იმაზე, რომ ფრჩხილები სტილის ნაწილია, ვფიქრობ, უკვე შევთანხმდით.

ამ სტატიაში იმ ხელსაწყოების შესახებ მოგიყვები, რომლის დახმარებითაც შენი ფრჩხილები აბსოლუტურად უნიკალურ იერს შეიძენს და ყოველდღე განსხვავებულ შთაბეჭდილებას მოახდენს გარშემომყოფებზე.

ნივთების შესაძენად დააკლიკე ფოტოებს.

პირველ რიგში, მინდა გაგაცნო მანიკურის ჯოხები. ეს არის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შეძლებ გაიკეთო “polka dots” სტილის მანიკური სხვადასხვა ზომის და ფერის კოპლებით. ამასთანავე, ჯოხებით შესაძლებელია მარტივი ყვავილების დახატვაც.

5-color-nail-art-dotting-painting-pen-5

თუ დიზაინის კიდევ უფრო გართულებას გადაწყვეტ, კიდევ ერთ ხელსაწყოს შემოგთავაზებ – ფრჩხილის წებოვანი ლენტები. მათი დახმარებით შეგიძლია დაიხატო ჭადრაკის დაფისმაგვარი ორნამენტი, ან სულაც სხვადასხვა სტილის ზოლები გაიკეთო ფრჩხილებზე. მოსახმარად ძალიან მარტივია, თუმცა მიჩვევა მაინც სჭირდება.

520251297_092

აქვე, ერთ პატარა ეშმაკობას გასწავლი: როცა ლაქი შემთხვევით კანზე გადაგივა, მეორე ხელის ფრჩხილით რომ არ მოიშორო, გამოიყენე სპეციალური ხის ჯოხები.

დამრეცი ზედაპირი ზუსტად სრიალებს ფრჩხილის გარშემო ისე, რომ კანზე გადასული ლაქი მოაშოროს მანიკურის დაზიანების გარეშე. შეგიძლია იგივე ინსტრუმენტი ნუნების დასამალადაც გამოიყენო.

შემდეგი ნაბიჯი მანიკურისთვის განსაკუთრებული იერის მისაცემად გახლავს – თვლები. დიახ, ყოველ ჯერზე შეგიძლია ჩაცმულობის შესაფერისი თვლები დაიწებო ფრჩხილებზე და ეს შენს მთლიან სტილს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს. მოხმარება ძალიან მარტივია: პინცეტით იღებ და სველ ლაქზე აწებებ, შეგიძლია, ზემოდან უფერო ლაქიც გადაისვა.

rhinestone-nail-art

და ბოლო და ყველაზე რთული ინსტრუმენტი – ფრჩხილებზე დასაკრავი სპეციალური რეზინის ფორმები. ეს ფორმები დამზადებულია ძალიან დრეკადი, თუმცა ამავდროულად, მკვრივი მასალისგან. ფიმო დეკორები უნდა დაიჭრას ძალიან თხლად და ფრთხილად დაწებდეს ფრჩხილზე.

თუ ახალბედა ხარ, გირჩევ, უკვე დაჭრილი ფიმო დეკორები შეიძინო, ეს ბევრად გაგიადვილებს ფრჩხილებზე მათ მორგებას.

fimo-slices

და ბოლოს, გიზიარებ პინცეტების კომპლექტს, რომლის დახმარებითაც შეგიძლია ეს ყველაფერი ფრჩხილზე დაიმაგრო.

დამიჯერე, თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებ, რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ შეძლებ შედეგის მიღწევას და ბონუსად, კომპლიმენტებიც არ მოგაკლდება.