Game of Thrones-ის მეოთზე სეზონიც დასრულდა. მომავალი წლის გაზაფხულამდე ფანებს მოცდა მოგვიწევს, თუმცა იქამდე, შეგიძლია ვესტეროსელი ქალბატონების ვარცხნილობები მოსინჯო და საუკეთესოები შენი ცხოვრების სტილის ნაწილიც გახადო.
1. შაი
შაის ნაწნავის გვირგვინი საუკეთესოა შენი ყოველდღიურობისთვის – მარტივია და ლამაზი. დააწყვილე ორი ნაწნავი და შენ მზად ხარ ნებისმიერი ღონისძიებისთვის.
2. სერსი ლანისტერი
დედოფლის სავიზიტო ბარათი მისი გრძელი ტალღები და რამდენიმე ნაწნავია გვირგვინთან. ამ ტუტორიალით ზედმეტი ჩარევების გარეშე შეძლებ გაიკეთო სერსისეული ვარცხნილობა.
3. დაენერის ტარგარიანი
დედოფალს სჭირდება ვარცხნილობა, რომელიც მის სიძლიერეზე მიუთითებს. ისევე, როგორც – შენ.
4. სანსა სტარკი
სანსას ორმაგი ფრანგული ნაწნავი ასევე, შესანიშნავია ყოველდღიური ცხოვრებისათვის და საკმაოდ მარტივი და სწრაფია გასაკეთებლად.
5. მელისანდრე
“წითელ მოძღვარს” უყვარს ვარცხნილობათა ცვლა, ჩვენც ასე მიკერძოებულად შევარჩიეთ წინამდებარე ვარიანტი.
6. კეტლინ სტარკი
ლამაზი და პრაქტიკული – ისეთი, როგორც მეოჯახე ქალს შეჰფერის.
7. იგრიტი
“შენ არაფერი იცი, ჯონ სნოუ”. ჩვენ ის ვიცით, რომ იგრიტის ვარცხნილობა ძალიან მოგვწონს.
8. ხალისი
ის ვერასდროს გაიკეთებდა ამ ვარცხნილობას, მოახლეები რომ არ ჰყოლოდა. შენ შეიძლება, მასავით იღბლიანი არ აღმოჩნდე დამხმარეების თვალსაზრისით, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია სთხოვო დახმარება მეგობარს.
9. სერსი
დედოფალი ქორწილებში ამგვარი ვარცხნილობით დადის. ერთი შეხედვით ზედმეტად რთულ ნაკეთობას ამარტივებს თმის საჭერი ბაფთა/ლენტი.
10. მარჯერი ტაირელი
ჩვენ გვიყვარს მარჯერის კეთილი ზრახვებისა და ჭკვიანური სვლების კომბინაცია. ამასთან, მისი კაბები საუკეთესოა. ნებისმიერ ზურგამოღებულ კაბას დაამშვენებს ამ ორჯერ დაქვრივებული ქალბატონის ვარცხნილობა.
ნაწნავის რომელი სტილი მოგწონს ყველაზე მეტად?

kargia
რავი აბა ძნელია
ise rame martivi araa