Home თავის მოვლა

ჩვეულებრივი სოდა ალბათ შენც გამოგიყენებია სამზარეულოში, მაგრამ თუ იცი, როგორ გამოიყენო ის, როგორც კოსმეტიკური საშუალება? თუ არა – ჩვენ გეტყვით.

1. სახის სკრაბი

შეურიე სოდა წყალს პროპორციით 3:1 და გამოიყენე როგორც სახის სკრაბი. შედეგი გაგაოცებს.

2. გაწმინდე სავარცხელი

სავარცხლიდან თმის მოცილება ძნელია, მით უმეტეს, თუ სავარცხელი მრგვალია. შეურიე სოდა და წყალი ისე, რომ მიიღო სქელი ფაფისებრი მასა. მოათავსე სავარცხელზე და ნელა გაწმინდე.

3. მოიშორე ნუნები

თუ ნუნების მოშორება გიჭირს, სოდისა და წყლისგან გააკეთე ფაფისებრი მასა. აიღე ძველი კბილის ჯაგრისი და მისი საშუალებით მსუბუქად გაიწმინდე ნუნები.

af781b7bb183

4. რბილი ფეხები

3 სუფრის კოვზი სოდა გახსენი წყალში და ჩააწყვე ფეხები წყლის გაგრილებამდე. სოდა დაარბილებს და დაამშვიდებს კანს.

5. გამონაყარი

ოდესმე გამოგიყენებია სოდა გამონაყარზე? სცადე. შეურიე სოდა ლიმნის წვენს ისე, რომ მიიღო ფაფისებრი მასა. მოათავსე გამონაყარზე, დაელოდე გაშრობას და ჩამოიბანე. სიწითლე მალე გაქრება. გაითვალისწინე, ლიმონი კანს აშრობს.

6. შავი წერტილები

სოდა არაჩვეულებრივად აცილებს შავ წერტილებს. შეურიე 1 სუფრის კოვზი სოდა და ¼ ჭიქა რძე. წაისვი სახეზე წრიული მოძრაობით და ჩამოიბანე. უკეთესი შედეგისთვის შეგიძლია პროცედურა გაიმეორო.

35 კომენტარი to this post
  1. ძალიან კარგი თუ სცადეთ და მოგეწონათ:) თქვენც თუ იცით რამე, შემოგვთავაზეთ :*

  2. პიგმენტურ ლაქებს სოდა კარგად წმენდს . ცხვირზე პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად კიდევ ძალიან ეფექტურია ჭადის ფქვილისა და კვერცხის ცილის ნაზავი ( საჭიროა კარგად ავთქვიფოთ ერთმანეთში.

  3. სოდა ძალიან კარგია სახის დასაბანათ, აბაზანის მიღების დროს თბილ წყალში გახსნილი, კბილების გასათეთრებლად, იღლიების და ფეხების არასასიამოვნო სუნისთვის. არაჩვეულებრივია უბრალოდ სამზარეულოს და აბაზანის გასაწმენდად, კლავს სუნს და მავნე ბაქტერიებს!!

  4. Dezodorants cvlis pantastiurad!shxapis shemdeg caisvit igliashi da zedmeti chamoipertxet,an gadadugebul ckalshi gaxsenit da bambit caisvit…..igliashi usiamovno suni dagavickdebat:))))

  5. შეურიე სოდა წყალს პროპორციით 3:1 es 3;1 ver gavige iqneb gasarkvevad dawerot? :) sodiani wyali aseve kargia sokos dros, ert jika wyalshi erti chais kovzi soda chayaret auriet da qvemot nawili daibanet epeqturia :)

  6. igliashi erti dro viyridi sodas da dzalian kargi shedegi mqonda arc oplianoba da arc arasasiamovno suni) magram mere laqa gamichina ert igliashi meqaveboda damiwva,,,da imis mere veridebi sodas )))) ,,shegidzliat scadot iqneb yvelaze sxvadasxvanairad moqmedebs :D

  7. მმმ ძალიან კარგი მაგრამ კბილებზე ემალს აძრობს ბევრი სოდა ამიტომ….

  8. Ukacravad da vin metyvis laqebi rogor movishoro fexebi dzalian laqiani maqvs kogom damkbina nakben8 momircha da laqebi damrcha riti sheidzleb rom mobishoro es sashineli laqebi

შენ რას იტყვი?