დღეს  უამრავი  სახის და ტანის მოვლის საშუალება არსებობს. იქნება ეს ანტიოქსიდანტების შემცველი, დამცველი ფუნქციის მქონე, ელასტიურობის შემანარჩუნებელი თუ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი, მაგრამ მათი მთავარი ფუნქცია მაინც ერთი რჩება – კრემი არის ის რაც ხელს უწყობს სახის კანის ტენიანობის შენარჩუნებას. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი კანის მდგომარეობა.

ზოგადად იხელმძღვანელეთ შემდეგი პრინციპით:

თუ დიდი ფორები ან ფერისმჭამელები შეიმჩნევა სახეზე, ესეიგი თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ და „oil-free“ კრემების მოხმარებაზე უნდა გადახვიდეთ. თუ კი თქვენი კანი მშრალია, მაშინ წყლის მიღება უნდა გაზარდოთ და ისეთი სახის კრემი შეარჩიოთ რომელიც შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას- გლიცერინი, ალოე, სორბიტოლი.

არასოდეს გამოტოვოთ დატენიანების პროცესი.

მბზინვარე, ჯანმრთელი კანი რომ გქონდეთ, წელიწადის ნებისმიერ დროს გამოიყენეთ კრემები ყოველი დაბანის შემდეგ, სანამ ჩვევაში არ გადაგეზრდებათ. ასევე მხოლოდ გარედან დატენიანება არ კმარა- მიაჩვიეთ თავი წყლის სმას. ეს არ გულისხმობს 1-2 ჭიქას დღეში, არამედ შედეგების მისაღწევად 1 ლიტრი მაინც უნდა დალიოთ. ჩაი და ყავა არ ითვლება. თუ მაინცდამაინც ცხელი სასმელი გსურთ და თან თქვენი კანისთვის სასიკეთო რამ გინდათ გააკეთოთ, მაშინ სინჯეთ ადუღებული წყალი და ლიმონის ერთი დიდი ნაჭერი. წყურვილსაც მოგიკლავთ, გამომაცოცხლებელი ეფექტიც აქვს  და რაც მთავარია, კანის დატენიანებაში დაგეხმარებათ.

“ბანანის მალამო” სილამაზისთვის

წინ ზამთარი და ცივი დღეები გველოდება. კანი გამოშრობის საშიშროების წინაშე დგას. იზრუნეთ თქვენს კანზე დროულად, რათა თავიდან აიცილოთ სიმშრალისგან გამოწვეული დისკომფორტი და გართულებები. ამისათვსის კვირაში ერთხელ დაუთმეთ ცოტაოდენი დრო თქვენს სახის კანს და დამატენიანებელი ნიღაბი გაიკეთეთ. „ბანანის მალამო“ ზუსტად ის ნიღაბია რაც სახის გასუფთავებას და დატენიანებას ხელს შეუწყობს, თან სახალისო და გემრიელიცაა.

თაფლი, ათქვეფილი ნიღაბი, ბანანი, ზეთი, შვრია

დასრისეთ 2 ბანანი ჩანგლით. შემდეგ 4 სუფრის კოვზი შემთბარი ათქვეფილი ნაღები და 4 ჩაის კოვზი თაფლი შეურიეთ კარგად, დაამატეთ 4 წვეთი ნებისმიერი ზეთი, იქნება ეს ნუშის, ჟოჟობას, გვირილის, თუ ზეითუნის და ერთი ჩაის კოვზი გახეხილი შვრია და ყველაფერი კარგად აურიეთ.

ეს ღრმად დამატენიანებელი ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით და 10 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ ხელსახოცით მოიცილეთ და  ნელ-თბილი/გრილი წყლით ჩამოიბანეთ. სახის შემშრალების შემდეგ არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის წასმა. ამ პროცედურის მერე თქვენი კანი რბილი და ნაზი იქნება, რაც  თქვენს საყვარელ მამაკაცს ნამდვილად არ გამოეპარება.