Home თავის მოვლა

easyorganicskincare_1_thumb

გსურს უფრო ნაზი და უპრობლემო სახის კანი გქონდეს? სცადე ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღბები, მათი დამზადება საკმაოდ მარტივია და სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამასთან, გარდა იმისა, რომ შინ დამზადებული ნიღბები უფრო ნატურალურია და ხშირად უფრო ეფექტურიც, ასევე ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დროს შეგიძლია მათი გამოყენება.

კენკრა და იოგურტი

20004007_2857
ამ ნიღბისთვის მარწყვი და ჟოლო იდეალურია, თუმცა ნებისმიერი კენკრა გამოდგება. ზოგადად, კენკრა კანს ასუფთავებს, შესაბამისად შეგიძლია სკრაბის დანიშნულებით გამოიყენო, იოგურტი კი სახის კანს მბზინვარებას მატებს. შეურიე დაჭყლეტილი კენკრა და იოგურტი ერთმანეთს და წაისვი სახეზე. გაიჩერე რამდენიმე წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანე.

ბანანი

20004117_4095

ბანანის ნიღაბი დაატენიანებს და დაარბილებს კანს. დაჭყლიტე ბანანი ისე, რომ მიიღო ფაფისებრი მასა, წაისვი სახეზე და გაიჩერე 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანე ცივი წყლით.

ვაშლის ძმარი

20004854_3672

ეს ანტიასაკობრივი ნიღაბი აბალანსებს სახის კანს. სუნი ალბათ არ მოგეწონება, თუმცა ეფექტი გაგაოცებს. შეურიე ვაშლის ძმარი და წყალი პროპორციით 1:1, დაასველე ნაჭერი მიღებულ სითხეში და დაიდე სახეზე ისე, რომ სუნთქვა არ გაგიჭირდეს. გაიჩერე რამდენიმე წუთით, აცადე შეშრობა, არ ჩამოიბანო.

რძე

20004924_9277

თუ გინდა შენი კანი სიჯანსაღით ბრწყინავდეს, სცადე რძის ნიღაბი. სიმარტივისთვის გამოიყენე რძის ფხვნილი. შეურიე წყალი ისე, რომ მიიღო ფაფისებრი მასა, წაისვი სახეზე და გაიჩერე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ნიღაბი მოიშორე თბილ წყალში დასველებული ნაჭრით.

შვრია და თაფლი

20005408_2539

შვრია ერთ-ერთი საუკეთესო გამწმენდია. ეს ნიღაბი გაასუფთავებს, დააწყნარებს და დაიცავს სახის კანს. დააბლენდერე მშრალი მარცვლები, სანამ ფხვნილს არ მიიღებ. დაამატე ცოტა თაფლი, კვერცხის ცილა და 1 კოვზი იოგურტი. წაისვი სახეზე წრიული მოძრაობით. გაიჩერე 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით.

სახლის პირობებში სახის მოვლის დამატებითი რჩევებისთვის შეგიძლია გადახედო ჩვენს სტატიებს. ჩვენ გასწავლით როგორ გამოიყენო ყურძენი, შვრია, თაფლი, სხვა ადვილად მოსაპოვებელი ინგრედიენტები სახის კანის გასაჯანსაღებლად და როგორ მოუარო კანს ზამთარში.

წარმატებებს გისურვებთ!

7 კომენტარი to this post
    • თუ ადამიანმა იცის, რომ ალერგიულია რომელიმე ხილზე და პროდუქტზე, მაგალითად თაფლზე, იმის არც ნიღაბი უნდა გაიკეთოს და არც საკვებად მიიღის, კანის ტიპის მიუხედავად. მარტივი ჭეშმარიტებაა :)

შენ რას იტყვი?