გაინტერესებს რაშია ფრანგი ქალების სილამაზის საიდუმლო? როგორ ახერხებენ ისინი გამოიყურებოდნენ სადად და ამავდროულად მიმზიდველად? მაშინ ამ სტატიის კითხვა უნდა განაგრძო და გაითვალისწინო რჩევები, რომლებსაც ფრანგი ლამაზმანები გაძლევენ.

იყავი მონოგამი – კი, შენ ნამდვილად უნდა იყო მონოგამი არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის, არამედ იმ პროდუქტებისაც, რომლებიც ერთხელ შენს გულს მოიგებენ. დაივიწყე ექსპერიმენტები, როდესაც საქმე შენი სახის კანს ეხება და ხელიდან არ გაუშვა ის საშუალებები, რომლებმაც შენი გაოცება მოახერხეს.

Rose Petal Witch Hazel Toner შენი სახის კანისთვის იდეალური მიგნება იქნება

პერიოდულად მოინახულე შენი კოსმეტოლოგი – ეს შენი სილამაზის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტია. აქციე რიტუალად სახის კანის გაწმენდა და დათქვი, რაც უნდა მოხდეს, ამ რიტუალს აუცილებლად შეასრულებ.

Olay-ს სახის გამწმენდი ცოტა ხნით გადაავადებს შენს ვიზიტს კოსმეტოლოგთან

ნაკლები=მეტი – ვაღიარებ, ფრანგ ქალებს მათემატიკაზე ცოტათი უცნაური წარმოდგენა აქვთ, მაგრამ თუკი მათ დავუჯერებთ გლუვი კანის საიდუმლო სწორედ ნაკლები პროდუქციის მოხმარებაშია. სანამ ახალგაზრდა ხარ, სახლიდან გასვლის წინ კარგი BB კრემის წასმა, საუკეთესო ვარიანტია.

MISSHA M Perfect Cover BB Cream საუკეთესო გამოსავალია

ტუჩსაცხის ძალა – შეარჩიე შენთვის მისაღები წითელი ფერის ტუჩსაცხი. მინიმალური მაკიაჟი და მკვეთრი ფერის ტუჩები წამებში გადაგაქცევს ფრანგ ქალად.

Revlon Super Lustrous Lipstick შეარჩიე სასურველი ფერი

ნატურალური ტექსტურის თმა – ეცადე, თმის საშრობი საშუალებები იშვიათად გამოიყენო. თუკი შენი თმა დაუმორჩილებელია, დაბანის შემდეგ ცოტაოდენი თმის კრემი წაისვი, რომელსაც ჩამობანა არ დასჭირდება.

L’Oreal Paris EverSleek Humidity Defying Leave-In Creme ეს კრემი არ შეიცავს სულფატებს და სილიკონს

დაასვენე ფრჩხილები – ფრანგი ქალების სავიზიტო ბარათი ფრანგული მანიკურია, ყველაზე მოდური ფრანგი ქალებიც კი ცდილობენ ფრჩხილებს ნატურალური იერი შეუნარჩუნონ.

Sally Hansen Hard as Nails French Manicure ფრანგული მანიკიურის გაკეთება ახლა სახლშიც ადვილია

დააწკაპუნე პროდუქტებს, რომელსაც Pink.ge გირჩევს და აღმოჩნდი იქ, სადაც მარტივად შეძლებ მათ შეძენას.