Home თავის მოვლა

დუკანის დიეტა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული დიეტაა, მისი უპირატესობა ის არის, რომ წონის კლება ხდება ბუნებრივად, სწრაფად და ეფექტურად. დიეტაში ასევე გათვალისწინებულია შენარჩუნების ფაზა. ასე, რომ არ გიწევს მუდმივად დიეტაზე ყოფნა.

ეს დიეტა შექმნა ფრანგმა ექიმმა, პიერ დუკანმა. ამბობენ, სწორედ კვების ამ რეჟიმის წყალობით რჩებიან ფრანგი ქალები საოცარ ფორმაში ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე.

ახლა კი ვნახოთ რა გვჭირდება იმისათვის, რომ ფორმაში ჩავდგეთ:

ნაბიჯი 1: შეტევის ფაზა

პირველი ნაბიჯი მენიუდან ნახშირწყლების სრული ამოღებაა.

უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი პროტეინი – კვერცხი, თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები. დუკანი ამბობს, რომ ეს ძალიან მარტივია, იმიტომ რომ პროტეინი გვანაყრებს და შიმშილის გრძნობა აღარ გვაწუხებს. ეს ფაზა 2–დან 7 დღემდე გრძელდება (დამოკიდებულია რამდენი კილოგრამის დაკლება გსურთ).

ნაბიჯი 2: მგზავრობის ფაზა

ამ ეტაპზე პროტეინები ნაწილობრივ უნდა ჩავანაცვლოთ მწვანე ბოსტნეულით.

არჩევანი თქვენზეა, მიირთვით რომელი ბოსტნეულიც გინდათ და რა რაოდენობითაც გინდათ. მაგრამ აუცილებლად მიიღეთ პროტეინებიც. ამ ფაზაზე იმდენ ხანს გაჩერდით რომ სასურველ წონას მიაღწიოთ.

ნაბიჯი 3: შენარჩუნების ფაზა

ამ ეტაპზე კვების მენიუში ამატებთ პურს, ერთ პორცია ხილს და ყველს. კვირაში ორჯერ კი თქვენ შეგიძლიათ სადღესასწაულო სადილი მოაწყოთ და ნახშირწყლები მიიღოთ. ამ ეტაპზე რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაჩერდეთ, რათა ორგანიზმი შეეგუოს დაკარგულ კილოგრამებს და არ დაიწყოს სწრაფი მატება.

ნაბიჯი 4: მუდმივი სტაბილიზაცია

უბრუნდებით ჩვეულებრივი კვების რეჟიმს, არანაირი შეზღუდვა კვებაში. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, კვირაში ერთი დღე უბრუნდებით შეტევის ფაზას და მიირთმევთ მხოლოდ პროტეინებს – კვერცხი, ხორცი, თევზი და ა. შ.

 

პ.ს. სტატიაში დუკანის დიეტის შემოკლებული და არასრული ვერსიაა მოყვანილი. იმისათვის, რომ დიეტა სწორად დაიცვათ და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ, გირჩევთ შეიძინოთ პიერ დუკანის წიგნი, სადაც ამომწურავ ინფორმაციას გაიგებთ ამ დიეტის შესახებ.

41 კომენტარი to this post
  1. "ეს დიეტა შექმნა ფრანგმა ექიმმა, პიერ დუკანმა. ამბობენ, სწორედ კვების ამ რეჟიმის წყალობით რჩებიან ფრანგი ქალები საოცარ ფორმაში ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე." – ამაში ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ხანს ვიყავი საფრანგეთში იმისთვის რომ მათი ცხოვრების წესი გამეცნო. ფრანგები ფორმას იმიტომ ინარჩუნებენ რომ სპორტულებიც არიან, ზომიერად ჭამენ (მაგრამ ყველაფერს) და იციან ჯანმრთელი კვების რეჟიმი :)

    რაც არ უნდა გამხდარი იყო სპორტი აუცილებელია, არამარტო სასურველი ტანისთვის, ასევე სტრესის და დეპრესიის განდევნისთვის.

  2. gamomicdia… shetevis faza gavakete 3 dge. am 3dgis mere game imdenad cudad gavxdi, rom imis shemdeg arc ki micdia am dietis dacva. saertod albat gagigiat, rom mxolod cilebze yofna tirkmelebistvis dzlieri stresoria da 3-4 dgeze metxans ar sheidzleba

  3. მაინტერესებს რაღაც კონკრეტულად :) პირველ ფაზაში თუ არის განსაზღვრული ხორცეულის რაოდენობა დღის განმავლობაში? რამდენის მირთმევა შეგვიძლია

  4. სტატია ძალიან არასრულყოფილია, რამაც შეიძლება ცუდი შედეგები მოიტანოს მათთვის, ვინც გადაწყვეტს ამ დიეტის დაცვას. ჯობია, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ სწორად გადმოთარგმნას, მთუმეტეს როცა ასე თუ ისე ხალხი გენდობათ :)))

    • თანაც, დუკანის დიეტის მთავარი იარაღი შვრიის ქატოა, რომლის რაოდენობასაც ეტაპების მიხედვით მუდმივად ცვლის :) უფრო მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტატიებს ;)

    • მადლობა შენიშვნისთვის. სტატიას ბოლოში ჩავამატეთ რჩევა იმის შესახებ, რომ თუ ამ დიეტის დაცვას მოისურვებენ, უმჯობესია წიგნი შეიძინონ.

  5. me megona sruli versia shemogvtavazet da ese ra azri aqvs ubralod gavige rom arsebobs es dieta dzalian damainteresa magram echvi mepareba am wignis shedzena shevdzlo vfiqrob tu werdit jobda dietis shesaxeb informacia srulyopili yopiliyo :)

  6. ეს დიეტა დაიცვა ჩემმა შვილმა და ნამდვილად მიაღწია სასურველ შედეგს, მხოლოდ ერთს დავამატებ, პარალელურად ფიზიკური ვარჯიში, ცურვა

  7. მარტო ეგ შენიშვნა ბოლოში, ვფიქრობ, არ კმარა. მართალი დაწერა ხალხმა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტატიებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. თქვენი საიტის იმიჯზე მოქმედებს, სხვა თუ არაფერი :)

    მე მაგალითად ხორცს, კვერცხს, თევზს თითქმის ისედაც არ ვჭამ და წონის დაკლებისთვის მათი გაძლიერებულად მიღება არამგონია მიზანშეწონილი იყოს. ან დიეტაა გაუმართავი, ან სტატია :)

  8. aranairi dieta gogoebo ubralod ikvebet sworad , miirtvit yvelaperi, bostneuli xili, moxarshuli saqonlis xorci, moxarshuli kvercxi, comis da tkvileulis gareshe da kvirashi 3 -5 kg mde daiklebt garda magisa sanam daviwyebt chamas 3 wutit adre 1 chiqa wyals davlevt, shemdgom sachmeli da 6 saatis shemdeg mxolod xili isic vashli da portoxali. daiviwyet stresebi da ar inerviulot ubralod ikvebet sworet da gixarodet cxovreba mshvenieriaaaa
    dizaineri da yopili modeli MARISALI

  9. gamarjobat.me vicav dukanis dietas ukve 5 dgea da 4 kilo davikeli.gabruebuli da gagizianebuli namdvilad var radgan arc xorci miyvars da arc tevzi da izulebit vtam cota cotas.shedegi vfiqrob zalian kargia da vnaxot boloshi.tu gadavrchi gamovchndebi da getyvit rogor da ramdeni kilo var.:))))))

  10. gamarjobat ver mivxvdi es pirveli paza ras nishnavs,anu pirveli 7 dge mxolod xorci unda mivigo meore 7 dge bostneuli da xorci??da ase shemdeg???ert videoshi iyo rom yoveldge unda daumatot bostneuli mere puri da aseshemdeg da iqneb kargad gamarkviot

  11. გამარჯობათ,,, ოორი დღეა დავიწყე დუკაის დიატა… თავს შესანიშნავად ვგრძნობ… მსუბუქად და ხალისიანად :)…ვარ 50 წლის, სიმაგლე 167… 74 კილო… მაქსიმუმ 10 კილოს დაკლება მინდა… 6 ზეც თანახმა ვარ…:)… ერთი რამ მაინტერესებს მხოლოდ… 2 ლიტრი წყალი უნდა მივიგოთ გასაგებია და მინერალური თუ შეიძლება მითხარით ვინმემ… მადლობა…

  12. მომწონს ეს დიეტა.მკაცრად არ ვიცავ, მაგრამ 6 დღეში 2 კილო დავიკლი , თან შიმშილის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს.წყალს და შვრიას აქტიურად ვიყენებ.წარმატებები ყველას☺

  13. Jer dukanis testi unda gaaketot da gaigebt koveli paza ramdeni dge unda aketo!!! Da aseve ra unda jamo , da ra unda dalio!!! Aucileblad 20 cuti scrapi nabijit iaro da kovel dge 2 supris kovzi qato jamo!!!!

  14. პროტეინებთან(ცილა)სიფრთხილეა საჭირო,მნიშვნელოვანია ექიმის ჩარევა და სწორად განსაზღვრა სწორი კვების+ფიზიკური აქტივობა და იდეალური შედეგია

  15. daviwke es dieta pirvel pazashi var mexute dgea momwons dzalian mainteresebs vapireb rva dge gavaketo radgan chemi wona 120 kilogramia pirveli pazis shemdeg tu sheidleba rom shvidgiani kibe gavaketo da mere gadavide meore pazashi momweret pasuxi

შენ რას იტყვი?