Home თავის მოვლა

28 ივლისი C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა.

ძირითადი ფაქტები:

  • C ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული დაავადებაა;
  • შეიძლება ჰქონდეს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობა;
  • გადაცემის ძირითადი გზა ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტია;
  • მსოფლიოში 150 მილიონზე მეტი ადამიანია С ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით დაავადებული, ყოველდღიურად 350000 ადამიანი იღუპება С ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანების გამო;
  • С ჰეპატიტის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატებით;
  • С ჰეპატიტის ვაქცინა ჯერ არ არსებობს, მიმდინარეობს კვლევები.

გავრცელების გზები:

  • სისხლის და მისი კომპონენტების გადასხმა, ორგანოების ტრანსპლანტაცია;
  • დაბინძურებული შპრიცით სარგებლობა, ან შემთხვევითი ჩხვლეტა;
  • საინექციო ნარკოტიკების მოხმარება;
  • С ჰეპატიტით ინფიცირებული დედისგან ახალშობილზე გადაცემა.
    C ჰეპატიტის გავრცელების გზები

    C ჰეპატიტის გავრცელების გზები

С ჰეპატიტი ასევე ვრცელდება სქესობრივი კავშირით და საყოფაცხოვრებო კონტაქტით (ინფიცირებულის ნივთების: საპარსი, კბილის ჯაგრისი და ა.შ. მოხმარებით), თუმცა ძალიან იშვიათად.

С ჰეპატიტი არ გადადის კოცნით, ჩახუტებით, დედის რძით!

საქართველოში С ჰეპატიტით ინფიცირებულია დაახლოებით 200 000 ადამიანი. ბევრმა არ იცის რომ აქვს С ჰეპატიტი და ვინც იცის,  უმრავლესობა მალავს, რადგან ამ დაავადებასთან მიმართებაში არსებობს საზოგადოების სტიგმა, ისევე, როგორც შიდსთან და ტუბერკულოზთან დაკავშირებით.

hepatitis-C-300x300

სიმპტომები

С ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი (დრო დაინფიცირებიდან, კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე) გრძელდება 2 კვირიდან 6 თვემდე. ინფიცირებისას ადამიანთა 80%-ს არანაირი სიმპტომი არ აქვს. მწვავე გამოვლინების შემთხვევაში С ჰეპატიტი ხასიათდება ცხელებით, ძლიერი საერთო სისუსტით, გულისრევით და ღებინებით, მუცლის არეში ტკივილით, შარდის გამუქებით და განავლის მონაცრისფრო, ღია შეფერილობით, ასევე კანისა და სკლერების (თვალის თეთრი გარსი) გაყვითლებით.

ინფიცირებულთა დაახლოებით 75-80%-ს უვითარდება ქრონიკული ინფექცია, ქრონიკული ინფექციის მქონეთა 60-70%-ს – ღვიძლის ქრონიკული დაავადება. 5-20%-ს ღვიძლის ციროზი, 1-5% იღუპება ციროზის და ღვიძლის კიბოს გამო.

ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტთა 25%-ის ძირითადი დაავადება С ჰეპატიტია.

ქრონიკული ჰეპატიტი|ციროზი|ჰეპატოცელულური კარცინომა (ღვიძლის კიბო)

ქრონიკული ჰეპატიტი | ციროზი | ჰეპატოცელულური კარცინომა (ღვიძლის კიბო)

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

С ჰეპატიტის პირველადი სკრინინგი ხდება ანტი-HCV (H-hepatitis C V-virus) ანტისხეულების (შეიძლება ლიტერატურაში შეგხვდეს აბრევიატურით AB-Anti Bodies) განსაზღვრით. თუ პასუხი დადებითია ან საეჭვო, კვლევა გრძელდება უფრო სპეციფიური და ღრმა მეთოდით, რომელსაც პჯრ-პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია (PCR-Polymerase Chain Reaction) ეწოდება და მისი ღირებულება საქართველოში რამდენიმე ასეული ლარია.

სწრაფი ტესტი HCVზე

სწრაფი ტესტი HCVზე

მკურნალობა ხდება ძვირადღირებული პრეპარატებით, რომლებიც ძალიან ეფექტურია და თუმცა შეიძლება ბოლომდე ვერ განკურნოს პაციენტი, მაგრამ გართულებებისაგან ნამდვილად დაიცავს.hepatitis-treatment1

C ჰეპატიტი საქართველოსთვის აქტუალური თემაა, დაავადებულთა დიდი ნაწილი ასე საჭირო და ძვირადღირებულ მკურნალობას ვერ იტარებს, მეტი ინფორმაციისათვის, კითხვებისათვის და უბრალოდ C დიაგნოზის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად შეიქმნა საიტი hepatitis.ge და Facebook გვერდი C ჰეპატიტი – Hepatitis C. ასევე მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში.

483917_444756765544944_426000116_n

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?