ყურძენი არა მხოლოდ გემრიელია. ის ასევე შეიცავს უამრავ ვიტამინს და ანტიოქსიდანტს და კარგია სახის ნიღბებისთვის.

გთავაზობთ სახის ნიღბის რეცეპტებს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კანისთვის.

ყურძნის გასაწენდი გელი ყველა ტიპის კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 2-3 მწიფე ყურძენი

გამოვწუროთ ყურძნის წვენი და წავისვათ მთლიან სახეზე თვალის უპეების გარდა. შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

სახის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი ყურძნის წვენი
  • 1 ს/კ ლიმნის წვენი
  • 1 ს/კ პიტნის წვენი
  • ცივი წყალი
  • ვარდის წყალი

შეურიეთ ერთმანეთში ყურძნის, ლიმნის და პიტნის წვენი.

წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ. ახლა, აურიეთ ცივი წყალი და ვარდის წყალი ერთმანეთსი და გადაისვით სახეზე.

ყურძნის და გვირილის ჩაი ყველა კანის ტიპისთვის

ინგრედიენტები:

  • 5 ყურძენი
  • 2 ს/კ გვირილის ნაყენი
  • 2 ს/კ სიმინდის ფქვილი

შეურიეთ გვირილის ნაყენი და სიმინდის ფქვილი ერთმანეთში. უნდა მიიღოთ პასტის მაგვარი მასა. შემდეგ ამ ნაზავს დაუმატეთ ყურძნის წვენი.

ნაზავი შეიზილეთ  სახეზე და დაელოდეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.