ფლოსინგი (კბილების სპეციალური ძაფით გაწმენდა) ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილების და კბილების სიჯანსაღისთვის. ამ ჰიგიენური პროცედურის დღეში მინიმუმ ერთხელ ჩატარება ამცირებს ნალექის ოდენობას კბილებზე და ღრძილების დაავადებების განვითარების რისკს.

8.28-Reasons-to-Floss

ფლოსის შერჩევა

პირველი ნაბიჯი ფლოსის შერჩევაა. არსებობს სხვადასხვა სახეობა: ცვილიანი, უცვილო, არომატიზებული, ნეილონის (მულტიფილამენტური) და მონოფილამენტური (PTFE).

ფლოსი
ფლოსი
  • ცვილიანი ფლოსი უფრო ადვილად სრიალებს კბილების ზედაპირზე;
  • ფლოსი ცვილის გარეშე მათთვისაა, ვისაც დიდი დაშორება აქვს კბილებს შორის;
  • მულტიფილამენტური, ანუ ნეილონის ფლოსი შეიძლება მოხმარებისას დაიშალოს;
  • მონოფილამენტური ფლოსი უფრო ხარისხიანი და ძვირადღირებულია, თანაც მისთვის მიუწვდომელი ადგილი არ არსებობს.

ფლოსინგი

წმენდას ვიწყებთ ძაფის დაახლოებით 45 სმ-იანი მონაკვეთის გამოცალკევებით, რომლის ორივე ბოლოს ვახვევთ საჩვენებელ ან შუა თითებზე. ძაფის ეს სიგრძე საკმარისია ყველა კბილის გასაწმენდად. ფლოსის მომხმარებელთა უმრავლესობა გაწმენდას ჯაგრისით გამოხეხვის შემდეგ ამჯობინებს, კბილის ჯაგრისი მოაცილებს ზედაპირულ ნადებს და საჭმლის ნარჩენებს, ფლოსი კი უფრო სიღრმისეულად გაწმენდს კბილებს შორის მიუდგომელ არეებს.

გამოვაცალკევებთ დაახლოებით 45 სმ ძაფს და ორივე ბოლოს ვიხვევთ საჩვენებელ ან შუა თითებზე
გამოვაცალკევებთ დაახლოებით 45 სმ ძაფს და ორივე ბოლოს ვიხვევთ საჩვენებელ ან შუა თითებზე

ფლოსი მჭიდროდ გვიჭირავს საჩვენებელი (ან შუა) თითებით და ცერებით ისე, რომ შუაში 8-9 სმ ძაფია თავისუფალი წმენდისთვის, დანარჩენი კი დახვეულია თითებზე.

ძაფს აკურატულად ვამოძრავებთ კბილებს შორის. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კბილით დავიწყებთ, მთავარია არ გამოგვრჩეს არც ერთი. ფლოსს მოვაქცევთ ღრძილის და კბილის გამყოფ ხაზთან და ვამოძრავებთ ფრთხილად ისე, რომ ძალიან არ დავაწვეთ ღრძილს, არ დავაზიანოთ და არ გამოვიწვიოთ სისხლდენა.floss_1-4_sq

საწყისი მოძრაობები C-ს ფორმის მსგავსი უნდა იყოს, ვიწყებთ ღრძილის და კბილის გამყოფი ხილული ზედაპირის 2-3 მმ-ით ქვემოდან, ანუ ჩავდივართ ღრძილის სიღრმეში და კბილზე C-ს ფორმით შემოხვეულ ძაფს ვამოძრავებთ ქვევიდან ზევით, შემდეგ კი კბილებს შორის არეში წინ და უკან.Dental Floss

არ ვტოვებთ არცერთ კბილს, ვწმენდთ როგორც წინა, ასევე უკანა ზედაპირებს და ყოველი კბილისთვის აუცილებლად ფლოსის ახალ, სუფთა მონაკვეთს ვიყენებთ.

გაწმენდის შემდეგ წყლის გამოვლება სავალდებულო არაა, თუმცა უმჯობესია, რათა საბოლოოდ მოვიცილოთ მცირე ზომის ნაწილაკები პირის ღრუდან.

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია (The American Dental Association – ADA) ფლოსის გამოყენებას ყოველდღიურად, დღეში 2-3 წუთის განმავლობაში გვირჩევს, სასურველია ძილის წინ, მაგრამ თუ ისეთი საკვები მივიღეთ, რომლის ნაწილაკებიც ადვილად იჭედება კბილებს შორის, სჯობს მაშინვე გამოვდევნოთ ფლოსის მეშვეობით.

სისხლდენა ფლოსინგის დროს არ ნიშნავს, რომ წმენდა უნდა შევწყვიტოთ, პირიქით, ეს იმის მანიშნებელია, რომ კბილებს უფრო ინტენსიური მოვლა სჭირდება.

არსებობს სხვადასხვა დიზაინის ფლოსი, შერჩევა შეგვიძლია ჩვენი გემოვნებით.

dental-floss-toothpick-ml-007

ფლოსის გამოყენების ინსტრუქცია (ვიდეო)