წონის დაკლებაში მხოლოდ სასმელი და სითხე ვერ გვეხმარება, ასევე აუცილებელია საკვების და კალორიების კონტროლი,  თუმცა რადგანაც სითხის მიღება აუცილებელია ჯობია თუ სასარგებლო პროდუქტს მოვიხმართ.

დიეტისა და ჯამრთელი კვების დროს აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი ისეთ სასმელებს როგორიცა: გაზიანი, ტკბილი გამაგრილებელი საშუალებები და მაღალი ცხიმიანობის რძე .

წყალი

მიუხედავად მრავალი აკრძალვებისა, არსებობს სასრგებლო სასმელები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის და მათი სწორად მიღება გვეხმარება წონის კონტროლსა და კლებაში.

წყალი

ადამიანის ორგანიზმის 60 % შედგება წყლისაგან, ის არ არის კალორიული და საციცხლო მნიშვნელობის სასმელია. ყოველი კვების წინ კარგი იქნება თუ ერთ ჭიქა წყალს დალევთ.

სადილობისა და ვახშმის წინ მიღებული წყალი დაგეხმარებათ საჭმლის პორციების შემცირებასა და გადამეტებული საკვების მიღების თავიდან აცილებაში. თუ თვლით რომ მაინც ზედმეტ საკვებს მიირთმევთ, ჭამის დროს კიდევ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ.

რძე

რძე დიდი რაოდენობით კალციუმსა და კარბოჰიდრატებს შეიცავს რაც მეტაბოლიზმისათვის აუცილებელია, შედეგად კი შესაძლებელია წონის კონტროლი.

დაბალი ცხიმიანობის რძე არეგულირებს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავებასა და მის დონეს, რაც ასევე დადებითად აისახება წონასა თუ მის კორექციაზე.

1200- 1300 მლ  რძე ყოველდღიურად – დაგეხმარებათ წონის კონტროლსა და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში (ეცადეთ გამოიყენოთ ცხიმიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონდე პროდუქტი)

პროტეინის კოქტეილები

პროტეინის შემცველი სასმელები შეიძლება კონკრეტული კვების/წახემსების ჩამნაცვლებლადაც კი მოვიაზროთ.

დაბალკალორიული რძე

მართალია პროტეინის კოქტეილების სასმელების ხშირი გამოყენება არაა რეკომენდებული წონის კლების დროს, მაგრამ ნაცადი ხერხია რომ კვირაში ორჯერ შეგიძლიათ სადილი ჩაანაცვლოთ ასეთი სახის სასმელით, რაც გაზრდის დიეტისა და კვების კონტროლის შედეგებს.