შუბლზე შეჭრილ თმას ანუ ე.წ. “ჩოლკას” შეუძლია ქალის გარეგნობა წამში შეცვალოს. კარგად შეჭრილმა “ჩოლკამ” შეიძლება რეგულარული თმის ვარცხნილობა გაახალისოს. მისი დამსახურებით თამამი და სექსუალურიდან ვარცხნილობა შესაძლებელია დახვეწილად და ელეგანტურად იქცეს.

გაითვალისწინეთ, რომ “ჩოლკა” უნდა შეიჭრათ თქვენი სახის ფორმის მიხედვით. მეტწილად “ჩოლკა” ყველა ტიპის სახეზე კარგად გამოიყურება, თუმცა სიფრთხილით მოეკიდეთ მას, რადგან “ჩოლკას” შეუძლია თქვენს სახეს წრის ფორმა მიცეს.

უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული წესები “ჩოლკასთან” დაკავშირებით თქვენი სახის ფორმის, თმის ფაქტურის და ვარცხნილობიდან გამომდინარე.

მაგალითად:

თუ  თქვენ კვადრატული ფორმის სახე გაქვთ, არ მოგიხდებათ სქელი “ჩოლკა”, რადგან იგი უფრო კუთხოვანს გახდის თქვენ სახეს. არც ხვეულ თმებზე ამართლებს სქელი “ჩოლკა” , მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში “ჩოლკა”  შეიძლება  შეეფერებოდეს თმის ტექსტურას.

სახის ტიპები

მოდი ერთად გავარკვიოთ, როგორი სახის ფორმა გაქვთ და როგორი ტიპის “ჩოლკა” უფრო მოგიხდებათ.

გულის ფორმის (heart): ასეთი ტიპის სახისთვის იდეალური იქნება დაბალანსებული “ჩოლკა”, რომელიც თვალებზე გაამახვილებს ყურადღებას, სახის ასეთი ფორმა ასევე კარგად გამოიყურება გვერდზე შეჭრილ “ჩოლკასთანაც”.

გრძელი ფორმის სახე (long):  ასეთ ფორმას ასევე წაგრძელებულ ფორმასაც ეძახიან . ასეთი სახის ფორმის ადამიანებს როგორც წესი აქვთ ვიწრო სახე და მაღალი შუბლი, ამიტომ ვარცხნილობის მიზანია სახე გამოიყურებოდეს ყოველთვის ფართოდ. გრძელმა და განიერმა “ჩოლკამ” შეიძლება სახე შეამციროს და მოგვცეს მეტი სიფართის ილუზია.
შეგიძლიათ ატაროთ სქელი “ჩოლკა”, მაგრამ გვერდზე გადაწეული “ჩოლკა” ყველაზე სრულყოფილი იქნება ასეთი ტიპის სახისთვის.

ოვალური სახე (oval): ოვალური ფორმის სახეზე შეგიძლიათ ატაროთ დახრილი და მოკლე “ჩოლკა”. ამ ტიპის სახის ფორმა განიხილება როგორც სრულყოფილი, ასე რომ შეგიძლიათ  ნებისმიერი სახის “ჩოლკა” ატაროთ.

სამკუთხედი სახე (Triangle face): ასეთი ფორმის სახე შედგება ვიწრო შუბლის და ფართო ლოყებისგან. “ჩოლკა” არის შესანიშნავი იდეა შექმნა სიგანის ილუზია, დააბალანსო ვიწრო შუბლი და ფოკუსირება მოახდინო სახის  შუა და ზედა ნახევარზე.

კვადრატული სახე (Square face): კვადრატული სახის ფორმის მქონეთათვის  უპირველესი მიზანია ცოტა ნაზად გამოჩნდეს  ძლიერი ყბის ხაზი, ამიტომ ამ სახის ფორმისთვის იდეალური იქნება გრძელი და თხელი ჩოლკა. (სხვათაშორის ოდრი ჰეპბერნს ჰქონდა ასეთი მოყვანილობის სახე)

მრგვალი სახე (Round face): საუცხოო ვარცხნილობის საიდუმლო ამ ტიპის ფორმისთვის არის ის, რომ  სახეს სიგრძე მივცეთ, სამწუხაროდ “ჩოლკას” შეუძლია უფრო მრგვალი გამიაჩინოს თქვენი სახე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ატაროთ სწორად შეჭრილი “ჩოლკა”, გრძელი და თხელი სტრუქტურის ჩოლკა დელიკატურ იერს შეგძენთ.

სელებრითების საყვარელი ჩოლკები: