რატომ?

ერთი ფინჯანი ყავა, აი მოსახლეობის დიდი ნაწილის საუზმე. უფრო და უფრო ვრცელდება შეხედულება, რომ დილით საუზმობა სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი. თუმცა მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას.

ამერიკელი ექსპერტების კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კარგი საუზმე ეხმარება, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს რომ იყვნენ ნაკლებად გაღიზიანებულები, უფრო ენერგიულები და შრომისუნარიანები.

tumblr_mgq5zqCPSY1r2uya6o1_1280

რა?

ფინჯანი ჩაი და ბუტერბროდი ყველაზე გავრცელებული იოლად მოსამზადებელი საუზმეა. თუმცა ასეთ საუზმეში ძალიან ცოტაა უჯრედისი, რის გამოც საკვები ორგანიზმში ადვილად შეიწოვება და ძალიან მალე კვლავ შიმშილის გრძნობა შეგვაწუხებს.  ამის გამო სასურველია, დილით ფაფების და სხვა უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მირთმევა.

ასეთებია მარცვლოვანი კულტურები: წიწიბურა, ბურღულეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი. აღსანიშნავია, რომ რძის პროდუქტებში და ხორცში ანუ ცხოველური წარმოშობის საკვებში უჯრედისი არ გვხვდება.

tumblr_mg650pxnM81qgyrhno1_500

როგორ?

რადგანაც ღამე ჭამის მავნე ჩვევას კვლავაც ვერ გადავეჩვიეთ და კარგად დანაყრებულები ვიძინებთ, მთელი ღამის განმავლობაში კუჭი დაკავებულია მონელების პროცესით, რაც დილის უმადობას განაპირობებს. თუ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ვივახშმებთ და ვახშმის შემდეგ აღარაფერს შევჭამთ (წყლის და ცოტაოდენი ხილის გარდა), რა თქმა უნდა, დილის უმადობაც უკვალოდ გაქრება.

tumblr_mehdnksIKm1rkgqlyo1_500

ტყუილი

თუ ფიქრობ, რომ საუზმე გეხმარება წონის დაკლებაში და შეგნებულად არიდებ თავს, ძალიან ცდები. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ საუზმის უგულებელყოფით შეიძლება წონაში მოიმატო კიდეც. დილის საათებში საკვებზე უარის თქმა გამოიწვევს ორგანიზმის მოშიებას, ამიტომ დარჩენილი დღის (განსაკუთრებით საღამოს) განმავლობაში ის ინაზღაურებს დაკარგულს.

თუ დილით კარგად დანაყრდები, ღამე ბუნებრივია ჭამა არ მოგინდება. მოკლედ მოჯადოებული წრეა – გარღვევა თუ გადაწყვიტე, არ ჭამო ღამე და ისაუზმე დილით!

552850_587008227992045_2052265110_n

დრო

აქაც იგივე და მოჯადოებული წრეა: გვიან ვიძინებთ – გვიან ვიღვიძებთ და საუზმის დრო არ გვრჩება. ასეთი რეჟიმი სიკეთეს არავის მოუტანს, თუმცა არსებობენ გამონაკლისი “ბუ” ადამიანები, რომლებიც ღამე უფრო შრომისუნარიანი არიან. დანარჩენებმა – შეეცადეთ, უფრო ადრე დაწვეთ დასაძინებლად, რათა კარგად გამოძინებულნი ადგეთ დილით და საკმარისი დროც გქონდეთ თავის მოსაწესრიგებლად და თუნდაც საუზმისთვის.