Home თავის მოვლა

ბოლო დროს სახის კანის მოვლის პროდუქტებში პოპულარული გახდა შრატი, რომელიც კრემის მსგავსად კვებავს, ატენიანებს და ვიტამინებით ამდიდრებს კანს. რა განსხვავებაა კრემსა და შრატს შორის და რომელი უფრო ეფექტურია?

არჩევანი კრემსა და შრატს შორის დამოკიდებულია შენი კანის ტიპზე, ამინდსა და გარემო პირობებზე.

კრემი უფრო მეტად უხდება მშრალი კანის მქონე ადამიანებს. ის ხელს უწყობს კანის ცხიმიანობის და ტენიანობის აღდგენას. კრემი ასევე უფრო უხდება მშრალი ჰავის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. მშრალი კანის შემთხვევაში, შრატი დამატებითი მოვლის საშუალებად შეიძლება გამოვიყენოთ კრემთან ერთად.

chanel-le-lift-serum-eye-cream_zpsf6684a19

შრატი შედარებით მსუბუქია, სითხისმაგვარი და წყლის ფუძეზეა დამზადებული. თავისი აგებულების წყალობით უფრო ადვილად და ღრმად შეიწოვება კანში. არ ტოვებს ცხიმოვან ფენას. უხდება თითქმის ყველა ტიპის კანს.

შრატი ნაკლებად შეიცავს დამცავ და კანის ზედაპირიდან წყლის აორთქლების ხელისშემშლელ ელემენტებს. შრატში კრემთან შედარებით უფრო მეტი აქტიური ინგრედიენტია, შესაბამისად მისი ფასიც მაღალია.

ცხიმიან და აკნესადმი მიდრეკილ კანზე კრემის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფორების დახშობა, რაც ხელს შეუწყობს აკნეს განვითარებას, ამიტომ ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია შრატი ზეთის გარეშე.

კრემის/შრატის შეძენისას უნდა გაითვალისწინო, რომ ორივე პროდუქტი იყოს ნატურალური და ნაკლებად შეიცავდეს ქიმიკატებს, არ იყოს შექმნილი სილიკონის ფუძეზე. სილიკონი ქმნის ბარიერს კანზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია ან კანის გაღიზიანება. ასევე თავი აარიდე ალკოჰოლის შემცველ პროდუქტებს, რაც ხელს უწყობს კანის გამოშრობას.

შენ რას იტყვი?