Home თავის მოვლა

იცოდით რომ ევროპაში ბიუსტჰალტერი გაჩნდა კორსეტებთან ბრძოლის შედეგად?

იმ კორსეტებთან, რომელიც აფუჭებდა ფიგურას და ვნებდა ჯამრთელობას.

1903 წელს ექიმმა ქალმა გოშ-სარომ ქალებს შესთავაზა განცალკევებული სახით კორსეტი, რომელიც მხოლოდ წელს დაიჭერდა და ნაკლებად დააზიანებდა მას და ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს გააჩერებდა სასურველ ფორმაზე.

მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა სიტყვა ბიუსტჰალტერის ჩანაცვლება ლიფით.

ამის შემდეგ ბიუსტჰალტერი, იგივე ლიფი (ან სულაც აზღუდი) იხვეწებოდა, იძენდა სხვადასხვა ფორმებსა და შეფერილობას, სტილს და გამოყენების სპეციფიკას.

კორსეტების ისტორია 1770-1950

ვატაროთ თუ არ ვატაროთ ბიუსტჰალტერი

ბოლო დროს ექიმები და მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად აცხადებენ იმის შესახებ, რომ ბიუსტჰალტერის ტარება დღე-ღამეში 12 საათზე მეტ ხანს ზრდის მკერდის კიბოთი დაავადების შანსებს, თუმცა არიან ისეთებიც რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ნებისმიერი არაკომფორტული ტანსაცმელი შეიძლება გახდეს იგივეს მიზეზი.

თუ ადრეულ ასაკში შეიძლება გოგონებმა უარი თქვან ლიფის ტარებაზე, შემდეგ უკვე ორსულობისა და ზრდასრულობის პერიოდში ის აუცილებელიც კია.  კვანძებისა და სხვადასხვა ძარღვების შემადგენლობა მკერდში საკმაოდ სუსტია და ისინი ადვილად წყდება ან იჭიმება, შესაბამისად მკერდი კარგავს ფორმას.

ასევე ამის გამოა რომ ვარჯიშის დროს აუცილებელია მკვრივი, სპორტული ბიუსტჰალტერის ჩაცმა , იმისათვის რომ აქტიური მოძრაობის დროს არ დაზიანდეს მკერდის დამჭერი ძარღვები.

ახლანდელი ბიუსტჰალტერები იქმნება ადამიანის სხეულის აგებულების შესაბამისად. ზუსტად ეს არის მიზეზი თუ რატომ განსხვავდება მათი შესაკრავისა და ბრეტელების სიგანე (მაგალითად) .

ექიმები გვირჩევენ რომ დიდ მკერდიანმა ქალბატონებმა აუცილებლად გამოიყენონ განიერ ბრეტელებიანი ლიფები, რათა სარძევე ჯირკვლების წონა თანაბრად გადანაწილდეს მხრებზე და არ გამოიწვიოს დაღლილობა და ტკივილი.

მე-19 საუკუნის კორსეტი (სხეულისთვის საზიანო)

სწორად არჩეული ბიუსტჰალტერი

კარგად შერჩეული ბიუსტჰალტერისაგან კანზე არ უნდა რჩებოდეს ნაჭდევები და ნაკვალევი, არ უნდა ზღუდავდეს სუნთქვასა და მოძრაობას.

იმისათვის რომ არ შეცდეთ ლიფის არჩევისას უნდა იცოდეთ თუ როგორ ხდება მათთვის ზომის მინიჭება.

ზომების ნიშნულზე პირველი ციფრი არის მკერდის ქვეშ სხეულის გარშემოწერილობა, ხოლო შემდეგ დაწერილი ასო გახლავთ ლიფის წინა ნაწილის (”ჩაშკის” ) სიღრმისა და ზომის მანიშნებელი.

გაზომვისას კარგი იქნება თუ სანტიმეტრს ოდნავ მჭიდროდ დაიჭერთ რომ უფრო ზუსტად  გაიგოთ თქვენი ზომა.

მაშ ასე თუ თქვენი მკერდქვეშა გარშემოწერილობა არის:

73 -77 см =ზომა 75
78 – 82 см = ზ. 80
83 – 87 см = ზ. 85
88 – 92 см = ზ. 90
93 – 97 см = ზ. 95
98 – 102 см = ზ. 100.
ამის შემდეგ ვზომავთ გარშემოწერილობას თვითონ მკერდის ყველაზე გამოწეულ ადგილებზე. (სხვადასხვა ფორმისა და ზომის ძუძუზე ეს შეიძლება სხვადასხვა წერტილი იყოს)
მაგალითად თუ თქვენი მკერდქვეშა გარშემოწერილობაა 80 სმ, ხოლო მკერდის გამოწეული ადგილების გაზომვისას გარშემოწერილობაა 95 სმ, მაშინ ჩვენ 95-80=15სმ. შესაბამისად გავიგეთ რომ თქვენი ”ჩაშკის” ზომა უნდა იყოს 15 რაც შეესაბამება:
10,11 cм = ზომაAA
12, 13 см = ზ. А
14, 15 см =ზ. В
16, 17 см =ზ. С
18, 19 см =ზ. D
20, 21 см =ზ. DD .
მაშ ასე მხოლოდ ამ ზომების გარკვევის შემდეგ თქვენ შესძლებთ აარჩიოთ საჭირო ზომის ბიუსტჰალტერი ისე რომ ტრავმირება არ მოახდინოთ თქვენი სარძევე ჯირკვლების.
დაიმახსოვრეთ არასოდეს ატაროთ ლიფი 12 საათზე მეტ ხანს და არ დაიძინოთ მასში.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ლიფის ყიდვისას

  1. აუცილებელია რომ ნაჭერი რომლისგანაც ის იქნება შეკერილი სუნთქავდეს, საუნის ეფექტი სარძევე ჯირკვლებს ძალიან ვნებს.
  2. ნაკერები არ უნდა იბწკინებოდეს და არ უნდა ერჭობოდეს კანში
  3. ბიუსტჰალტერი ბრეტელების გარეშე ყოველდღიური მოხმარებისათვის არ ვარგა
  4. ორსულებისათვის, მეძუძური დედებისა და სპორტსმენებისათვის სპეციალურად შექმნილი ბიუსტჰალტერები არსებობს
  5. დიდ მკერდიანი ქალებისათვის აუცილებელია განიერი შესაკრავითა და ბრეტელებით აღჭურვილი ლიფი რათა მკერდმა არ დაკარგოს ფორმა და არ ჩამეშვას ქვემოთ
  6. სწორი ზომის და ფორმის ლიფი არ უნდა იწეოდეს მაღლა, იჩაჩებოდეს ქვემოთ და არ უნდა აჩენდეს ზედმეტ ნაკეცებს.
  7. ბიუსტჰალტერი უნდა შეირჩეს ტანსაცმლის მიხედვით.

ფრანგები ამბობენ რომ შავი ლიფი შეგიძლიათ ჩაიცვათ ღია ფერის ტანსაცმელში , მაგრამ თეთრი ფერის ლიფის ჩაცმა მუქი ფერის ტანსაცმელში უგემოვნობისა და სისულელის მაჩვენებელიაო.

ბიუსტჰალტერების ტიპები

ზუსტად ამიტომ არის რომ სხვადასხვა სახის ბიუსტჰალეტრი შეიძლება მოუხდეს მხოლოდ პერანგებსა და ბლუზებს, ან მხოლოდ საღამოს კაბისათვის იყოს შესაფერისი.

არაფრით არ შეიძლება ერთი და იგივე ლიფის ჩაცმა ნებისმიერ ტანსაცმელში, რამდენად კარგადაც არ უნდა იყოს ის მორგებული თქვენს სხეულს.

სპორტული ბიუსტჰალტერი და თეთრეული სამედიცინო მახასიათებლებით

ასეეთი სახის თეთრეული ზოგჯერ ჩვეულებრივზე ოდნავ ძვირი ღირს, თუმცა ისინი შემუშავებულია სპეციალურად მათთვის ვინც აქტიურ ფიზიკურ დატვირთვებს იღებს ან რაიმე სახის პრობლემა აქვს სარძევე ჯირკვლებზე.

ამ ტიპის ბიუსტჰალტერები შექმნილია სპეციალრი ქსოვილით, რომელიც იწოვს და გარეთ გამოდენის ოფლს, ასევე სუნთქავს და ატარებს ჰაერს იმისათვის, რომ არ დაზიანდეს კანი და ჯირკვლები მკერდზე. შესაბამისად რაიმე პრობლემისა და სპეციფიური აქტივობის დროს უნდა შერჩეს განსხვავებული ლიფი.

არასოდეს გააკეთოთ ეკონომია თეთრეულის შეძენისას, ბიუსტჰალტერიც თუ მოიაზრება ამ შენაძენში მით უფრო.

არ დაგავიწყდეთ თეთრეულის მოვლის წესები, ტრუსებზე არაფერს ვიტყვი ეს ისედაც გასაგებია, აი ბიუსტჰალტერი კი კვირაში ერთხელ უნდა გარეცხოთ(სარეცხ მანქანას თუ გამოიყენებთ მაშინ აუცილებლად ყველა შესაკრავზე სრულად შეკრული შედეთ შიგნით, ისე ფორმას დაკარგავს), თუ ის ძალიან ნაზი ქსოვილისგანაა მაშინ უბრალოდ ჩაალბეთ თბილ, ფხვნილიან წყალში ერთი ღამით.

სპორტული ლიფი

ასევე კიდევ ერთი რჩევა, თუ თქვენ არ ყიდულობთ თეთრეულის კომპლექტს მაშინ გეტყვით, რომ კარგი იქნება თუ ბიუსტჰალტერს 3 სხვადასხვა სტილის (შესაფერის) ტრუსებს მიუსადაგებთ, ყველა ტანსაცმლისა და შემთხვევის შესაბამისად.

თავმოყვარე ქალის გარდერობში უნდა იყოს: ორი კანის ფერის, ერთი თეთრი და ერთი შავი ბიუსტჰალტერი. სხვა ყველა შემთხვევა თქვენს გემოვნებასა და სურვილზეა დამოკიდებული, ზემოთჩამოთვლილი კი უბრალოდ აუცილებლობაა, რომელიც ნებისმიერი ქალის სტილსა და ცხოვრების რეჟიმს შეეფერება.

თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ ქალი ყველაზე სექსუალური მხოლოდ მაშინაა, როდესაც არაფერი აცვია… ;)

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
11 კომენტარი to this post
  1. შემიკლა ბიუსტჰალტერის არჩევამ :\
    ჩემი ზომა სულ პრობლემურია, თან მორგებაც ჭირს და სულ ემსიკვდილება საყიდლად წასვლა :)

    • თუ დიდი ზომა გჭირდება კიდევ უფრო დიდი ყურადღებით უნდა მიუდგე მაგ საკითხს. საშუალოზე დიდი მკერდს უფრო განსხვავებული ბიუსტჰალეტრი სჭირდება

  2. არადა როგორ არ მომწონს მსხვილ ბრეტელზე ლიფი :/ განსაკუთრებით ზაფხულში, მაგრამ დიდი ზომის ლიფები წვრილ ბრეტელზე იშვიათი გამონაკლისია ხოლმე :უსერ:

  3. მე კიდე ყველა ზომა დიდი მაქვს…საშინელებააა ჯობია დიდი ზომა იყოს ვიდრეეე სუუულ სულ პატარა…:(

  4. მე არც სიდიდე მაწუხებს და არც სიპატარავე…პირიქით მილამაზებს მკერდს ლიფები…სუყველა თან…ძალაინ ადვილად ვარჩევ….მაგრამ ეტყობა თავმოყვარე არ ვარ და ის ორი კანისფერი ლიფი არ მაქვს :D:D:D კარგი სტატია იყო მართლა…და მადლობა საერთოდ ეს საიტი რომ არსებობს :)

შენ რას იტყვი?