Home თავის მოვლა

სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) ძირითადი ფუნქცია რძის გამომუშავება და გამოყოფაა, რომლითაც უნდა მოხდეს ახალშობილის გამოკვება. გარდა ამისა ქალებისათვის მათ მკერდს დიდი სოციალური დატვირთვაა აქვს, მკერდის ფორმა, ზომა და მიმზიდველობა, ქალის სილამაზის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და მას, როგორც ყველაფერ ძვირფასს, მოფრთხილება სჭირდება, მითუმეტეს როდესაც მისი ჯანმრთელობა ისეთი რეალური საფრთხის წინაშე დგას, როგორიცაა სიმსივნეები.

სიმსივნე შეიძლება იყოს ავთვისებიანი, ან კეთილთვისებიანი. სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: კისტა, ფიბროადენომა, გალაქტოცელე, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია და გალაქტორეის გამომწვევი სიმსივნეები. თუმცა მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა ლიტერატურაში რამდენადმე განსხვავებულია. კეთილთვისებიანი სიმსივნეების რიცხვში ზოგჯერ გინეკომასტია (მამაკაცთა პათოლოგიაა) და მასტოპათიაც შეყავთ. ეს წარმონაქმნები შეიძლება მტკივნეული, შემაწუხებელი ან სრულიად შეუმჩნეველი იყოს და რაც მთავარია ისინი სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან.

ძუძუს კიბო არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, იგი ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში და სიხშირით მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ. მკერდის კიბოთი ავადდება დაახლოებით ყოველი მეთერთმეტე ქალი მსოფლიოში, მათი ასაკი 13-დან 90 წლამდეა. მკერდის კიბოთი ავადობა სულ უფრო მატულობას 1970_იანი წლებიდან მოყოლებული, რაც დაკავშირებულია ქალების ცხოვრების სტილის შეცვლასთან, შობადობის და ძუძუთი კვების პერიოდის შემცირებასთან.

ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: პაპილარული კიბო, მედულარული კიბო, ანთებადი კიბო, ინფილტრირებადი კიბო და პეჯეტის (დვრილისა და არეოლას) კიბო.

სიმსივნის განვითარებაში დიდი როლი აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას, ასევე აბორტებს, რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს, ჰორმონულ დისბალანსს, რადიაქტიულ ზემოქმედებას  და ძუძუს ტრავმებს.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები კავკასიელ ქალებში საკმაოდ გავრცელებულია და ხშირად მთავრდება ფატალურად, არადა მისი დროული აღმოჩენის შემთხვევაში, განკურნების თითქმის 100%-იანი შანსი არსებობს.

როდის მივიტანოთ ეჭვი:

  • დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;
  • სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი;
  • ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება;
  • ძუძუს ფორმის შეცვლა;
  • ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა;
  • კანის დანაოჭება;
  • სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა;
  • მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება.

ჩამოთვლილი ნიშნები თვალსაჩინოა და განგაშის ატეხვის საფუძველია, მაგრამ საწყის ეტაპზე კიბო უხშირესად შეუმჩნეველია და არაფრით გვაგრძნობინებს თავის არსებობას, თუმცა გულდასმით გასინჯვის შემთხვევაში მისი აღმოჩენა მაინც შეიძლება.

ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, ადვილი შესასრულებელია და ყველა ქალმა უნდა იცოდეს, არის ძუძუს თვითგასინჯვა.

თვითგასინჯვა იწყება დათვალიერებით სარკის წინ, ამ დროს ფასდება სარძევე ჯირკვლის ფორმის, ზომის, ფერისა და კონტურის ცვლილება.

პალპაცია

მეორე ეტაპი კი პალპაციაა, ანუ მდგომარეობის შეფასება შეხებით, ამ დროს ვაფასებთ კონსისტენციას, სიმკვრივეს, შეშუპებას, კვანძების ასებობას. ეჭვის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

კიბოს დიაგნოზის დასმა ხდება ექიმი მამოლოგის მიერ, გამოკვლევის მეთოდებს ექოსკოპია, მამოგრაფია და პუნქციური ბიოფსია მიეკუთვნება. მასობრივი სკრინინგი ძუძუს კიბოს გამოვლენისა და გართულებების თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც საქართველოშიც ტარდება.საქართველოს ნაციონალური სკრინინგ ცენტრი

კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ქირურგიული, სხივური და ქიმითერაპიის მეთოდებით, მეთოდის არჩევა დამოკიდებული სიმსივნის სტადიაზე, მის გავრცელებაზე და ავადმყოფის მდგომარეობაზე. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება კიბო აღმოჩენილი, მით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი.

ოქტომბერი მსოფლიოში ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეა, შევუერთდეთ მსოფლიოს და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა.

52 კომენტარი to this post
  1. მაინტერესებს მკერდის ტრამვის დროს რამდენად მაღალია სიმსივნის წარმოქმნის საფრთხე

      • თქვენ სავარაუდოდ პროლაქტინის დონე გაქვთ მომატებული, უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი ანალიზები და სპეციალისტმა დაგინიშნოთ მკურნალობა.

  2. vitkvi imas rom kibos gamokvleva unda ikos sruliad ufaso ,amboben rato ar midi droulad eqimtan , sasacilo shekitxvaa rogor unda mivides is qali gamokvlevaze romelic dilit imaze fiqrobs saidan moitanos erti lari rom shvils puri mainc ukidos.ragac pirveladi etapi mainc unda ikos dafinansebadi rom shevzlot eqimtan misvla ,me mchirdeba gamokvleva magram ver mivdivar radgan ar gamachnia tanxa imistvis rom vizitze da gamokvlevebze gadavixado da me maqvs kitxva amis gamo unda movkvde?

  3. მთლიანად მტკივა მარცხენა მკერდი,ამ მეთოდებით,რომ ვისინჯავ განსხვავებას ვერ ვამჩნევ მეორესგან, მაქვს დისკომფორტი,ვგძნობ მარცხენა მკერდის თავის ტკივილს, წვას ხელის აწევის დროს ტკივილს, ვარ 24 წლის ,არ ვიცი ვის მივმართო და რა გავაკეთო….

  4. ხანდახან მააქვს ორივე მკერდის ყრუ ტკივილი.იღლიის ფოსოში კი მაქვს ხელის მოძრაობით ტკივილი.საშიშია?სხვა ჩივილები რაც ძუძუს კიბოს შეეხება არ მაქვს.ვის მივმართო?

  5. makvs dzuzus kibo, operaciis shemdgom moxda marjvena dzuzus amputacia, sagangasho mdgomareobis miuxedavad tavs kargad vgrdznob.2013 wels operacia chamitara gia nemsadzem, romlis madlieri yoveltvis viknebi. shekitxva makvs amgvari-mainteresebs dzuzus kibos organizacia da masshi gawevrianeba,rogor movaxerxo, rametu minda pexi avuwyo yvela im mighwevebs rac aghnishnul temastan aris dakavshirebuli. pativiscemit…

    • მივესალმები თქვენს მონდომებას! სამწუხაროდ ამ თემაზე მე არ მაქვს ინფორმაცია, იმედია რომელიმე მკითხველს ეცოდინება და გვირჩევს.

  6. qalbatono aleqsandra cnobili simptomebidan mxolod mkerdis tkivili mawuxebs mteli dgis ganmavlobashi da rasmetyvit amis shesaxeb? shesadzlebelia rom vipiqro raime sashisshze? :/

    • მხოლოდ ტკივილის გამო სიმსივნეზე ნაკლებად ვიეჭვებდი, მე პირადად, თუმცა სარძევე ჯირკვლების დაავადებები მარტო ამით არ შემოიფარგლება და მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.

  7. მე ვარ ჩვიდმეტი წლის და ძალიან ცოტა ხანია რაც მარჯვენა მკერდზე მაქვს ძალიან ყრუ ტკივილი,ისიც ზოგჯერ. ახლა აბიტურიენტი ვარ და დრო არმაქვს ექიმთან ვიზიტისთვის და გთხოვთ მითხრათ რამდენად საშიშია და რა რისკების ქვეშ შეიძლება ვიყო

    • თაკო, რა გითხრათ აბა? მკერდის არეში ტკივილის მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, აბსოლუტურად უსაფრთხო მიზეზებით დაწყებული, საშიშით დამთავრებული.

  8. gamarjobat aleqsandra am erti tvis ukn chems megobars agmoachda mkerdis karcinoma, im dgeebis shemdeg ar vici ubralod daemtxva tu gamicivda xeli ( civ wyaltan mqonda kontaqti didi period) daemwyo igliashi tkivili romelic gadais titqos zuzus tavshi ( gaelvebiti tkivili) da mtlianad marjvena mklavshi yru tkivili grzeldeba, mocemul simptomebtan rac mkerdis kibos ukavshirdeba titqmis araferi maqvs ( tu ar chavtvli imas rom marjvena zuzu yoveltvis didi mqonda) , var 43 wlis , zalian meshinia mamaologtan vizitis, samasaxuri maqvs iseti sul vzivar sheizleba iyos es osteoxondrotan dakavshirebuli tu ? ……….. ikneb mirchiot raime damashvidebeli panikebshi var

    • თუკი ცივ წყალში დიდხანს გქონდათ ხელი, გადაციებისას ტკივილი ბუნებრივია, სახსრების, კუნთების და ნერვების ანატომიიდან გამომდინარე კი არც ამ ტკივილის იღლიისკენ და ძუძუსკენ გადაცემაა გასაკვირი, დამამშვიდებელი არ გჭირდებათ, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება დაგეხმარებათ. რაც შეეხება მამოლოგს და მკერდის კიბოს, ყველა ქალისათვის აუცილებელია სკრინინგული კვლევების ჩატარება, თქვენი ასაკობრივი კატეგორიისათვის აღნიშნული კვლევის (მამოგრაფია) უფასო პროგრამები არსებობს, იმიტომ, რომ მომატებული რისკის ჯგუფია. საშიში არ არის ექიმთან ვიზიტი, საშიშია დაავადება, რომელიც შორს წასულ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი ხდება, დროულად დიაგნოსტირების შემთხვევაში კი სრულიად განკურნებადია. ასე რომ არჩევანი თქვენზეა…

  9. Marcxena mxares mkerdsa da iglias shoris mtkiva xels ro videb mashin mtkioda adrec da gadavige exo da araferi ar mqonda, masajistan gamishva da mkerdis zemot dzvali maqvs cotatin amoweuli da imis brali ariso, agar mtekenia karga xans da axla isev amtkivda da isev gadavige exo da araferi ar ariso xerxemlidan aris gamowveulio da curvaze siaruli mirchia. Me mainc meshinia da mirchiet rame ra vqna. Me vfiqrob ro wolis an buzhalteris bralia, dzalian miyvars guldagma wola da marcxena mkers ufro vawvebi, buzhalteric mocherili macvia. Mirchiet ramee

  10. xelis dadebit dzalian umnishvnelod amtkivda mkerdi gavesinje mamelohtan exoc gadavige da apsoliturad araperi gaqvso magram mensturacii cin mtkivdeba mxolod es erti mkerdi da erti konkretuliadgili dazi daminishna projestogeli da mas visobdi.dzalia meshinia rogor moviqce mirchiet

  11. Gtxovt mipasuxot,xelebis zemot acevisas ormo michndeba marjvena mkerdis tavtan,dges exo gadavige da araferi arariso,tu araferia ratom gachnda gtxovt mipasuxot,mamologtanac viyavi ori clis cin simagre maqvs Gia nemsazestan da araferiao da exla Es ormo michndeba exomac araferiaoo,gtxovt mipasuxot

  12. Gamarjobat. Dzalian meshinia mara ar maqvs sashvalebs ro wavide eqimtan da qtxovt gamcet pasuxi. Daaxlovebit 5 dxis ukan me mtkiva marcxena mkerdze bavshobidan moyolebuli maqvs mkerdis tavis gverdze patara xalia ar vici ra davarqva meore mkerdis tavi ravi meshinia 5 dxea mtkiva gamibera da tavze lurjat maqvs eg gushin dxidan ar vici ra gavaleto meshinia rame ar maindes sad mivide da ra damijdeba socialuri ar shedis eg an pensionerenze ara shexavati qtxovt pasuxi momweret

  13. chemi 3 clis shvili daeca svel iatakze da sapetkeli daartka. ragac momentshi titkos grdznobac dakarga, magram bolomde ar gatishula. mkavda nervapatologtan, tvalis pskeric dautvalieres, araperi ar agrnishneboda. mitxres kate dagaugeo, magram dzalian shemeshinda dzlieri dascivebis da rigshi chacerili ukan camovedit. exla erti kviris ganmavlobashi 3 jer konda pirgebineba, ilneb vinmem icodet aris raime kavshirshi tavis tramvastan?

  14. Me maqvs 2ve mkerdze gamagrebebi xan didi burtismsgavsat xan bevri da patarebisaxit 6tve mkurnalobadaminishnes 8tvea isev ise maq is sheicvala marto rom ukve marcxenamkerdi sagamoobit dz mewvis da mtkiva?es sheidzleba iyos simsivne?ertdroulat 2vemkerdze arsebobs magis arseboboba orivezeroiyos

  15. gamarjoba,tu shegizliat mipasuxet,marcxena mkerdis tavze maqvs tetri peris parkuji titqosda chirqiani,patara zomis,viyavi eqimtan da mitxra rom sashishi araperia tumca me mainc vnerviulib,myavs patara vajmem zuzus magram ara marcxenas.gqoniat tu ara msgavsi shemtxveva

  16. gamarjobat dedachem sami tvis win mkerdze kvandzebi agmoachda da ketil tvisebiani qonda gauketet mkerdze opracia amoiges es kvandzebi da exa sami tvea rac gavi da yru tkivilebi aqvs ras mirchevdit?

შენ რას იტყვი?