Home თავის მოვლა

თუ არ გინდა, რომ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ჩაყვითლებული და ნადებით დაფარული კბილები გქონდეს, ზედმიწევნით კარგად უნდა დაიცვა ჰიგიენა. პირველი რაც დაგჭირდება, კბილის ჯაგრისის გამოცვლაა – აფთიაქებში და მაღაზიებში შეგიძლია სპეციალურად ბრეკეტებიანი კბილებისთვის განკუთვნილი ჯაგრისი შეიძინო (რომლის გამოცვლა 4-5 თვეში ერთხელაა რეკომენდებული). გარდა ამისა, დაგჭირდება კბილთაშორისი ჯაგრისი და ფლოსი. რეკომენდებულია სავლების გამოყენება, შენს ორთოდონტთან შეთანხმებით შეგიძლია ესეც წააშველო შენი კბილების ჰიგიენას. ამ ნივთების ტარება ყველგან თან მოგიწევს, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მათგანის. წინააღმდეგ შემთხვევაში ან სახლის გარდა სხვაგან ჭამაზე მოგიწევს უარის თქმა ან ბრეკეტების მოხნის შემდეგ ჯანსაღ კბილებზე.

after braces

კბილის პასტას რაც შეეხება – ბრეკეტების ტარებისას შესაძლოა მოგემატოს კბილების მგრძნობელობა, ასეთ შემთხვევაში დაგჭირდება პასტა მგრძნობიარე კბილებისთვის. ასევე კბილების გაძლიერებისთვის კარგია ფტორით მდიდარი პასტის გამოყენება.

კბილების სწორად გაწმენდა

ბრეკეტების შედეგად კბილებზე ნადების დადებისა და გაფუჭების შიში ყოველთვის მქონდა, ამიტომ ბრეკეტების გაკეთებიდან პირველი კვირის განმავლობაში ყოველი ლუკმის მერე საგულდაგულოდ ვისუფთავებდი კბილებს – ბოლოს ამდენი გახეხვისგან ღრძილები ამტკივდა. კბილების გახეხვის პროცედურა შემდეგნაირი იყო:

  1. პირის წყლით გამოვლება.
  2. cleaning braces 2კბილების დიდი ჯაგრისით გახეხვა: ჯაგრისის მოსმით ბრეკეტების ზემოთ, შემდეგ ბრეკეტების ქვემოთ, და უშუალოდ ბრეკეტების გაყოლებაზე (ეს ეტაპი მოიცავს კბილების ზედა და უკანა მხარის გახეხვას).
  3. cleaning braces 3ამ ეტაპზე კბილთაშორისი ჯაგრისი გამოდის ასპარეზზე – ჯაგრისით ხდება კბილთაშორისი სივრცეებისა და ბრეკეტების გარშემო ადგილების გასუფთავება. კბილთაშორისი ჯაგრისის დიამეტრის სიგრძე 0.4 მმ-დან 1.5 მმ-მდეა და ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, კბილთაშორისი სივრცისა და კბილების ზომიდან გამომდინარე – ზედმეტად დიდი ღრძილების გაღიზიანებას გამოიწვევს, ზედმეტად პატარა – ნაკლებად ეფექტიანი იქნება.
  4. cleaning braces 4კბილებს შორის ადგილების ფლოსით გასუფთავება. ბოლო ეტაპზე შეგიძლია სავლებით გამოივლო პირი. გარდა ამისა არსებობს დამატებითი “ხელსაწყოები”, რომლებიც გაგიმარტივებს გაწმენდის პროცესს, მაგ: ფლოსის “პიკები” (floss picks), ასევე კარგი რამეა ირიგატორი, რომელიც მე პირადად არ გამომიყენებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან მოსახერხებელია.

თვალსაჩინოებისთვის ამ ვიდეოს უყურე:

ღრძილების ატკივების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ისტერიული გასუფთავების “სტილი” შემეცვალა – კბილებს ყველა პროცედურის დაცვით დღეში ორჯერ: დილასა და საღამოს ვიხეხავდი. დღის განმავლობაში კი ნებისმიერი საკვების მირთმევის შემდეგ კბილთაშორის ჯაგრისს, კბილების ჩხირებსა და ფლოსს ვიყენებდი.

ბრეკეტების ტარებისას, როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, დიეტის დაცვაა საჭირო: აკრძალულია ყველაფერი, რაც არ არის ფხვიერი/ფაფისებრი და საჭიროებს ჩაკბეჩას. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა ბრეკეტის მოძრობა გამოიწვიოს. თუ მოგძვრა და გადაგეყლაპა – საშიში არაფერია. რამდენჯერმე მეც დამემართა ასეთი რამ.

პირველი რამდენიმე დღე იმდენად არაკომფორტულად ვგრძობდი ჭამისას თავს, რომ მხოლოდ სახლში ვჭამდი. ყველაფერს პატარა ნაჭრებად ვანაკუწებდი და ყოველი ლუკმის მერე სარკეში ვიყურებოდი, საჭმლის რამე ნარჩენი ხომ არ მქონდა ბრეკეტებში. კლინიკაში გამაფრთხილეს, რომ მათ ერთ კვირაში შევეჩვეოდი. მაგრამ ნურას უკაცრავად! ამისთვის თვეები დამჭირდა. ამიტომ წინასწარ არ შეიქმნა განწყობა, რომ “სულ ცოტაც და ბრეკეტები შეუმჩნეველი გახდება”. შეჩვევის დრო ინდივიდუალურია.

მომავალ პოსტამდე შეგიძლიათ გადახედოთ ძველ პოსტებს.

1 კომენტარი to this post
  1. 1 კვირის წიგ გავიკეთე და მაწუხებს, ღამით მტკივდება კბილები და ნორმალურად ვერც ვჭამ. იმედია დროებითია, დამაიმედეთ :დდდ

შენ რას იტყვი?