უშლის თუ არა გახდომას ხელს  ალკოჰოლი? ამ კითხვასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ალკოჰოლური სასმელი ვერ გახდება წონაში მატების მიზეზი. ამის მაგალითად ალკოჰოლიკები მოჰყავთ ხოლმე, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ უჩივიან ზედმეტ წონას.

სინამდვილეში ალკოჰოლს შეუძლია იყოს წონაში მატების როგორც ხელის შემწყობი, ასევე ხელის შემშლელი ფაქტორი. წონაში კლების შანსი მატულობს მაშინ, როცა სპიტრიან სასმელებს დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან დიდი რაოდენობით სვამთ. ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება იწვევს საჭმლის გადამამუშავებელ ორგანოთა დაზიანებას, რის შედეგადაც სხეული ვეღარ ითვისებს სასარგებლო ნივთიერებებს. შედეგად ხდება წონაში კლება.

როგორ უწყობს ხელს სპირტიანი სასმელი წონაში მატებას?

ალკოჰოლი = დამატებითი კალორიები + მომატებული მადა + საჭმლის მონელების სისტემის გაუარესება

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ალკოჰოლური სასმელი შეიცავს კალორიებს.

ალკოჰოლური სასმელი
რაოდენობა
კალორიები
ლუდი ნახევარი ლიტრი 184
ვისკი
100 მლ
220
ჯინი
100 მლ 220
წითელი ღვინო
100 მლ
70
რომი
100 მლ
220
თეთრი ღვინო (მშრალი) 100 მლ 65
შამპანური 100 მლ 126
მარტინი
100 მლ
175

გარდა ამისა, ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე – სხეულის მიერ ის როგორც ტოქსინი აღიქმება, ამიტომ მის გადამუშავებას უფრო დიდი დრო ჭირდება. სპიტრიანი სასმელის დალევისას სხვა ნივთიერებების გადამუშავება, როგორიცაა ცხიმები, ნახშირწყლები, რთულდება. ამ ნივთიერებებით მიღებული კალორიები კი სხეულში ცხიმის სახით ინახება.

სპირტიანი სასმელი აღვიძებს მადას. ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და ჭამს იმაზე მეტს, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში. ამიტომ დიეტის დროს ხშირ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელის მიღება.

champagne

რა უნდა გვახსოვდეს ალკოჰოლის დალევის წინ

იმისთვის, რომ სასმელმა არ ავნოს თქვენს ჯანმრთელობას და წონაზეც ნაკლებად აისახოს:

  • არ დალიოთ მშიერ კუჭზე;
  • დალევისას მისაყოლებლად აირჩიეთ ჯასაღი საკვები. მაგ.: ჩიფსებს ბუტერბროდი ამჯობინეთ;
  • დალიეთ მცირე ყლუპებით.