09_studioline copy

იმაზე, რომ ფრჩხილები სტილის ნაწილია და შესაძლებელია სხვადასხვა ხერხით მათი გალამაზება და გამრავალფეროვნება, უკვე გესაუბრეთ.

ამ სტატიაში იმ ხელსაწყოებს დავამატებ, რომლებიც აქამდე არ მიხსენებია, თუმცა აუცილებელია მრავალფეროვანი და ელეგანტური მანიკურისთვის.

თუ რომელიმე პროდუქტი მოგეწონება, თამამად დააწკაპუნე ფოტოზე და ზუსტად იქ მოხვდები, სადაც რამდენიმე წამში შეძლებ ამ ხელსაწყოს უპრობლემოდ შეძენას.

პირველ რიგში, შეგახსენებ, რომ აუცილებელია ლაქის სწორად შერჩევა, როგორც საბაზისო ისე დამასრულებელი ფენისათვის, დანარჩენი კი გემოვნების და მონდომების ამბავია.

ახლა მოდურია სხვადასხვა ფორმის და ფერის მბრწყინავი ელემენტები მანიკურში. შეგიძლია ყოველ ჯერზე სხვადასხვა რაოდენობის და ზომის მბრწყინავი ფორმები დაიფრქვიო ფრჩხილზე.

515lTu19g9L

 

ვფიქრობთ, შემოდგომის გახალისება ძალიან ადვილად შეიძლება ასეთი სტილის მანიკურით, თანაც არ დაგავიწყდეს სეზონის მოდური ტენდენციების გადამოწმებაც.

შემდეგი გაფორმება ე.წ. Caviar (ქევიარ) არტია. წვრილი, ფერადი ბურთულები მანიკურს მართლაც ძალიან უცნაურ იერს სძენს, თანაც ნებისმიერი ფერის ტანსაცმელს შეგიძლია შეუხამო. მართალია, მხოლოდ 2 დღე ჩერდება ფრხჩხილზე, მაგრამ იმდენად ორიგინალურია, რომ წვალებად ღირს.

51SaATWQoyL

მანიკურის მრავალფეროვნებისთვის არსებობს კიდევ ერთი და ყველაზე მარტივად მოსახმარი საშუალება. ესაა ფრჩხილის „სტიკერები“. სხვადასხვა ფორმისა და ზომის წებვადი ნახატები აბსოლუტურად მშრალ ლაქზეც შეგიძლია დაიწებო და არც დამასრულებელი ფენის გადასმას საჭიროებს. ასე რომ, მობეზრებული ფერი, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა ატარებ, უცებ გადახალისდება რაღაც ახალში.

91EotKViW4L._SL1500_

ბოლო დროს ასე ტრენდული მეტალის სტიკერებიც არსებობს:

61CfaKrTISL

და ბოლოს, თუ იმდენად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში, რომ შეგიძლია რთული მხატვრული ნიმუშები შექმნა ფრჩხილზე, გირჩევ ფუნჯების ძალიან კარგ სეტს. ამ ნაკრებში არის ყველა აუცილებელი და ორიგინალური ორნამენტის გამოსაყვანად საჭირო ფუნჯი. მართალია, მათ მოხმარებას დახელოვნება და ხელის შეჩვევა სჭირდება, მაგრამ გეტყვი, რომ შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს.

51AMXo6OFlL

არ დაგავიწყდეს – ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს ხელებზე უყურებს და ხშირად ზუსტად ამით აფასებს პიროვნებას, ამიტომ იქონიე ფრჩხილები აბსოლუტურ წესრიგში და გამოხატე საკუთარი თავი ორიგინალური ხერხით.