ყველა ქალს უნდა, რომ მოვლილი სახის კანი ქონდეს, სპეციალური ნიღბები კი საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენ გთავაზობთ რეცეპტებს, რომელთა ინგრედიენტებიც ყველა სამზარეულოში მოიძებნება და მათი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევს. რაც მთავარია, ეს ნიღბები სრულიად ნატურალურია, ყოველგვარი მავნე კონსერვანტების გარეშე.

რატომ თაფლი?

თაფლი შესანიშნავად ატენიანებს მშრალ კანს, ამცირებს გამონაყარს, ანტიოქსიდანტია, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზეგავლენისაგან.

ნიღაბი ყველა ტიპის კანისათვის:

საჭირო ინგრედიენტები:

  • ერთი სუფრის კოვზი ხაჭო
  • ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

აურიე თაფლი და ხაჭო და წაისვი სახეზე ისე, რომ თვალის გარშემო ნაზ კანს არ შეეხო.  გაიჩერე კანზე მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 60 წუთის მანძილზე. ჩამოიბანე თბილი წყლით და კრემი წაისვი.

ხახვის და თაფლის ნიღაბი მშრალი კანისათვის.

ეს ნიღაბი ატენიანებს და არბილებს და ამშვიდებს მშრალ კანს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ორი საშუალო ზომის   შემწვარი ხახვი
  • ორი სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

დაჭყლიტე ხახვი, შეურიე თაფლი და მიღებული მასა 10-15 წუთით დაიდე სახეზე (მოერიდე თვალის გარშემო ნაზი კანის მქონე უბნებს). შემდეგ სველი პირსახოცით ან ბამბის ნაჭრით მოიშორე სახიდან ნიღაბი და გრილი წყლით დაიბანე სახე.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი მშრალი კანისათვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • ერთი კვერცხის ცილა
  • ერთი სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:

აურიე ინგრედიენტები, გაიჩერე სახეზე 10-15 წუთით  (მოერიდე თვალის გარშემო ნაზი კანის მქონე უბნებს) და გრილი წყლით ჩამოიბანე.

უნივერსალური ნიღაბი ყველა ტიპის კანისათვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • ერთი სუფრის კოვზი თეთრი ფქვილი
  • ერთი კვერცხი
  • ერთი სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი:
აურიე ფქვილი და კვერცხი, შემდეგ დაუმატე თაფლი და დაიტანე სახეზე 10-15 წუთით. შემდეგ შეგიძლია ჩამოიბანო თბილი (თუ ცხიმიანი კანი გაქვს) ან გრილი (თუ მშრალი კანი გაქვს) წყლით.