Home თავის მოვლა

ზოგჯერ მგონია, რომ ძილში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ(თ). ამისთვის 24-დან საშუალოდ 8 სააათს ვიყენებ(თ), დანარჩენი კი სამსახურის, მეგობრებისა და პირადი საქმეებისთვისაა. დარწმუნებული ვარ, ზოგჯერ იმდენად გადატვირთული გრაფიკი გაქვს, რომ თავის მოფხანვისთვისაც არ გცალია, ამიტომ რატომ დავკარგოთ დღე-ღამის 8 საათი მხოლოდ ძილში, როდესაც შევიძლია ორი კურდღელი ერთდროულად დავიჭიროთ? კარგად გამოვიძინოთ და შესანიშნავი კანითაც გავიღვიძოთ!

რბილი ტერფები

ჩემს ცეკვისგან გაუხეშებულ ტერფებს მეგონა, აღარასდროს არაფერი უშველიდა. უამრავჯერ მიცდია ათასნაირი აბაზანა და სკრაბი, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრჯერ დამზარებია და დამვიწყებია. მარტივი გამოსავალი ვიპოვე: წაისვი ვაზელინი ძილის წინ სუფთა ტერფებზე და რბილი წინდები ჩაიცვი. დაიტოვე მთელი ღამით. რეგულარული გამოყენებისას ეს მეთოდი ფანტასტიურად არბილებს ტერფებს. სხვა რჩევებისთვის ვაზელინის გამოყენების შესახებ, გადახედე ჩვენს სტატიას.

ჩამცხრალი თვალები

თუ ხშირად შესიებული თვალებით იღვიძებ, სცადე კიდევ ერთი ბალიშის დამატება და ზურგზე დაძინება. ასეთი მდგომარეობა ეხმარება თვალის გარშემო დაგროვილ სითხეს მოძრაობაში და შესიების მინიმუმამდე დაყვანაში. არ დაგავიწყდეს თვალის გარშემო კრემის წასმა, რომლის ინგრედიენტთა სიაში აუცილებლად არის კოფეინი.

ხვეული/ტალღოვანი თმა

ხვეული ან ტალღოვანი თმისთვის სულაც არაა აუცილებელი სხვადასხვა საშრობის და დასახვევი უთოს გამოყენება. მე ბუნებრივად ხუჭუჭა ვარ, თუმცა ჩემს თმასაც სჭირდება ფორმის მიცემა, ამიტომ დაბანის შემდეგ, ოდნავ ნოტიო თმაზე მუსს ვისვამ და პირდაპირ ვიძინებ. თუ სწორი და შემდეგ დახვეული ვარცხნილობა მინდა, მაშინ თმას ორად ვყოფ, კიკინებს ვიწნავ ან ვიგრეხ. ასეთი მეთოდით არც თმა დაგიზიანდება და მშვენიერი ვარცხნილობაც გექნება. თმის ვარცხნილობის იდეებისთვის, თვალი გადაავლე ჩვენს სტატიას.

აირიდე ნაოჭები

ბამბის ან ჟატის ბალიშის პირზე ძილი კანის დაჭმუჭვნას და ნაოჭების წარმოქმნას იწვევს, ამიტომ სჯობს ცოტა ძვირადღირებული აბრეშუმის ან სატინის ბალიშის პირი იყიდო. ის შეამცირებს კანზე ზეწოლას და თმის დაზიანებასაც შეუშლის ხელს.

დაიგრძელე წამწამები

აბუსალათინის ზეთი ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომლითაც წამწამების დარგძელებას ბუნებრივად შეძლებ. თავიდან როდესაც მაკიაჟის ხმარება დავიწყე, მახსოვს, დედაჩემმა აბუსალათინის ზეთი მომცა და მითხრა ამით მომეშორებინა თვალის მაკიაჟი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ წამწამები შესამჩნევად დამიგრძელდა. ზეთი ომეგა 6-ცხიმიან მჟავას შეიცავს, რაც საოცრად ატენიანებს და დაზიანებისგან იცავს შენს წამწამებს. თუ მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთოვანი საშუალებები დიდად არ გხიბლავს, აიღე ძველი ტუშის ფუნჯი, გარეცხე და წაისვი ზეთი წამწამებზე. დილით უბრალოდ თბილი წყლით ჩამოიბანე და ჩვეულებრივად დაიბანე სახე. შედეგს რამდენიმე კვირაში აუცილებლად დაინახავ.

მსგავსი სტატიები
29 კომენტარი to this post
  1. აბუსალათინის ზეთი თმის სწრაფად გაზრდისთვისვისაც ხო არ გამოდგება?

    • მე ზეთს თმის ძირებში და ბოლოებში ვიზელ. მერე სქელ-კბილებიანი სავარცხლით ვივარცხნი და 30 წუთი მაინც ვიჩერებ

    • მსგავსი რამ არასდროს გამიგია. აბუსალათინის ზეთი მცენარეული ზეთია რომელიც მისივე თესლისგან მიიღება :)

  2. ერთ ესპანურ ბლოგზე ვიპოვე სტატია აბუსალათინის ზეთზე, სადაც ნათქვამია, რომ ზეთი კარგია სახის კანისთვის. აქვს აკნეს საწინააღმდეგო თვისებები, დამატენიანებელი და ასე შემდეგ… სამწუხაროდ, არაფერს ამბობს მის გამოყენების წესზე. წამწამებზე წასმა თუ მათ ზრდის, სახის კანზე რომ წავისვათ თმას არ ამოიყვანს?? შემიძლია პუბლიკაცია ვთარგმნო, მაგრამ გამოყენების წესზე არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ზეთის სასარგებლო თვისებებზე წერენ, თუ რისთვის არის კარგი…

  3. …და სანამ თესლის სახითაა, მას მართლაც ძლიერი ტოქსიკური თვისებები ქონია.

  4. აბუსალათინის ზეთი გამოიყენება:

    . პარფიუმერულ წარმოებაში(საპონი, თმის ზეთი);

    . კვებით მრეწველობაში(არომატიზატორები);

    . ფარმაკოლოგიაში.

    აბუსალათინის ზეთი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ართრიტის, ფეხების ტკივილის, უძილობის, ცისტიტების, ცერებრალური დამბლის, გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის, აკნეს და თმის ცვენის დროს.

    აბუსალათინის ზეთი გამოიყენება თმის, წამწამების და წარბების ზრდის სტიმულირების მიზნით.

    აბუსალათინის ზეთი არის ძალიან ეფექტური საშუალება მშრალი, მტვრევადი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ. ატენიანებს რა თმას და თავის კანს, მას აქვს თმის აღმდგენი მოქმედება.

    თმის ნიღაბი აბუსალათინის ზეთით:

    წაისვით აბუსალათინის ზეთი თმის ძირებში და თავის კანზე, თანაბრად გადაინაწილეთ. დაიფარეთ თავზე პოლიეთილენის ქუდი, შეიფუთეთ თბილი პირსახოცით. გაიჩერეთ15 წუთი. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით.

    ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, 6–8 კვირის განმავლობაში. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძიათ აბუსალათინის ზეთს შეურიოთ ყურძნის წიპწის ზეთი.

    იამაიკური აბუსალათინის ზეთი თავისი ბუნებრივი თვისებების – თმის ცვენის შეჩერება და თმის ზრდის სტიმულაცია – გამო ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. მისი შავი ფერი და მძაფრი სუნი დაკავშირებულია გამოწვის პროცესებთან, რომელიც მატებს ზეთს ქიმიურ ღირებულებებს.

    იამაიკური აბუსალათინის ზეთი ასტიმულირებს კერატინის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას.

    ადამიანები, რომლებიც იამაიკურ შავ აბუსალათინის ზეთს მოიხმარენ რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვეულებრივ აღენიშნებათ თმის გაძლიერებული ზრდა და მისი მოცულობაში მომატება.

    აბუსალათინის ზეთის რეგულარული მოხმარება:

    . აჩქარებს თმის ზრდას;

    . აჩერებს თმის დაზიანებას;

    . თმა ხდება უფრო სქელი და ბზინვარე;

    . ეწინააღმდეგება თავის კანის სიმშრალეს;

    . ხდება თმის და თავის კანის ღრმა დატენიანება;

    . თმას ეძლევა ჯანსაღი შესახედაობა.

  5. აუ აბუსალათინის ზეთი რა საინტერესოააა, სულ მინდოდა გრძელი წამწამები, ვცდი ერთი :*

  6. შეგიძლიათ ამ ზეთის უარყოფითი მხარეები გამაცნოთ? ძალიან მაინტერესებს.

შენ რას იტყვი?