დღევანდელ დღეს ჩვენ ზედმეტი წონის მოსაცილებლად უამრავ საშუალებას მივმართავთ.

მათ შორის არის:

  • გაუთავებელი დიეტები;
  • “ტრენაჟორები”;
  • სხვადასხვა ხელსაწყოები;
  • ფსიქოლოგები;
  • დიეტოლოგები;
  •  მეზობლის ან მეგობრის რჩევით მიღებული უცნობი აბები;

ეს ყველაფერი კი ღმერთმა იცის რა შედეგს იწვევს.

სახტუნაო

ამასთანავე ძალიან პოპულარული მეთოდია სხვადასხვა ტიპის ოპერაციების გაკეთება, რომელიც უმეტესწილად შედეგიანი და უსაფრთხოა, თუმცა ძვირადღირებულია და დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტას თუ აქვს ამის საშუალება.

სტატიაში ჩვენ  ვისაუბრებთ სამ უმარტივეს ხერხზე, რომელიც თავის მხრივ სახალისოცაა და საშუალებას გვაძლევს  დღეში 100 კალორია დავწვათ. მართალია, შედეგი არცთუ ისე სწრაფია, მაგრამ  თქვენ თუ არსად გეჩქარებათ და სავალალო წონასთან არ გაქვთ საქმე, მაშინ ეს 3 ხერხი თქვენთვის ზედგამოჭრილი ყოფილა.

წარმოგიდგენთ მათ:

1. სახტუნაო

გაიხსენეთ ბავშვობა, დაიჭირეთ სახტუნაო და ეცადეთ რაც შეიძლება მეტი იხტუნოთ, ეს თქვენთვის ერთგვარი აზარტიც იქნება.

2. ცეკვა

ჩართეთ  კომპიუტერში ან მუსიკალურ ცენტრში თქვენი პლეილისტი და დაიპყარით მთელი  ოთახი ცეკვით 20 წუთის განმავლობაში.

3. ითამაშეთ

ითამაშეთ ეზოში ბავშვებთან ერთად – 20 წუთის განმავლობაში ბურთით, ან თუნდაც მარტომ ითამაშეთ, მთავარია ბევრი იმოძრაოთ და მაქსიმალურად ბევრი ენერგია დახარჯოთ.

მუცლის ცეკვა

სულ ეს არის.

გირჩევთ გაითვალისწინოთ ეს სამი უმარტივესი პუნქტი და შეინარჩუნოთ თქვენთვის სასურველი წონა, რომელიც მამაკაცის მოხიბვლის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია და თავი დაანებოთ სხვა ძვირადღირებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ გასახდომ საშუალებებს.

მთავარია რეგულარული ფიზიკური აქტივობა , რომელსაც სტაბილური და გრძელვადიანი შედეგი მოჰყვება.

აქვე კი გთხოვთ უპასუხოთ პატარა გამოკითხვას, რათა გავარკვიოთ თუ რომელ საშუალებას მივმართავთ ჩვენ ყველაზე ხშირად, სასურველი ფორმის შენარჩუნებისთვის.

რომელ საშუალებას მიმართავთ გასახდომად?

View Results

Loading ... Loading ...