Home თავის მოვლა

ბიკინის სეზონი გახსნილია და ჩვენც გვინდა მაქსიმალურად კარგად გამოვიყურებოდეთ!

ცელულიტი მოდელებისთვისაც არ არის უცხო და ისინი ხშირად იყენებენ სკრაბებს მის საწინააღმდეგოდ.

გთავაზობთ ანტიცელულიტურ სკრაბს ყავისგან, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი აქვს და რაც მთავარია საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია სახლის პირობებში.

მოსამზადებლად დაგჭირდება:

  • 1 ჭიქა მსხვილად დაფქული ყავა
  • 6 ს.კ. ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი
  • 3 ს.კ. შაქარი ან ზღვის მარილი
  • სუფთა ქილა
  • ტანის ჯაგრისი

54a764701fcca_-_elle-01-diy-coffee-scrub-blog-lgn

დამზადების და გამოყენების წესი:

აურიე მშრალი ინგრედიენტები ქილაში, დაუმატე ზეთი. თუ ქოქოსის ზეთს იყენებ გაადნე მიკროტალღულ ღუმელში და შემდეგ დაუმატე. კარგად აურიე და სკრაბი მზადაა!

სკრაბის გამოყენებამდე ძალიან კარგია თუ მშრალ სხეულს ჯაგრისით, წრიული მოძრაობით დაიმუშავებ, ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

54a7648cd3068_-_elle-07-diy-coffee-scrub-blog-lgn

შხაპის ქვეშ ყოფნისას დაიმუშავე ცელულიტიანი ადგილები სკრაბით დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე.

შეგიძლია გაიმეორო შხაპის ყოველი მიღებისას.

არ დაგავიწყდეს გაგვიზიარო შედეგი!

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?