დღესდღეობით სხეულის კორექციის მრავალი მეთოდი არსებობს. სხეულისთვის სასურველი ფორმის მინიჭება უფრო და უფრო გაადვილებული პროცესებით ხდება შესაძლებელი.

განვიხილოთ სხეულის კორექციის ძირითადი ხერხები:

1) ფიზიკური ვარჯიში

სხეულის კორექციის ერთერთი ყველაზე ძველი და ნაცნობი ხერხია.  გარდა სპორტ. დარბაზისა, სავსებით შესაძლებელია ივარჯიშოთ სახლში (ინსტრუქტორის გარეშე). მითუმეტეს იუთუბზე უამრავი ვიდეოა, სადაც ასახულია სხეულის ამა თუ იმ ადგილის ფორმის შესაცვლელად როგორ უნდა ივარჯიშოთ.

გარდა იმისა, რომ ფიზიკური ვარჯიშით შესაძლებელია სხეულის კორექცია, ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისაც. თუმცა, ვარჯიში ვერ მოაგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ცელულიტი, წონაში დაკლების შედეგად ჩამოწელილი კანი.

2) დიეტა

დიეტა, ისევე როგორც ვარჯიში, გავრცელებული მეთოდია. მისი მეშვეობით ხდება სხეულის წონის კორექცია. ძალიან მნიშვნელოვანია დიეტის სწორად შერჩევა, ვინაიდან არასწორმა დიეტამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

მხოლოდ დიეტის საშუალებით ასევე შეუძლებელია ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ცელულიტი, ჩამოწელილი კანი და ა.შ

სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს მაშინაც, როცა სხეულის კორექციის სხვა მეთოდებს ვიყენებთ.

3) მანუალური მეთოდები – მასაჟები

მასაჟის პროცედურა  სასიამოვნო და ამასთან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ესაა სხეულის კორექციის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი. უფრო ძლიერი ეფექტის მისაღწევად მასაჟს სხვა მეთოდებთან კომბინაციაში იყენებენ (დიეტა, ვარჯიში…)

4) ქირურგიული მეთოდები – სხეულის კორექცია ოპერაციული გზით

ქირურგიული მეთოდები მრავალ მეთოდს მოიცავს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • ლიპოსაქცია – ცხიმის მოცილების ქირურგიული მეთოდი
  • ლიპოფილინგი – სხეულის ერთი ადგილიდან ცხიმის აღება და სხვა ადგილის შევსება ამ ცხიმითვე.  მაგ. ამ მეთოდით შესაძლებელია მკერდის კორექცია, დუნდულების ფორმის შეცვლა.
  • მკერდის პლასტიკა – გადიდება, დაპატარავება, ფორმის შეცვლა
  • აბდომინოპლასტიკა – მუცლის ფორმის კორექცია (მაგ, დაკიდებული მუცლის მოშორება, რომელიც ხშირ შემთხვევაში მშობიარობის ან წონაში მკვეთრად დაკლების შემდეგ ჩნდება)
  • ბოდილიფტინგი – სხეულის დაშვებული კანის დაქაჩვა (წონაში მკვეთრად დაკლების შემდეგ)
  • კორექცია იმპლანტების საშუალებით – მაგ. წვივებისა და დუნდულოების კორექცია. ამ ოპერაციის დროს სხეულში იმპლანტების ჩადგმა ხდება.

ქირურგიულ მეთოდებს შესამჩნევი შედეგები აქვთ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქირურგიული ჩარევა სხვა მეთოდებთან შედარებით ძვირადღირებულია და მეტ რისკთანაა დაკავშირებული.  ოპერაციას ძირითადად უკიდურს შემთხვევაში  მიმართავენ: მაშინ, როცა სხვა ხერხით შეუძლებელია სხეულის კორექცია.

ქირურგიული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში პაციენტი საჭიროებს რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო პერიოდი შესაძლოა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდეს.

 

5) აპარატული მეთოდები

სხეულის კორექცია ხდება სხვადასხვა აპარატის საშუალებით (მაგ. კავიტაციის აპარატი). არსებობს ცხიმის, ცელულიტის დასაშლელი სპეციალური აპარატები. აპარატული მეთოდები უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

რომელი მეთოდია უმჯობესი თქვენი სხეულის კორექციისთვის, იმ პრობლემაზეა დამოკიდებული რისი გამოსწორებაც გსურთ.

რჩევისთვის უმჯობესი იქნება სპეციალისტს მიმართოთ. ქართული ესთეტიკური მედიცინის ცენტრთა უმრავლესობაში კონსულტაციას უფასოდ გაგიწევენ.