ზაფხულში ბევრი შენობის გარეთ ვარჯიშს ანიჭებს უპირატესობას. გარეთ ვარჯიშს გარდა დადებითი მხარეებისა, თავისი რისკებიც აქვს, მაგალითად: დეჰიდრატაციის, მზის დამწვრობის მიღების, გადახურების და ა.შ. გთავაზობ რჩევებს ამ რისკების შესამცირებლად:

1. შეამოწმე ამინდის პროგნოზი

ნახე დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დაბალი ტემპერატურა: ეს შესაძლოა იყოს დილა ან საღამო, ამიტომაც ვარჯიშის გრაფიკის გადახედვა მოგიწევს, რათა სიცხეში ვარჯიშს აარიდო თავი.

2. თავი აარიდე გადახურებას

აუცილებელია გეცვას მსუბუქი, ჰაერის ადვილად გამტარი ტანსაცმელი. ცხელი მზისგან დასაცავად უნდა გეხუროს ქუდი.

სახლიდან გამოსვლამდე მიიღე ცივი შხაპი. ვარჯიშისას თან იქონიე წყალი: გაგრილების მიზნით რომ შეისხა. ივარჯიშე ჩრდილიან, ტყიან ადგილებში.

3. …და დეჰიდრატაციას

შეანელე ვარჯიშის ტემპი: ზაფხულში ადამიანი უფრო მეტ სითხეს კარგავს სიცხის გამო, ასევე, მაღალი ტემპერატურა იწვევს გულის ცემის გახშირებას. ივარჯიშე ნაკლები ინტენსივობით ან გაზარდე შესვენებათა რიცხვი, რათა თავი აარიდო გადახურებას.

სვი წყალი მთელი დღის განმავლობაში, ყოველ 15-20 წუთში და არა მარტო ვარჯიშის წინ ან შემდეგ: ეს დაგეხმარება თავი აარიდო დეჰიდრატაციას.

exhausted-runner-summer

გირჩევ თავი შეიკავო შემდეგი ქმედებებისგან:

ცხელი ყავის დალევა სირბილის წინ:

კოფეინი შარდმდენია, ამიტომ ის ზრდის დეჰიდრატაციის საფრთხეს. უმჯობესია, კოფეინის შემცველ სასმელს ცივი წყალი არჩიო.

ზედმეტად მჭიდრო ან თავისუფალი ტანსაცმლის ტარება:

ეს ზრდის კანის გახეხვისა და აქერცვლის შანსს. ყურადღება მიაქციე ტანსაცმლის ნაკერებს: ისინი უხეში არ უნდა იყოს.

ვარჯიში გარეთ

შავი ტანსაცმლის ტარება:

შესაძლოა ასეთი ფერის ტანისამოსი უფრო გამხდარს გაჩენდეს, მაგრამ ის მზის სხივებისა და მაღალი ტემპერატურის მოზიდვის საშუალებაა. ამიტომ მზიან ამინდში სასურველია, ნათელ ფერებში იყო გამოწყობილი.

წყლის დალევის დავიწყება:

წყალში ცურვაც კი, თუ არ მიიღებ წყალს, არ გიხსნის დეჰიდრატაციისგან. ცურვის დროს ადამიანი ვერ ამჩნევს რამდენ წყალს კარგავს მისი სხეული ოფლის სახით. ხშირად ასეთი აქტივობის დროს ადამიანს ავიწყდება წყლის დალევა. უნდა გახსოვდეს, რომ აუცილებელია დაკარგული სითხის მარაგის ანაზღაურება.

ვარჯიში ზაფხულს

ვარჯიში მაისურის გარეშე:

ასეთ დროს საკუთარ თავს მზის დამწვრობის მიღების მაღალი საფრთხის წინაშე აყენებ. ტანსაცმელი ასევე გეხმარება არ გადაახურო სხეული. მაგრამ თუ მაინც ვარჯიშს მაინც “ტოპლეს” გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს სხეულზე მზისგან დამცავი კრემის დატანა.