboba igive rkinis depicitai organizmshi es igiev rkiba vitaminai amitom me rogorc msmenia rkina unda sheimocmot shratshi anu sisixlis
    analizit daazustot

შენ რას იტყვი?