Home თავის მოვლა

სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) კიბო რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველ ადგილს იკავებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსოფლიოში ამ დაავადების სიხშირის მატება შეიმჩნევა, სტატისტიკურად დაავადებულთა რაოდენობის ზრდა ეხება საქართველოსაც. ის, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდე, წაიკითხე პოსტში – რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოზე

ძუძუს კიბოს მკურნალობა შესაძლებელია!

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძუძუს კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა მასობრივი სკრინინგია, რაც პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენასა და მკურნალობას გულისხმობს. სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის საწყის სტადიაზე გამოვლენა,  პირველ სტადიაზე გამოვლენილი 100 შემთხვევიდან, ყოველი 98 ექვემდებარება სრულად განკურნებას.

განვეკუთვნები თუ არა რისკ ჯგუფს?

ეს კითხვა ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ თითქმის ყველა ქალს უჩნდება.  არსებობს სიმპტომები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება გმართებს:

მონიშნე ყველა შესაბამისი პასუხი:

View Results

Loading ... Loading ...

გაითვალისწინე:

თუ ერთდროულად სიმპტომებიდან 4-მა მოიყარა თავი, საფრთხე მკვეთრად მატულობს.

რჩევა:

თუ სიმპტომებიდან არც ერთი არ აღგენიშნება, ჩაიტარე თვითგასინჯვა და შემდეგ სკრინინგი თავის დაზღვევის მიზნით.

როგორ ჩავიტაროთ უფასო გამოკვლევები?

diagnoses

თვითგასინჯვა

თვითგასინჯვა არის მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგცემს გააკონტროლო სარძევე ჯირკვლების მდგომარეობა ონკოლოგ-მამოლოგთან ვიზიტებს შორის. აღნიშნული შემოწმება უნდა აწარმოო მენსტრუალური ციკლის დამთავრებიდან 7-10 დღეში, მენოპაუზის დროს ყოველი თვის ერთსა და იმავე დღეს.

თვითგასინჯვის პროცესი:

თვითგასინჯვა უნდა ჩატარდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

  1. გაიხადე წელს ზემოთ და სარკის წინ გულდასმით დაათვალიერე სარძევე ჯირკვლები
  2. დააკვირდი კანის მდგომარეობას, ძუძუს დვრილებს ხომ არ აღენიშნება ჩაბრუნება, დაწყლულება, ფერის შეცვლა
  3. ხელის თითებით დაიწყე თვითგასინჯვა და დაათვალიერე ძუძუსა და იღლიას შორის მიდამო, განაგრძე წრიული მოძრაობა დვრილის მიმართულებით
  4. გაისინჯე მკერდი ვერტიკალური მიმართულებით ზემოდან ქვემოთ და პირიქით, ძუძუს შიდა მხრიდან იღლიის მიმართულებით

მიმართე სპეციალისტს, თუ აღმოაჩენ:

  • სარძევე ჯირკვლის ნებისმიერ ცვლილებას
  • ძუძუს კანის ან დვრილის შეჭმუჭნვას
  • ლიმონის ქერქისებურ კანს
  • სიმაგრეს იღლიას შორის მიდამოში
  • ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს
  • სისხლიან, ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან

გახსოვდეს: თვითგასინჯვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ ცვლის სპეციალისტის კონსულტაციას. მიმართე ექიმს ძუძუს ყოველწლიური გამოკვლევების ჩასატარებლად.

სკრინინგი

სკრინინგი გულისხმობს გამოკვლევას, რომელიც პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენასა და პრევენციაში დაგეხმარება.

კომპანია “ეივონი” 1992 წლიდან ჩართულია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში და  2014 წლიდან საქართველოში ყველა ქალს სთავაზობს უფასოდ ჩაიტაროს ექომამოგრაფია “ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში”.

კლინიკა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ონკო მარკერს და კონსულტაციას. დამატებითი კითხვებითა და ჩაწერის სურვილით შეგიძლია დარეკო ნომერზე: +995 577 09 70 40 ან +995 32 2 48 72 27

ვარდისფერი მსვლელობა

საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქალების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაში აღმოჩენისა და პრევენციის საშუალებების შესახებ. 1992 წელს კომპანია “ეივონმა” გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო პროგრამა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ, 2003 წელს კი აშშ-ში პირველი მსვლელობა გაიმართა. 2005 წლიდან მსვლელობამ გლობალური სახე მიიღო და დღეს ყოველწლიურ მარათონში 250 000 ადამიანი მონაწილეობს.

მსვლელობის მიზანია უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს შემოწმების აუცილებლობის შესახებ, განსაზღვროს რისკები, გაიცნოს საკუთარი სხეული და გაიაროს ექიმის შემოწმება.

ამასთანავე, თითოეულ “ეივონის” მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს საქველმოქმედო პროდუქცია, შემოსული თანხა მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. კომპანიამ ამ დროისთვის მკერდის კიბოს გამოვლენისა და პრევენციისათვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო.

ვარდისფერი მსვლელობა 31 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება თბილისის საკონცერტო დარბაზიდან და დასრულდება კონცერტით ვაკის პარკში, შემოგვიერთდი!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე მსვლელობისთვის შექმნილ ვებ გვერდს: avonbcc.ge

 

 

შენ რას იტყვი?