Home თავის მოვლა

ხელოვნური წამწამები, თავდაპირველად ფილმებისთვის გამოიგონეს, 60-იან წლებში კი სუპერმოდელ ტვიგის იმიჯის შემადგენელი ნაწილი გახდა, რამაც უფრო პოპულარული გახადა მათი არსებობა. ხელოვნური წამწამები აქტუალობას დღემდე არ კარგავს. როგორც წესი, ის მაკიაჟთან ერთად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი ზედმეტად გამოყენება, არც თუ ლამაზი შედეგით სრულდება.

 

ძირითადი რჩევები, რაც შეძენამდე უნდა გაითვალისწინო:

1. შეარჩიე სწორი ზომის წამწამი

ალბათ არ გსურს, სახის ნაკვთები წამწამმა გადაწონოს, თუ რა თქმა უნდა კოსტუმირებული წვეულებისთვის არ ემზადები და შენი მიზანი შესამჩნევი წამწამი არაა. შეარჩიე სწორი სიხშირის, სიგრძის და ტიპის წამწამი, რომელიც შენს სახის ფორმას შეესაბამება.

2. რამდენად ბუნებრივად გინდა გამოიყურებოდე?

ასევე მნიშვნელოვანია, როგორი სისქის და სიგრძის წამწამს შეარჩევ, რადგან რაც უფრო სქელია ან გრძელია წამწამის ღერი, უფრო ხელოვნური ჩანს ის. მე არაერთხელ მიმიმართავს ზედმეტად სქელი ხელოვნური წამწამისთვის, რადგან ფოტოებში კარგად გამოიყურება.

3. მოირგე წამწამი

შეამოკლე წამწამის ღერძი ან რამდენიმე ნაწილად დაჭერი, რომ თვალის მოყვანილობას კარგად მოერგოს და ნუ შეუშინდები ექსპერიმენტებს. ამ ხერხით კარგად გაიგებ რა არის შენთვის კარგი და რას ვერ იხდენ. ხელოვნური წამწამის მორგების ინსტრუქციისთვის, გადახედე ჩვენს სტატიას.

Eyelash Tutorial

ხელოვნური წამწამის დიდი არჩევანი არსებობს, მაგრამ გამოვყოფთ რამდენიმე ტიპს: ადამიანის, ცხოველის თმის ან სინთეტიკური.

ნატურალური / Natural

ხელოვნური წამწამები, რომელიც ამ ჯგუფში ერთიანდება, ყველაზე მეტი ბუნებრივობთ გამოირჩევა. თუ მის ღერძს შეამოკლებ და წამწამის ზოლის შუა ნაწილზე დაიმაგრებ, ხშირი წამწამის ეფექტს მიიღებ, თან ვერავინ იფიქრებს, რომ შენი წამწამი, შენი არაა. შეიძინე აქ

Eyelash Tutorial

წვეტიანი / Spike

ამ ტიპის წამწამები შედარებით სქელია, ბოლოში წაწვეტებული, შეკრული ღერებთ. კარგი საშუალებაა, თუ რეტრო მაკიაჟით შთაგონებული ხარ, განსაკუთრებით 70-იანი წლების მაკიაჟს უხდება. ხშირად გამოიყენება წითელი ხალიჩისთვის, რომ თვალი უფრო მიმზიდველი ჩანდეს. შეიძინე აქ.

 

Eyelash Tutorial

გადაჯვარედინებული / Crisscross X

ზოგი ტიპის, მაგალითად პატარა ზომის თვალს ყველა წამწამს ვერ მოუხდენ. ამ შემთხვევაში, მეტი დრამატიზმისთვის, გადაჯვარედინებული წამწამი, რომლის ღერებიც X ფორმას ქმნის შენს საუკეთესო მეგობრად იქცევა. შეიძინე აქ.

Eyelash Tutorial

კუთხის ან “ჰოლივუდი” / Angle; “Hollywood”

წამწამი “ჰოლივუდი” კარგ დამატებად იქცევა კლასიკური “cat eye” მაკიაჟისთვის. ვიზუალურად, მას თვალის ჭრილის დაგრძელება შეუძლია. შეიძინე აქ.

Eyelash Tutorial

სავსე, ხშირი / Full

თუ მეტი დრამატიზმი გსურს, ეს წამწამი შენთვისაა. მათ ლეგენდარული ტვიგიდან – კარდაშიანებამდე დიდი გზა განვლეს და კვლავ ინარჩუნებენ პოპულარობას. შეიძინე აქ.

Eyelash Tutorial

თხელი / Wisps

ასეთი ტიპის წამწამი, როგორც წესი სხვადასხვა სიგრძის ღერებისგან შედგება. მათი მორგება მრავალმხრივ შეიძლება: გლამურული, ელეგანტური ან სულაც ყოველდღუიური მაკიაჟისთვის. შეიძინე აქ.

Eyelash Tutorial

პატარა შეკვრები/Clusters

ზოგჯერ, საჭიროა დეტალებში ჩაძიება, წამწამის პატარა კონებით კი შეგიძლია თვალის ფორმა და წამწამის სიხშირე აკონტროლო და იგი უფრო მეტყველი გახადო. შეიძინე აქ.

 

Eyelash Tutorial

ინდივიდუალური/Individual

ინდივიდუალური წამწამი თითო ღერისაგან შესდგება, ეს წამწამის სახეობაა, რომლის გამოყენებაც ყველაზე რთულია, მაგრამ ყველაზე ნატურალურ შედეგს იძლევა, ისეთს, რომ ამ პატარა ხრიკს უახლოესი მეგობარიც კი ვერ შენიშნავს. შეიძინე აქ.

 

Eyelash Tutorial

ჩემი რჩევა იქნება, სხვადასხვა სიტუაციისთვის, ერთდორულად რამდენიმე ტიპის წამწამი იქონიო: ყოველდღიურად, წვეულებისთვის, კოსტუმირებული საღამოსთვის, ა.შ.

მთავარია, არ დაიზარო ექსპერიმენტები!

1 კომენტარი to this post
  1. მინდა მეც ვისწავლო გამოყენება, ძალიან მომწონს მაგრამ არ ვიცი მომიხდება თუ არა, პლუს რო ჩამომივარდე შუა ქუჩაში რა სასაცილო ვიქნები :დ

შენ რას იტყვი?