ვფიქრობ, გარეგნობაზე ჩატარებული ექსპერიმენტები ყველა ქალის დიდი სისუსტეა. მეც ზუსტად ასეთი ქალების რიცხვს მივეკუთვნები. ცოტათი ყოველთვის მეშინია, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მძლევს და მაინც ვაკეთებ ბევრ სისულელეს.

ასეთი ექსპერიმენტების რიგში არის თმის ქიმიურად დახვევა, დრედები და მოკლედ, ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ამ სტატიაში იმ ურყოფით დეტალებ გამოვყოფ, რაც ზოგიერთ ექსპერიმენტს თან ახლავს და მინდა, მორალურად მზად იყოთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.

1. სვირინგი

სვირინგები არსებობს სხვადასხვა ტიპის:

  • სამედიცინო
  • კოსმეტიკური
  • ხალხური ხერხით დატანილი
  • პროფესიონალური

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახის სვირინგს დაიტანთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ სვირინგის გაკეთების შემდეგ მზეზე დიდი ხანი გაჩერება არ შეიძლება, რუჯზე საუბარიც ზედმეტია.

სვირინგის გაკეთება უმტკივნეულო თითქმის არასოდეს არის, მის გაკეთებამდე კი დალევა და გამაყუჩებლის მიღება არ შეიძლება. ამასთანავე, რამდენიმე წელიწადში ერთხელ სვირინგს აუცილებლად დასჭირდება საღებავის გადატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად იგივე შეგრძნებები გექნებათ, რაც სვირინგის პირველად გაკეთებისას.

სვირინგი

2. დრედები

არ დაიჯეროთ თუ ვინმე გეტყვით, რომ დრედების მოვლა არ არის აუცილებელი. არც ის დაიჯეროთ, რომ დრედებს არ იბანენ ან ის, რომ ძალიან კომფორტულია.

დრედებს მოვლა სჭირდება, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ჩვეულებრივ თმას. შესწორება, გალამაზება და გაბლანდვა – ვერ აგიღწერთ, რამდენი დრო უნდა ამას. ამასთანავე უნდა დაემშვიდობოთ ჩვეულებრივ შამპუნებსა და ბალზამებს, თმის ნიღბებს და თმის მოვლის სხვა საშუალებებს.

დრედები მძიმეა და დასველების შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელად შრება. ჩვეულებრივ თმაზე ბევრად მალე იკიდებს სუნს, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი რჩება.

მათი გაკეთება საკმაოდ მტკივნეულია, ფრიად ძვირი სიამოვნებაა და ძალიან დიდი დრო მიაქვს (10 საათი და მეტი).

377322

3. ქიმიური დახვევა

იმის გარდა, რომ მინიმუმ 1 თვე დახვევამდე თმა არ უნდა შეიღებოთ და არაფერი ქიმიური არ მიაკაროთ, არსებობს ქიმიურად დახვევის შემდგომი უსიამოვნო მომენტებიც.

დასახვევი წამლის ზემოქმედების შემდეგ თმას სჭირდება დამატენიანებელი, ბალზამი, ნიღაბი, სპეციალური შამპუნი და ძალიან სერიოზული მოვლა.

დახვევის შემდეგ ბოლოები გაყოფას იწყებს, რაც არც ისე მალე, თუმცა აუცილებლად ხდება. ბოლოების გაყოფის წინააღმდეგ არსებობს სხვადასხვა დამატენიანებლები და ამასთანავე ეს ბოლოები თვეში ერთხელ უნდა მოიჭრათ.

უნდა დაივიწყოთ თმის უთოების და ცხელი ბიგუდების შესახებ, ეს ხელსაწყოები დახვეულ თმას აშრობს და კიდევ უფრო ცუდ დღეში აგდებს, ისევე როგორც თმის ლაკი და სხვა საშუალებები ალკოჰოლის შემცველობით.

s1_64236_894

4. პერმანენტული მაკიაჟი

ნუ გარდა იმისა, რომ ტკივილის ატანა მოგიწევთ, პროცედურა სახის არეში (ანუ ყველაზე მგრძნობიარე და მტკივნეულ ადგილას) ტარდება, არსებობს კიდევ უამრავი მინუსი.

პირველ რიგში, ასეთი მაკიაჟის გაკეთებიდან მინიმუმ 1 თვე რუჯი უნდა დაივიწყოთ. თუმცა ამის შემდეგაც არაა რეკომენდებული მზეზე დიდი ხნის გატარება (აქ სოლარიუმიც იგულისხმება).

შესაძლოა დროთა განმავლობაში თქვენი მაკიაჟი არათანაბრად გაუფერულდეს, გამოვა რომ ცალ თვალზე უფრო მკვეთრად გისვიათ “ფანქარი” ვიდრე მეორეზე.

კიდევ, არსებობს საშიშროება, რომ საღებავი, რომელიც სახეზე გაქვთ დატანილი, რეაქციაში შევა სხვადასხვა თავის მოვლის და ჰიგიენურ საშუალებებთან და ერთ დღესაც თქვენი ალისფერი ტუჩები გახდება იასამნისფერი, ან – ლურჯი.

ამასთანავე თუ ვიზაჟისტმა სწორად ვერ შეგირჩიათ სტილი, მოგიწევთ არც ისე კარგად გამოიყურებოდეთ 3-დან 5 წლამდე პერიოდის განმავლობაში.

1295945290_160863418_1-

ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები დიდად ვერ შეგაშინებდათ, უბრალოდ მეტად მომზადებული იქნებით შემდეგი ექსპერიმენტისთვის და გირჩევთ არც გადაიფიქროთ. უბრალოდ მანამდე მოიძიეთ ყველანაირი ინფორმაცია და კარგად გაერკვიეთ, რას უნდა ელოდოთ ექსპერიმენტისგან.