Home თავის მოვლა

არ არის აუცილებელი სალონში სიარული იმისათვის, რომ ლამაზი და კრეატიული მანიკური გქონდეს. საკმარისია მოინდომო, სახლში მოძებნო რამდენიმე ინსტრუმენტი დაშედეგით თავადაც გაოცებული დარჩები.

იმისთვის, რომ საინტერესო და განსხვავებული მანიკურის გაკეთება შეძლო დაგჭირდება:

  • წებოვანი ლენტი
  • სხვადასხვა ზომის, მრგვალთავიანი ქინძისთავები
  • თმის სარჭი (bobby pin)
  • ბაქტეროიციდული ლეიკოპლასტი (ნახვრეტებით)
  • გიპიურის ნაჭერი
  • თვალის ლაინერი (რაც შეიძლება თხელი ფუნჯით)

შეაგროვე ეს ყველაფერი და გააგრძელე კითხვა.

კრეატიული ფრანგული მანიკური

გიპიურის ნაჭერი ძალიან უხდება ფრანგულ მანიკურს. შესრულება მარტივია: კარგად გამშრალ საბაზისო ფენაზე მჭიდროდ გადაიკარი ნაჭერი სასურველი ორნამენტით და ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის დახმარებით დაიტანე ზედა ფერი, დაელოდე რამდენიმე წამს და გიპიური მოხსენი.

h1

Polka Dots

თუ polka Dots-ის გასაკეთებლად საჭირო ხელსაწყოები არ გაქვს, გამოიყენე ლეიკოპლასტი.

ერთჯერად ლეიკოპლასტს მოაჭერი ნახვრეტებიანი მხარე და კარგად გამშრალ საბაზისო ფენაზე დაიკარი. დარწმუნდი, რომ ლეიკოპლასტი სრულად მიეკრო ფრჩხილს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანე ზემოდან ახალი ლაქის თხელი ფენა. დაელოდემეორე ფენის შეშრობას და მხოლოდ ამის შემდეგ აიძრე ტრაფარეტი ფრჩხილიდან.

h3

ომბრე

ომბრეს გაკეთება ღრუბლის გარეშეც შესაძლებელია. ფრჩხილის ძირებსა და ბოლოებში დიდი ზომის წვეთები დასვი, შემდეგ კი ფუნჯის საშუალებით არათანაბრად გადაიყვანე ცენტრისკენ.

H5

არაპროპორციული Polka Dots

არაპროპორციული polka dots-ის გასაკეთებლად თმის სარჭი შეგიძლია გამოიყენო. დააწვეთე ლაქი პრიალა ზედაპირზე, ჩააწე თმის სარჭის (bobby pin) მრგვალი ბოლო და ფრჩხილზე სხვადასხვა ძალით დაიტანე.

H7

ორნამენტები ლაინერის გამოყენებით

საბაზისო ფენაზე თვალის ლაინერით შეგიძლია სხვადასხვა ორნამენტი თუ ნაწერი გაიკეთო. დაელოდე ლაინერის სრულ გაშრობას და ფრთხილად გადაისვა დამცავი ფენა. ეს დიზაინი დიდხანს არ გაგყვება, თუმცა ერთი საღამოსთვის კრეატიული მანიკურის გასაკეთებლად ეს მეთოდი იდეალურია.

H9

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
2 კომენტარი to this post
  1. ერთი პირიოდი ძალიან მომწონდა კოპლები, ეხლა რატომღაც თავი დავანებე :)))

შენ რას იტყვი?