სუსტი სქესის (და არა მარტო ) ძირითადი პრობლემა და საზრუნავი მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლა, იდეალური სხეულის შექმნა და შენარჩუნებააა. თუმცა რაც უფრო წინ მიდის ცხოვრება, ადამიანები შინ უფრო და უფრო იშვიათად იკვებებიან და უპირატესობას სწრაფ კვებას ან ნახევარფაბრიკატებს ანიჭებენ.

დიეტის საყრდენს ხორბალი და სხვა მარცვლეული წარმოადგენს. ფაფები, ბრინჯი, მაკარონი, სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილი, მაგრამ შეიცვალა დრო და მასთან ერთად გემოვნებაც. ცხელი, სახლში დამზადებული სადილების და სალათების ნაცვლად ვიკვებებით ნახევარფაბრიკატებით, დესერტად კი ვაყოლებთ ნამცხვრებს, ნაყინს, თხილს, გაზიან წყალს, ჩიპსებს (ბოლო ორ დასახელებულ პროდუქტს კატეგორიულად არ მივირთმევ უკვე ბევრი წელია).

შედეგიც არ აყოვნებს: მომატებული კილოგრამები, რომელსაც ვებრძვით… თუმცა ხშირად უშედეგოდ. მაშ ასე, სწორი კვების ძირითადი წესები, რომლებიც თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად იცის, თუმცა იკვებება საპირისპიროდ. შენ კი, თუ პროტესტის გრძნობა გაგიჩნდა – თუ შენ დაბლა ჩამოთვლილ წესთაგან არცერთს არ არღვევ, ესე იგი არასოდეს გემუქრება სიმსუქნე და მისგან გამოწვეული დაავადებები.

1) ამოიღე რაციონიდან ე.წ. “თეთრი სიკვდილი” – შაქარი და მარილი.

შაქრის კალორიები, მაღალი კონცენტრაციის გამო ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას. მარილის ჭარბი მოხმარება კი ხელს უწყობს ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის განვითარებას და თირკმელების დაავადებას.

2) ცხიმები

არსებითად ცხიმები წარმოადგენს საწვავის მარაგს, რეზერვს. თუ მარაგად იმაზე მეტი ცხიმებს მიიღებთ, ვიდრე ხარჯავთ, ზედმეტი წონაც არ დააყოვნებს.

3) ცილები

გასათვალისწინებელია მეცნიერების მოსაზრება იმის შესახებ, რომ დიეტა, ცილების, ცხიმების და ქოლესტერინის ნაკლები შემცველობით, სიცოცხლის გახანგრძლივების და გაჯანსაღების საწინდარია.

4) სასმელები

სამწუხაროდ ისეთი მაცოცხლებელი სითხის ნაცვლად, როგორიცაა ჩვეულებრივი ონკანის წყალი, ყავას, ჩაის, გაზიან თუ ალკოჰოლურ სასმელებს ვსვამთ. ვინაიდან ასეთი სასმელები კალორიებითაა გამდიდრებული და უჯრედისსაც არ შეიცავს, სისხლში მკვეთრად იცვლება შაქრის დონე და ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავის წონას.

5) წახემსება

ეს ყველაზე მავნე ჩვევაა, რაც კი 21 საუკუნემ ადამიანებს მოუტანა. მკაცრად განსაზღვრული საუზმე-სადილი-სამხარი-ვახშამის ნაცვლად, ოჯახის წევრები მიირთმევენ მაშინ, როდესაც მოშივდებათ.

ახლა ძირითადად მიღებულია “წახემსება” სამსახურში, სკოლაში, ტელევიზორის წინ. საკვების მიღების ძირითად დროებს შორის რაიმეს ჭამის ცუდი ჩვევა ხელს უშლის საჭმლის მონელებას და ტვირთავს კუჭს.

ზუსტად ამის გამო მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კუჭ-ნაწლავის ათასგვარი პრობლმებით იტანჯება. ეს პრობლემებიც ზედმეტი წონის საწინდარია.

მაგრამ ამ სიაში ხომ მოხვდა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვჭამთ, რაღა დაგვრჩენია???

დავფიქრდეთ ბოსტნეულზე, ხილზე – ჩვენთან ხომ მათი მრავალფეროვნებაა, ხოლო მრავალფეროვანი მცენარეული კვება ორგანიზმს უზრუნველყოფს აუცილებელი და საჭირო ცხიმებით, ცილებით, უჯრედისით და სხვა საჭირო ნივთიერებებით. კვება მდიდარი მცენარეული პროდუქტებით საშუალებას გვაძლევს მივირთვათ მეტი და არ გვეშინოდეს წონაში მომატების.