ეს პრობლემა უმრავლესობას ჯერ კიდევ სკოლიდან მოგვდევს. დამეთანხმები, სახეზე გამონაყარი არცთუ ლამაზი და სასიამოვნოა. თანაც, ბევრი ადამიანისთვის აკნე კომპლექსების წყაროც ხდება.

არსებობს საშუალებები, რომლითაც შეიძლება სახლის პირობებშიც ვებრძოლოთ ამ პრობლემას და ვიყოთ ყოველთვის ლამაზები და მომხიბვლელები.

აკნე შიეძლება გამოიწვიოს გარდატეხის ასაკმა, ბაქტერიებმა, ჰორმონებმა, დარღვეულმა ნივთიერებათა ცვლამ და სტრესმაც კი. ხშირად გამონაყარში შოკოლადს და ყავას ადანაშაულებენ, მაგრამ ეს მიდგომა სწორი არაა, თუ ამ პროდუქტებზე ალერგია არ გვაქვს და შოკოლადში თხილი არ ურევია. სხვათა შორის, სატისტიკურად, კაცებს უფრო ხშირად აწუხებთ აკნე, ვიდრე ქალებს.

აკნესგან თავის დასაცავად მართლაც საუკეთესო საშუალება მცენარეული ნიღბებია, რომელთა ეფექტურობა თაობებზეა გამოცდილი. სახის კანის ნდობა კი ნამდვილად არ ღირს ისეთი საშუალებებისთვის, რომლის გრძელვადიანი შედეგიც არ იცი.

გახსოვდეს, რომ ნიღბები რეკომენდირებულია არაუმეტეს 2-ჯერ კვირაში, რომ არ მოხდეს ბუნებრივი ბალანსის დარღვევა. ნიღბები ასუფთავებს კანს, ხსნის ფორებს და ამდიდრებს მას ვიტამინებითაც.

ასევე დამზადებამდე გადახედეთ ნიღბების შემადგენლობას:

თუ შენი კანი მგრძნობიარეა, ლიმონის დოზა შეგიძლია, შეამცირო, რომ კანი არ დაიწვას.

თუ ალერგიული ხარ, ნუ გაიკეთებ მარწყვის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტების ნიღბებს, ცილის ნიღბები კი სახეზე დანიშნულზე მეტხანს არ გაიჩერო.

მაშ ასე, რამდენიმე ნიღაბი, რომელიც აკნეს მოგაშორებს:

ნიღაბი შავი წერტილებისთვის

  1. აურიე საჭმელი სოდა, ქატო და წყალი ისე, რომ ფაფის კონსისტენცია მიიღო. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანე ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევით (1 წილი ძმარი/ 8 წილი წყალი).
  2. აურიე ერთი სუფრის კოვზი არაქისის კარაქი და ამდენივე ლიმონის წვენი. ნიღაბი ხშირად გაიმეორე, რომ გამონაყარი გაქრეს და ხელახლა არ გაჩნდეს. თუმცა, თუ ალერგიული ხარ, ამ ნიღაბს არ გირჩევ.

ნუშის ნიღაბი

  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • 4 ცალი ნუში
  • 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი
  • ვიტამინ А-ს ერთი კაფსულა (კაფსულები ჩვეულებრივ იყიდება აფთიაქებში და ძვირიც არ ღირს).

დაალბე ნუში წყალში, შემდეგ ბლენდერში ჩაყარე და დაამატე რძე. შემდეგ დაასხი ფორთოხლის წვენი, ვიტამინის კაფსულა გახეთქეთ და მიღებულ მასას ჩაამატე. კარგად აურიე, დაიდე სახეზე და 20 წუთში ჩამოიბანე.

მცენარეული ნიღაბი

შეგიძლია, გამოიყენო ბალახების ჩაის ნაკრები პაკეტებში ან შენ თითონ შეურიო სხვადასხვა მცენარეები, მაგალითად გვირილა, კალენდულა და სხვა. დაასხი ნარევს თბილი წყალი და ცოტა ხნით დააყენე. შემდეგ ამოიღე მცენარეები, გადაინაწილე სახეზე, 3 წუთით დაიტოვე და ჩამოიბანე თბილი წყლით, ეს ნიღაბი შეამცირებს სიწუთლეს სახეზე და კანს უფრო ნაზს გახდის. თითონ დაყენებული ნაყენიც მშვენიერი სადეზინფექციო საშუალებაა.

შვრიის ნიღაბი

შეურიე დანაწევრებული გადამუშავებული შვრია (ჩვენებური “ჰერკულესი”) და ვარდის წყალი. მასა დაიდე სახეზე. 15 წუთში ჩამოიბანე წყლით.

თაფლის ნიღაბი

გაათბე ცოტა თაფლი და პრობლემურ მონაკვეთებზე დაიდე. 15-20 წუთში ჩამოიბანე წყლით.

კარტოფილის ნიღაბი

გახეხე კარტოფილი და დაიდე სახეზე.  ეს ნიღაბი შავ წერტილებსაც შველის და შრამებსაც აუფერულებს. ნაოჭებზეც მშვენიერი ეფექტი აქვს.

მწვანე ჩაის ნიღაბი

ჩვეულებრივ დააყენე მწვანე ჩაი. ჩაი შეგიძლია, დალიო, თითონ ჩაის ფურცლები კი სახეზე დაიდე და 15 წუთით გაიჩერე. მწვანე ჩაი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც შავი წერტილების მოცილებაშიც დაგეხმარება და სახეზე სიწითლესაც ჩააწყნარებს.

ცილოვანი ნიღაბი

ათქვიფე  კვერცხის ცილა და დაიდე სახეზე 7 წუთით. ვიტამინი А, რომელსაც ცილა შეიცავს, კანს გაახალისებს და მცირე ლიფტინგის ეფექტსაც მოგცემს. ცილას დიდ ხანს ნუ გაიჩერებ სახეზე.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს სახის გაწმენდაც. ამისთვის გამოიყენება სკრაბები, ლოსიონები და სხვა. შეიძლება შეძენილი მზა საშუალებები გამოიყენოთ, ან დაამზადოთ ისინი სახლში; არც ბევრი იწვალოთ და არც ზედმეტი დახარჯოთ

სკრაბი პრობლემური კანისთვის

მარწყვის ნიღაბი

  • 100 გრამი მარწყვი
  • 2 ჩაის კოვზი მშრალი რძე
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

დასრისე მარწყვი, აურიეთ პიურეს ლიმონის წვენი, მშრალი რძე და სკრაბიც მზადაა. დაიდეთ სახესა და კიდერზე. 10-15 წუთში ჩამოიბანეთ მასა თბილი წყლისა და ლ

იმონის ნარევით და შემდეგ სახე ცივი წყლით გაიწმინდეთ. მარწყვი სახის კანს ათეთრებს.

მზესუმზირის ზეთის სკრაბი

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩაის კოვზი ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი

კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაიდეთ სახეზე 7  წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 5 წუთის შემდეგ სახე ცივი წყლით გაიწმინდეთ.

შვრიის ნიღაბი

  • 1 სუფრის კოვზი მშრალი რძე
  • 1 სუფრის კოვზი გადამუშავებული შვრია
  • 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე. დაიცადეთ, სანამ ნარევი გაშრება, გაიწმინდეთ სახე პირსახოცით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. ცოტა ხანში სახე გაიწმინდეთ ცივი წყლით.

ლოსიონები

ვაშლის ლოსიონი

  • 1 სუფრის კოვზი ვაშლის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი უცხიმო რძე
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი

აურიეთ ინგრედიენტები და დაიდეთ სახეზე წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 1-2 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით.

ლიმონის ლოსიონი

გადაურიეთ ინგრედიენტები , დაიდეთ კანზე და 1-2 წუთში ჩამოიბანეთ.

არჩევანი შენზეა. გქონდეს ლამაზი და სუფთა კანი, არცთუ ძნელია.

რამე კარგი ნიღაბი იცი? მოგვწერე და გაგვიზიარე აზრი.