Home თავის მოვლა

ყელისა და დეკოლტეს კანი ქალის ნატურასავით პრეტენზიული გახლავთ; როგორც კი ყურადღება მოაკლდებათ, შედეგიც მაშინვე სახეზეა: წვრილი ნაოჭები, დრო და გადაღლილობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შენს სილამაზეს…

როგორ მოიქცე? თუ გინდა, შენი დეკოლტე მუდამ მიზიდველად გამოიყურებოდეს და ყელის კანსაც ხანგრძლივად გაუგრძელდეს ახალგაზრდობა, ეს სტატია სწორედ შენთვისაა.

მთავარი შეცდომა ისაა, რომ ქალები ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ სხეულის ამ ნაწილებს, არადა პროცედურები, რომლებსაც სახის კანისთვისა და თმისთვის ვიყენებთ, ყელსა და დეკოლტესაც ესაჭიროება. თანაც ეს პროცესი სასარგებლოსთან ერთად ფრიად სასიამოვნოც კია.

მაშ ასე:

ვვარჯიშობთ

dekolte-i-sheja
როგორ? სულ მარტივად: ვიმართებით მხრებში, ვსწორდებით და თავს ვწევთ მაღლა. გოგონებო, დროა დაბლა ყურებას თავი დავანებოთ და ღრუბლებიც შევათვალიეროთ. რისთვისაა მაღლა ყურება საჭიროო, ალბათ იკითხავ. რისთვის და, ამ დროს კანქვეშა კისრის კუნტებს ვავარჯიშებთ, რომლებიც როგორც წესი, უმოქმედოა რადგანაც ბევრ ჩვენგანს ჩვევად აქვს თავდახრილი სიარული. ეცადე ეს დაივიწყო! თავი მაღლა, ცხვირი ზევით და წინ! ოღონდ, არა გზის სავალ ნაწილზე.

ვატენიანებთ

уход-за-зоной-декольте1

დილით, შხაპის მიღებისას, ფრთხილად, წრიული მოძრაობებით გაიკეთე მასაჟი ყელსა და დეკოლტეს კანზე. ქვემოდან ზემოთ მიმართულებით გამოიყენე კონტრასტული შხაპი და შემდეგ დაიტანე მკვებავი საცხი იგივე მიმართულებით.  საცხი ჯერ  ხელის გულებზე დაიდე, წრიული მოძრაობით აურიე, თითებზე გადაინაწილე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანე ყელსა და დეკოლტეზე. საცხი უნდა წაისვა სახლიდან გასვლის წინ მინიმუმ 30 წუთით ადრე!

ასევე,  გაითვალისიწნე, რომ კონტრასტული შხაპის პროცედურის ჩატარებას თავისი წესები აქვს და ერთბაშად მისი დაწყება უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო.

საცხის წასმის შემდეგ მარტივი პროცედურა გრჩება: ხელის მტევნის ზურგითა და თითებით ფრთხილი დარტყმებით დაამასაჟე ყელის, დეკოლტეს და, განსაკუთრებით, ღაბაბის ნაწილი. შეგიძლია, თითებიც მოიშველიო.

კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რომ უმჯობესია, ყელი და დეკოლტე არ გავიმშრალოთ და კანს თავად მივცეთ საშუალება, გაშრეს. თუ საჩქაროდ გიწევს სახლიდან გასვლა, რბილი და ნაზი პირსახოცი შეარჩიე. ამისგან განსხვავებით, კისრის ნაწილი აუცილებლად უნდა გამშრალდეს.

კარგი იქნება, პროცედურებს ძილის წინაც თუ გაიმეორებ.

ვკვებავთ

1353261102_dekolte-3
შინ დამზადებული ლოსიონები მართლაც საუკეთესო საშუალებაა ყელისა და დეკოლტეს კანისთვის. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ნიღაბი, რომელიც დაგეხმარება, კანი მუდმივად ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

არაჟნის ნიღაბი

ცხიმიან არაჟანს (რაც მეტი ექნება ცხიმიანობის პროცენტი, მით უკეთესი) დაუმატე 1 კვერცხის გული, 1 ცალი ახალი კიტრის წვენი, 1 ჩაის კოვზი არაყი და ნახევარი ლიმონის წვენი. ლოსიონის დამზადება კიტრის გარეშეც შეიძლება. დამზადებული მასა შეინახე მაცივარში რამდენიმე დღე თავდახურულ ქილაში და შემდეგ დაიტანე ყელისა და დეკოლტეს კანზე.

ეს ნიღაბი არა მარტო კვებავს, ასევე ათეთრებს კანს და ყავისფერი ლაქებისაგან გვიცავს.

ლიმონის და კვერცხის ცილის ნიღაბი

პერიოდულად შეგიძლია, გაიკეთო ეს ნიღაბიც: 1 კვერცხის ცილას აურიე 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ლიმნის წვენი და ყელსა და კისერზე ყინულის კუბებით მასაჟის შემდეგ დაიტანე კანზე. გაიჩერე 15-20 წუთი, ცივი წყლით ჩამოიბანე და დამარბილებელი საცხი წაისვი.

პიტნის ნიღაბი

დეკოლტეს კანის გასაახალგაზრდავებლად და მისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად სცადე შემდეგი ნიღაბი: 2 ჩაის კოვზი ხმელი პიტნა ადუღე 2 წუთის განმავლობაში 0.5 ლ წყალში. ნახარშს დაამატე ხილის ძმარი და გააცივე. შემდეგ დაუმატე 2 სუფრის კოვზი ვარდის წყალი. ამ ლოსიონით შეგიძლია, გაიწმინდო დეკოლტეს ზონა, მხრები და ზურგის ზედა ნაწილი დილას და საღამოს. ლოსიონი უნდა შეინახო მუქ ქილაში ან ბოთლში.

ნიღბები ელასტიურობისათვის

დეკოლტეს კანის ელასტიურობის აღდგენისათვის ნიღბები საკმაოდ მარტივია. აურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და ამდენივე მკვებავი საცხი, დაიტანე კანზე და გაიჩერე 20 წუთს. შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით და ცივითაც გაიწმინდე.

ან უფრო მარტივად, დეკოლტეზე, მხრებსა და ყელზე დაიტანე არაჟანი, კეფირი ან მჟავე რძე, ჩამოიბანე 15 წუთში თბილი წყლით და შემდეგ ცივითაც გაიწმინდე.

მასაჟი

dekolte
გარდა შხაპის, კრემებისა და ნიღბებისა, მასაჟიც აუცილებელია. თუ ყოველდღიურად ვერ ახერხებ, 2 დღეში ერთხელ მაინც უნდა დაუთმო საკუთარ თავს რამდენიმე წუთი.

– დადექი სწორად, გაასწორე მხრები და ხელის გულები დაიდე ყელზე. რბილი, არამკვეთრი მოძრაობით, დაწოლის გარეშე დაიზილეთ ყელი და კისერი ცენტრიდან  სხვადასხვა მიმართულებით. პროცედურა საკმაოდ მარტივია და სამსაურში შესვენების დროსაც კი შეგიძლია, ჩაიტარო.

-კისერზე დაიდე ხელის გულები და თმის ძირებიდან ხერხემლამდე დაამასაჟე კანი.

-დახარე თავი და საჩვენებელი და შუა თითი დაადე ხერხემალზე მეშვიდე მალასთან ჩაღრმავებას. მას ადვილად მოძებნი, როცა თავი დახრილი გაქვს, პატარა შემაღლება იქმნება სწორედ იქ, სადაც კისერი ზურგში გადადის. გაიკეთე მასაჟი წრიული მოძრაობებით საათის ისრის და საწინააღმდეგო მიმართულებით. მასაჟი ცოტა ქვევით, შემდეგ მალაზეც შეგიძლია, გაიმეორო.

-გაავსე პატარა სათბურა ან პოლიეთილენის პარკი წყლით, გაყინე და ყინული კისრის მასაჟისთვის გამოიყენე. მოძრაობები უნდა იყოს წრიული, ქვემოდან ზემოთ. კისერი გაიწმინდე რბილი ქაღალდის ხელსახოცით.

გამოიყენე ჩვენი რჩევები და შენს დეკოლტესა და ყელის კანს არაფერი დაემუქრება. ნიღბებს თუ გამოცდი, აუცილებლად მოგვწერე.

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?