Home თავის მოვლა

B ჰეპატიტი

ძირითადი ფაქტები:

  • B ჰეპატიტი ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს და შესაძლოა ჰქონდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა.
  • ვირუსი გადადის სისხლთან ან ინფიცირებული ადამიანის სხვა სითხეებთან კონტაქტით.
  • ჰეპატიტის შედეგებით ყოველდღიურად დაახლოებით 600 000 ადამიანი იღუპება.
  • ჯანდაცვის მუშაკებისათვის B ჰეპატიტი ერთ-ერთ ძირითად პროფესიულ რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება.
  • მისგან თავის დაცვა შესაძლებელია ვაქცინაციით.

T_HBV_enHD_1

B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით მსოფლიოში 240 მილიონი ადამიანია დაავადებული. სიკვდილის მიზეზი ღვიძლის ციროზი ან კიბო ხდება. 1982 წელს შემუშავებული იქნა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 95%-ით იცავს ინფიცირებისა და შემდგომი გართულებებისაგან და კიბოს ერთ-ერთი სახეობის პირველ ვაქცინადაა მიჩნეული.

ინფექციის გავრცელების გზები

B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის ძირითადი გზა პარენტერალურია (სისხლის და/ან მისი კომპონენტების გადასხმა ინფიცირებული დონორისგან), სქესობრივი გზა და დედიდან შვილზე.

ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან გამოვლენამდე) საშუალოდ 75 დღეა, შეიძლება გამოვლინდეს 30-60 დღეში და ორგანიზმში დარჩეს სხვადასხვა დროით.

რისკ-ჯგუფები:

  • პირები, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სისხლი და სისხლის პროდუქტები: დიალიზზე მყოფნი, დიდი ზომის ტრანსპლანტანტის მიმღებნი და ა.შ.
  • საინექციო ნარკოტიკების მომხმარებელნი;
  • HBV ქრონიკული ინფექციის მტარებელთა სექს-პარტნიორები;
  • ადამიანები, რომლების ხშირად იცვლიან პარტნიორს;
  • ჯანდაცვის სისტემაში მომუშავენი;
  • ენდემურ რეგიონებში მოგზაურები, რომლებსაც სრულად არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია.

სიმპტომები

მწვავე პერიოდში შესაძლოა პაციენტს ჩივილი არც ჰქონდეს. ძირითადი ჩივილებია: საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა, სხეულის ტემპერატურის მატება 37-38 გრადუსამდე, კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე, შარდის გამუქება, გულისრევა და ღებინება.

სიყვითლე

სიყვითლე

დიაგნოსტიკა

კლინიკური ნიშნების მიხედვით B ჰეპატიტის სხვა ვირუსული და/ან არავირუსული გენეზის ჰეპატიტებისაგან დიფერენცირება შეუძლებელია. დიაგნოზის დასასმელად არსებობს სისხლის კვლევები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა და პროცესის სიმწვავეც.

B ჰეპატიტზე ეჭვის დროს კვლევა იწყება HBsAg-ის კვლევით (H-hepatitis B S-superficial(surface) Ag-antigene).

B ჰეპატიტისპირველადი სკრინინგი-HBsAg-ის განსაზღვრა

B ჰეპატიტის პირველადი სკრინინგი _ HBsAg-ის განსაზღვრა

  • მწვავე HBV (Hepatitis B Virus) ინფექციის დროს სისხლში მატულობს HBsAg და IgM (იმუნოგლობულინ M) ბირთვის ანტიგენის, HBcAg-ის (Hepatitis B Core Antigene) მიმართ. ინფექციის საწყის ეტაპზე ასევე დადებითია HBeAg
  • ქრონიკული ინფექციისათვის დამახასიათებელია HBsAg ტიტრის მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება (>6 თვე), ამავდროულად HBeAg შეიძლება იყოს ან არ იყოს მომატებული. HBsAg-ის მდგრადი მატების არსებობა ღვიძლის ქრონიკული დაავადების და ჰეპატოცელულური კარცინომის (ღვიძლის კიბო) განვითარების ძირითადი მარკერია.
  • სისხლში HBeAg-ს არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ინფიცირებულის სისხლი და სხვა სითხეები კონტაგიოზურია (გადამდებია) და ინფიცირების რისკი მაღალია.

სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში ხდება ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები, ბილირუბინის დონის მატება.

მკურნალობა

B ჰეპატიტის მწვავე ფორმის დროს სპეციფიური მკურნალობა არ ტარდება, ინიშნება დიეტა და დამზოგავი რეჟიმი. ქრონიკული ფორმის დროს ძირითადი სამკურნალო საშუალება ინტერფერონია.

D (იგივე დელტა) ჰეპატიტი

D ჰეპატიტი ღვიძლის მწვავე დაზიანებით და ინტოქსიკაციით მიმდინარე ინფექციაა, მისი დამაზიანებელი მოქმედების გამომჟღავნდების აუცილებელი წინაპირობა B ჰეპატიტის გამრავლებადი ვირუსის არსებობაა. დელტა ვირუსული ინფექცია არსებობს ორი ფორმით: კოინფექცია, როდესაც D ვირუსით და B ვირუსით ინფიცირება ხდება ერთდროულად და სუპერინფექცია _ ხდება HBV ზედაპირული ანტიგენის მქონე პაციენტის D ჰეპატიტით ინფიცირება.

პროფილაქტიკა

თავის დასაცავად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რისკ-ფაქტორების გამორიცხვა, მაგრამ B ჰეპატიტის სპეციფიური პრევენცია ხდება აცრით, რაც, თავისთავად, წარმოადგენს D ჰეპატიტისაგან თავის დაცვის მეთოდსაც.

მე B ჰეპატიტის აცრა გავიკეთე, შენ რას აპირებ?

მე B ჰეპატიტის აცრა გავიკეთე, შენ რას აპირებ?

დროული დიაგნოზი და მკურნალობის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გაგიჩნდა ეჭვი, აუცილებლად მიმართე ექიმს.

5 კომენტარი to this post
  1. თუ ვერ უშველა ინტერფერონმა დ ჰეპატიტს, დაახლოებით რამდენი წელი დარჩება პაციენტს სასიცოცხლო?

შენ რას იტყვი?