წარმოგიდგენთ დიეტებს, რომლებიც 2012 წელს ყველაზე ხშირად იძებნებოდა Google-ში.

1. მაიკლ ფელპსის დიეტა

michael-phelps

ამერიკელი მოცურავის, ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდსმენი მაიკლ ფელპსის დიეტა განსაკუთრებულია. ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას მოცურავე ყოველდღიურად დაახლოებით 12 000 კალორიას იღებდა. საუზმეზე მიირთმევდა 3 ერბო-კვერცხს, ომლეტს, ერთ ჯამ ბურღულს, ფრანგულ ტოსტსა და სამ ბლინს. ლანჩსა და სადილზე ყოველ კერძთან მაკარონს იღებდა, მთლიან პიცასთანაც კი. ამასთან საჭმელს ენერგეტიკულ სასმელებს აყოლებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფელპსის დიეტა ძალიან მარტივია: ჭამე ის, რაც გინდა. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეკორდსმენი მიღებულ კალორიებს მთლიანად წვავდა ყოველდღიური ხუთ საათიანი ვარჯიშით.

თუ არ ხართ დაკავებული სპორტით (დღეში მინიმუმ 5 საათი), არ წვავთ ყოველდღიურად 10 ათას კალორიას, ეს დიეტა არ გამოგადგებათ.

2. Beyond Diet

beyond diet

ეს არის დიეტა, რომელიც დაფუძნებულია დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკვების, რომელიც არ იწვევს სისხლში შაქრის მომატებას. გამოირიცხება გლუტენის (ცილა წებოვანა) შემცველი საკვების მიღება. დიეტის ერთ-ერთი ავტორი დიეტოლოგი იზაბელ დე ლოს რიოსი გვირჩევს შევწყვიტოთ კალორიების დათვლა და ვიკვებოთ ჯანსაღად. რეკომენდებულია ხილი, ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული, კვერცხი, ნედლი თხილი. უფრო დაწვრილებით იზაბელ დე ლოს რიოსის რჩევებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

დიეტა მოიცავს ონლაინ საზოგადოების წევრობას, რომელიც გვაწვდის საჭირო რეცეპტებს, საყიდლების სიას, კითხვებზე პასუხის სექციას.

3. ჟოლოს კეტონის დიეტა

raspberry ketone

კეტონი (keton) კარბოლის ჯგუფის СO-ს შემცველი ორგანული ნივთიერებაა, ჟოლოს კეტონი – ჟოლოს არომატის შემადგენელი ნაერთი. ამ დიეტის პოპულარობამ ბაზარზე ჟოლოს კეტონის შემცველ აბებზე დიდი მოთხოვნა გამოიწვია. ექიმი მეჰმეთ ოზის რწმუნებით, ჟოლოს კეტონი ცხიმის დაწვის შესანიშნავი საშუალებაა. ამის მტკიცებად მას მოყავს იაპონიასა და კორეაში ჩატარებული კვლევები ცხოველებზე. თუმცა, ექსპერტების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს დიეტის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.

4. PINK დიეტა

(Power, intensity, nutrition, kardio  – ძალა, ინტენსივობა, კვება, კარდიო)

pink method

ექიმი ფილის მიერ რეკლამირებული დიეტა ეფუძნება ჯანსაღი საკვების (ხილი, ბოსტნეული, ნახშირწყლები) მიღებასა და მკაცრ ვარჯიშს. ამ მეთოდში შედის dvd სპეციალური ვარჯიშებით, რომლებსაც ვარდისფერ ტანსაცმელში (pink) ჩაცმული ქალები ასრულებენ.

5. ადრიანა ლიმას დიეტა

Adriana Lima VS March 2012-3

Victoria’s Secret-ის მოდელი ადრიანა ლიმა ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია. მშობიარობის შემდეგ მან წონაში მოიმატა და მისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევა მომატებული კილოგრამების დაკლება გახდა. ვარსკვლავმა ეს ბავშვის გაჩინიდან ექვს კვირაში მოახერხა. ადრიანამ მიმართა დიეტოლოგს, რომელიც რეგულარულად უზომავდა კუნთებისა და ცხიმის მასას. ის ძალიან ბევრ წყალს სვამდა.

შოუმდე ცხრა დღით ადრე მოდელი უარს ამბობს მყარი საკვების მიღებაზე და მხოლოდ პროტეინის კოქტეილებს სვამს. 12 საათით ადრე კი წყლის მიღებასაც წყვეტს. ადრიანა ყოველდღე  ორ საათზე მეტს ვარჯიშს უთმობს.

6. მირანდა კერის დიეტა

miranda kerr

მოდელი მირანდა კერის პრინციპი საკვების მიღებისას შემდეგია “80/20”: 80% ჯანსაღი საკვები, 20% შეიძლება არაჯანსაღიც იყოს. ის ასევე იცავს ექიმ დ’ადამოს სისხლის ჯგუფებზე დამყარებულ დიეტას. ამ დიეტის თანახმად სხვადასხვა სისხლის ჯგუფის ადამიანებმა სხვადასხვა პროდუქტები უნდა მიიღონ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის ჯგუფზე დაფუძნებული დიეტის ეფექტურობა ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის.

7. გასახდომი აბები  NV

Carmen

ამ აბებს მოიხმარენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კარმენ ელექტრა და ჰოლი მედისონი. აბები შეიცავენ მცენარეს, რომელიც აქვეითებს მადას და ასევე მწვანე ჩაის ექსტრაქტს, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს. მიუხედავად NV აბების პოპულარობისა, მათი ეფექტურობის დამადასტურებელი მეცნიერული კვლევები ცოტაა და თითქმის ყველა მათგანი ჩატარებულია ცხოველებზე. კვლევები ადამიანებზე ამ აბების მოქმედების შესახებ არ გამოქვეყნებულა.  ამასთან ერთად ტაბლეტები მოქმედებს ჯანსაღ დიეტასა და ვარჯიშთან კომბინაციაში. ამიტომ, თუ აბების მოხმარებისას მართლაც დაიკლებთ წონაში, ძნელი იქნება იმის მტკიცება, რეალურად რამ გამოიწვია ეს – დიეტამ და ვარჯიშმა თუ აბებმა?

8. მკვებავი მილის დიეტა (Feeding Tube Diet)

feeding tube
დიეტა უფრო მეტად პოპულარულია მომავალ პატარძლებს შორის, რადგან ეს არის გახდომის ძალიან სწრაფი მეთოდი. გახდომის მსურველ პაციენტს ცხვირში უდგამენ მილს, რომლითაც  მიეწოდება პროტეინი: დღეში 800 კალორია. დიეტა მკაცრად ზღუდავს მიღებული კალორიების რაოდენობას. ამან შესაძლოა დააზიანოს კუნთები.

9. წვენის დიეტა (Juicing Diet)

juicing
ეს დიეტა, ისევე როგორც სხვა მრავალი, მოიცავს ხილ-ბოსტნეულისა და ნატურალური წვენების მიღებას. მაგრამ დიეტის დასრულებისთანავე ძალიან ადვილია დაკლებული კილოგრამების მომატება. ასევე არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივად დაცვა.

10. მარისა მილერის დიეტა

marisa_miller5

მარისა მილერის დიეტა ძალიან მარტივ პრინციპს ეფუძნება: ის ჭამს თითქმის ყველაფერს, მაგრამ მცირე რაოდენობით. თუმცა, უმეტესწილად, მისი საკვები ხილ-ბოსტნეულისა და მარცვლეულობისგან შედგება. გარდა ვარჯიშისა, მოდელი დაკავებულია ბოქსით.

როგორც მარისა ამბობს: ვარჯიში არაა ფუფუნება, ის უბრალოდ საჭიროა.