Floral Acai Lid-Off Angled Duo HR_INBBDPJ005

ტანის მოვლის ბევრნაირი საშუალება არსებობს, კრემით დაწყებული, ტანის კარაქით და ზეთებით დამთავრებული. თაროზე ფლაკონები ზოგჯერ იმდენია, რომ აღარც ვიცით სად წავიღოთ, არეულობაში კი ვერაფერს ვპოულობთ. სამოგზაუროდ წასვლისას რთული გადაწყვეტილებაა მისაღები – ტანის კრემი წაიღო თუ ლოსიონი, ან იქნებ ტანის კარაქი სჯობდეს? ხელებზე არც ისე მშრალი კანი გაქვს, მაგრამ იდაყვებზე კანს ყოველთვის სჭირდება უფრო მეტი დატენიანება.

ამ ყველაფრისგან მარტივ გამოსავალს THE BODY SHOP გვთავაზობს. ერთ ფლაკონში მოთავსებულია როგორც ტანის კარაქი, ასევე მსუბუქი კრემი.

რა განსხვავებაა კარაქს და კრემს შორის?

BodyShop_blog

ტანის კარაქი, ე.წ. “body butter”, ბევრად უფრო სქელი ტექსტურისაა და კანთან შეხებისას დნება. განკუთვნილია მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის და უფრო უკეთ ატენიანებს და კვებავს, ვიდრე ლოსიონები.

კრემი ბევრად უფრო თხელია, ტექსტურით “ჩვეულებრივ” სახის და ხელის კრემებს წააგავს და შედარებით მსუბუქია, კარგია ნორმალური და ცხიმიანი კანის შემთხვევაში.

პირადი გამოცდილება

sweet-pea-lid-off

უკვე ერთი წელია, ამ კრემს ვხმარობ, “sweet pea” არომატით, რომელიც ძალიან წააგავს ვარდის სურნელს.

  • იწოვება იოლად, კარაქიც კი, და არ ტოვებს ცხიმიანობის უსიამოვნო შეგრძნებას
  • სურნელს რამდენიმე საათის განმავლობაში ინარჩუნებს
  • ძალიან კარგია რუჯის შესანარჩუნებლად
  • ძალიან მოსახერხებელი დიზაინია, არ გიწევს სხვადასხვა საშუალების ხმარება
  • გამოდგება როგორც ხელის, ასევე ტერფის მოვლისთვის

სად შევიძინოთ?

ამაზონიდან ფასდაკლებით, ან პირდაპირ მაღაზიის საიტიდან, სადაც ასევე ხშირია ფასდაკლებები.