Home თავის მოვლა

დალიე მეტი წყალი

დაატენიანე კანი შიგნიდან. თბილ ამინდში ჩვენ როგორც წესი, ბევრ წყალს ვსვამთ, იმიტომ რომ გვცხელა და ვიოფლებით. ზამთარში კანი  შრება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროსაც მივიღოთ წყალი, რომელიც ოთახის ტემპერატურის ან უფრო თბილი იქნება. თუ ხვდები, რომ შენი ორგანიზმი ძალიან გამომშრალია, შეგიძლია მინერალური წყალი დალიო, ბორჯომი, ლიკანი, ან ის, რომელიც გიყვარს.  თუ დალევა გავიწყდება,  ბოთლი აავსე წყლით და იქ დადგი, სადაც დღის მანძილზე ყველაზე მეტ დროს ატარებ. თუმცა მინერალურ წყალს ისევ ჩვეულებრივი, მტკნარი წყალი ჯობია.

თუ წყლის გემო არ მოგწონს, ერთ ლიტრ წყალში ერთი ცალი ლიმონი ჩააწურე და პიტნის რამდენიმე ფოთოლი ჩააგდე, ეს წყალს პიკანტურ გემოს მისცემს.

water

დაიცავი მარილების ბალანსი

როგორც ზემოთ ვთქვით, მარილის ბალანსი ორგანიზმში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც კარგი იქნება, თუ მარილზე უარს არ იტყვი. მაგრამ თუ ისედაც ძალიან  მლაშე საკვებს იღებ (მაგალითად სალიამს, ნახევარფაბრიკატ სუპებს), ამან შეიძლება დეჰიდრაციაც გამოიწვიოს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადე გონივრულად მოიხმარო მარილი.

შეამცირე კოფეინის რაოდენობა

ჩაიში და ყავაში შემავალი კოფეინი, რომელიც ყოველ დილას ასე კარგად გვაფხიზლებს, ბუნებრივი შარდმდენია და კანის გამოშრობას უწყობს ხელს. ჩაანაცვლე ნატურალური ყავა და ჩაი ბალახების ჩაით ან უბრალო წყლით და იგრძნობ, როგორ უმჯობესდება კანის მდგომარეობა.

herbal_tea_teapot

მოერიდე ნავთობპროდუქტებს

არ გამოიყენო დამატენიანებელი კრემები, რომლებშიც ნავთობპროდუქტები შედის. მინერალური ზეთი და ვაზელინი კანს თხელ ფენად ეკვრის და ფარავს, მაგრამ სინამდვილეში არ ატენიანებს, მეტიც, ხელს უშლის კანის მიერ საკუთარი ცხიმების გამომუშავებას.

მოერიდე იმ საპნების გამოყენებას, რომლების სულფატებს შეიცავს

დაბანისას შენი კანი უნდა გასუფთავდეს, მაგრამ მას  ბუნებრივი დამცავი ცხიმების ფენა არ უნდა მოშორდეს. სულფატები, რომელთა საშუალებითაც ზოგიერთი საპონი და შხაპის გელი ქაფდება, კანიდან ბუნებრივ ცხიმებსაც აშორებენ.

იმის მიხვედრა, შეიცავს თუ არა შენი დასაბანი საშუალება სუფლატებს, ძალიან მარტივია:  შხაპის მიღების ან სახის დაბანის შემდეგ თუ კანი გამოგიშრება და დაგეჭიმება. თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ხაზი, რომელიც სულფატებს არ შეიცავს, Nourish-ია, რომელიც ამაზონზეც იყიდება და შედარებით ხელმისაწვდომია.

oil

გამოიყენე ზეთები

ნატურალურ ცხიმზე დამზადებული დამატენიანებლები შენს კანს არ გააცხიმიანებს. ის ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ამასთან არ უშლის ხელს ბუნებრივი ცხიმის წარმოქმნას. ჟოჟობას ზეთი შემადგენლობით ყველაზე ახლოს დგას ჩვენი კანის მიერ გამომუშავებულ ბუნებრივ ცხიმებთან. ასევე კარგი ეფექტი აქვს ქოქოსის და კუნჟუტის ზეთს, შეას და ქოქოსის კარაქს. თუ მართლა ძალიან ცხიმიანი კანი არ გაქვს, ზამთარში ყველა ტიპის კანს მოუხდება ცოტაოდენი ზეთის წასმა. უკეთესია, ეს ცხელი შხაპის მიღების შემდეგ გააკეთო, ასე ზეთი უკეთ შეიწოვება.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?