Home თავის მოვლა

ალბათ, შეგიმჩნევია, რომ მთელი დღის დაუღალავი მუშაობის შემდეგ შენი შემართება სადღაც ქრება და დუნდები. ზოგჯერ დილით ადგომისას თავს ისე გრძნობ, თითქოს საერთოდ არ დაგიძინია და ყველაფრისთვის მზად ხარ, რომ თბილ საწოლს დაუბრუნდე და სულ ცოტა ხანს დაივიწყო სამსახურის და სხვა მოვალეობების არსებობის შესახებ შენს ცხოვრებაში. ენერგიის ნაკლებობა ზოგჯერ ყველას გვაწუხებს, თუმცა მინდა განუგეშო: მე გასწავლი რამდენიმე მარტივ ხერხს იმისთვის, რომ შესაბამისი განწყობა შეიქმნა და მხნედ შეუდგე საქმეს.

1. დაუკაკუნე თიმუსს

166

თიმუსი მოთავსებულია გულმკერდის არეში, ლავიწის ძვლებს ქვემოთ, ცენტრში (მისი ადგილმდებარეობის სანახავად იხ. სურათი). როდესაც მასზე რამდენჯერმე მიიდებ ხელს, იწყება ტ-უჯრედების გამოყოფა. ეს სისხლის თეთრი ფერის უჯრედებია, ე.წ. ტ-ლიმფოციტები, რომლებიც უჯრედის იმუნური მედიატორები არიან. ისინი ძალას საგრძნობლივ გმატებენ და შველიან სტრესს – რაც, საერთო ჯამში აისახება სასიცხოცლო ენერგიაზე.

2. მიეფიცხე მზეს

2

ალბათ, არავისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მზის სხივების ნაკლებობა იწვევს სტრესს. გადი გარეთ და მიეფიცხე მზეს ასე, 15-20 წუთით მაინც.

3. მიირთვი მწვანე ჩაი

3

თუ ყავა შენი მუდმივი და ერთადერთი გამოსავალია ენერგიის მოსამატებლად, შეცვალე ჭიქა მწვანე ჩაით. ის კოფეინის მცირე რაოდენობას შეიცავს და ისიც დამტკიცებული ფაქტია, რომ EGCG, რომელიც ამ მცენარის ერთ-ერთი აქტიური კომპონენტია, წონის დაკლებაშიც გეხმარება.

4. წამოდექი

4

ადექი ამ წამსვე, მოაცილე თვალი კომპიუტერს. როდესაც დიდხანს უმოძრაოდ ზიხარ, სისხლძარღვები მჭიდროვდებიან, სისხლი ორგანიზმს ისეთი სიხშირით აღარ მიეწოდება, რაც იწვევს გადაღლას, განურჩევლად იმისა ღამით კარგად გამოიძინე, თუ ვერა. ასე, რომ, რამდენიმე წუთით ადგომა თავიდან “ქოქავს” გულსა და კუნთებს. დააკვირდი, დაჯდომისას უფრო მეტად პროდუქტიული იქნები. კარგი იქნება, თუ ამას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გაიმეორებ.

5. მოუწყვე ტვინს მინი შვებულება

5

შემდეგ ჯერზე, როდესაც სამუშაო მაგიდასთან გადაღლას იგრძნობ, ეცადე უფრო ხშირად დაახამხამო თვალები. კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას, კომპიუტერთან ჯდომისას თუ ნებისმიერ სიტუაციაში წუთში 10-20-ჯერ დაახამხამე თვალები. წარმოიდგინე, რომ ყოველი დახამხამებისას ტვინს მინი-შვებულებას უწყობ.

6. მოიკითხე მეგობრები, რომლებიც ენერგიულობით გამოირჩევიან

6

ეცადე, ისეთ ხალხთან გქონდეს ურთიერთობა, რომლებიც მოტივაციას გაძლევენ. თუ დაკვირვებიხარ, როდესაც ასეთ ადამიანებთან გაქვს ინტერაქცია, ისინი თავიანთ პოზიტიურ ენერგიას გადმოგცემენ და შესაბამისად, შენი სასიცოცხლო ძალებიც იზრდება, მაგრამ ერიდე ენერგიულ ვამპირებს.

7. ღრმად ისუნთქე

7

სწორად ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვასაც ცოდნა უნდა. სწორი სუნთქვის დროს შენი ენერგია, გარდა იმისა, რომ იზოგება, იზრდება კიდეც. გასწორდი და დახუჭე თვალები, ყურადღება სუნთქვაზე გადაიტანე. ნელ-ნელა ჩაისუნთქე – 6 წამის მანძილზე აავსე ფილტვები ჟანგბადით, დაითვალე სამამდე და ამავდროულად დაჭიმე ყველა კუნთი, ამოისუნთქე (ამოსუნთქვისასაც ექვსამდე დათვალე) და მოადუნე კუნთები. გაიმეორე რამდენჯერმე.

8. დაჯექი გამართულად

8

პოზის შეცვლა მომენტალურად მოგანიჭებს ენერგიას. აუცილებლად უნდა დაჯდე გამართულად, რათა სისხლმა ორგანიზმში შეუფერხებლად იმოძრაოს და ტვინს დროულად მიაწოდოს ჟანგბადი. გარდა ამისა, მოხრილი ჯდომა გაუცნობიერებლად ბევრ ენერგიას გვახარჯვინებს, რამდენადაც კუნთებს უწევთ იმ სამუშაოს შესრულება, რასაც ძვლებიც გააკეთებდნენ, რომ არა ჯდომის ჩვეული არასწორი პოზა.

9. შეჭამე ვაშლი

9

შოკოლადი (რომელიც ბევრ შაქარს შეიცავს) მაცდურად გიყურებს, მაგრამ იცოდე, მაღალი შაქრის შემცველობის მქონე საკვების მიღება საბოლოო ჯამში შენს გადაღლაზე უარეს შედეგს იქონიებს. ხშირად მიირთვი ვაშლი. გარდა იმისა, რომ ის ენერგიას შეგმატებს, ცე ვიტამინს, ანტიოქსიდანტებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს და დაასტაბილურებს სისხლში შაქრის შემცველობას.

10. დალიე წყალი

10

დაღლილობის ყველაზე ხშირი მიზეზი დეჰიდრატაციაა. რატომ? თუ შენი სხეული საჭირო ოდენობით სითხეს არ იღებს, სხეულსა და გულს უფრო დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა, რათა უჯრედებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდოს.

11. მოუსიმინე მუსიკას

11

ქუჩაში იქნები, სახლში თუ სამსახურში, მოირგე ყურსასმენები და მოუსმინე საყვარელ მუსიკას. არაფერი დაშავდება, თუ აჰყვები კიდეც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკის მოსმენა ხელს უწყობს პოზიტიურ აზროვნებას, რაც დაგეხმარება სტრესის თავიდან აცილებაში, რომელიც, როგორც იცი, ენერგიის პირველი მტერია.

12. განმარტოვდი

12

იპოვე წყნარი, მშვიდი ადგილი და ეცადე ამ სტატიიდან რამდენიმე პუქტი ერთდოულად შეასრულო: მაგალითად, მოუსიმინო მუსიკას, დახუჭო თვალები, ისუნთქო ღრმად, დალიო წყალი და/ან დააყოლო ვაშლი.

13. ჩაიცვი წითელი

13

როდესაც დილით ისეთ ხასიათზე იღვიძებ, რომ ყველაფერი გეზარება, გარეთ ამინდიც ისეთია – მთელი დღის საწოლში გატარებას რომ გიხდის სანატრელად, გამოეწყვე მხიარულ ფერებში. კვლევებმა აჩვენეს, რომ ფერებს, განსაკუთრებით კი წითელს, შეუძლია ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური გავლენა მოახდინოს შენს განწყობაზე.

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?