Home თავის მოვლა

მოგეხსენებათ, რომ ძუძუს კიბოს მსოფლიოს ყველა კუთხეში აქტიურად ებრძვიან, რადგან სტატისტიკურად ქალების უმეტესობა სწორედ ამ დაავადებით იღუპება. სწორედ ამიტომ, AVON საქართველომ გადაწყვიტა ჩართულიყო უზარმაზარ კამპანიაში და ქართველ ქალბატონებსაც დახმარებოდა ამ დაავადების დაძლევასა და პრევენციაში.

AVON-ი 1992 წლიდან ებრძვის ძუძუს კიბოს მსოფლიოს 58 ქვეყანაში და ამ 17 წლის მანძილზე ფონდში, 800 მილიონ აშშ დოლარამდე შეაგროვა. კომპანიის ბენეფიციარებში შედის მსოფლიოში საუკეთესო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრები და საზოგადოებრივი არაკომერციული პროგრამები; რის შედეგადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 17 მილიონ ქალბატონს მიეცა უფასო მამოგრაფიული გამოკვლევებისა და სკრინინგის შესაძლებლბა, 100 მილიონზე მეტს მიეწოდა ძუძუს კიბოს შესახებ კომპლექსური და დეტალური ინფორმაცია.

სწორედ AVON-ია ის კომპანია, რომელმაც ვარდისფერი ლენტის კონცეფციის ბროში კომერციული მიზნებით გამოიყენა 1992 წელს დიდ ბრიტანეთში. ბროშებიდან შემოსულმა თანხამ 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. მას შემდეგ, კომპანიამ სხვადასხვა პროუქტების დამზადება დაიწყო ვარდისფერი ლენტის ლოგოთი. ამ პროდუქციიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ფონდში ირიცხება.

against breast cancer

1998 წლიდან AVON-ის ფონდი იწყებს სპეციალური მარათონების ორგანიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 2003 წლიდან უკვე ოფიციალური სახეს იღებს. ორი წლის შემდეგ კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც იწყებენ მარათონების გამართვას. ეს მარათონები არამარტო ფონდების მოძიების კუთხით არის წარმატებული, არამედ ისინი პროგრამას უფრო აღქმადს ხდიან, ავრცელებენ ინფორმაციას  დაავადების, დიაგნოსტირებისა და მისი აღმოფხვრის შესახებ. გვატემალა, კუალა ლუმპური, ბერლინი, ბუდაპეშტი, მოსკოვი, ჩინეთი, მეხიკო, ცენტრალური ამერიკა იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია სადაც მარათონები ტარდება და სადაც ყოველწლიურად 250 ათასზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

ამასთანავე, 58 ქვეყანა არ წყვეტს სხვადასხვა კამპანიებისა და პროგრამების დანერგვას რათა დაავადების რიცხვი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

მაგალითად,

  • AVON არგენტინამ მობილური მამოგრაფი შეიძინა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით უფასო გამოკვლევა 110 000 ქალბატონს ჩაუტარდა.
  • ბოსნია და ჰერცოგოვინაში მოძიებული ფონდები სკრინინგ დანადგარების შეძენას, ექიმებისათვის სპეციალური სემინარების ჩატარებას და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას მოხმარდა.
  • ბრაზილიაში AVON-ი აფინანსებს ცენტრს სადაც ხდება დაავადების პირველადი პრევენცია და ადრეულ სტადიაზე დაავადებების გამოვლენა.
  • მას შემდეგ რაც AVON კოლუმბია ამ ბრძოლაში ჩაერთო, მათ 1.5 მილიონი სპეციალური საგანმანათლებლო მასალა აქვთ თვითგასინჯვისთვის დარიგებული.
  • 2010 წელს კი, საუდის არაბეთში  გამართულ მარათონში 6000 ქალი ვარდისფერი ჩალმით მონაწილეობდა.

Breast cancer

რაც შეეხება საქართველოს, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ თავის პროდუქციის ბროშურაში სპეციალური საქველმოქმედო გვერდები განათავსოს და აქედან შემოსული თანხის 100% გადარიცხოს ფონდში, რომელიც მხოლოდ საქართველოის მოხმარდება. მსგავსი გვერდები მთელი წლის 8 გამოშვებაში დაიბეჭდება და 15 აპრილიდან მომხმარებელს უკვე შეეძლება შეძენილი პროდუქციით თავისი წვლილი შეიტანოს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით 2010 წელს, ძუძუს კიბოთი დაავადებული 9139 ავადმყოფი იყო აღრიცხული [სამწუხაროდ უახლესი სტატისტიკა მათ საიტზე არ მოიპოვება]

ახლად გამოვლენილი კიბოს სტრუქტურა სტადიების მიხედვით: I სტადია  – 6.1%, II სტადია – 36.5%,  III სტადია – 31.6% და  IV სტადია – 23.3%.

chart - dzudzus kibo

ხოლო საქართველოს ეროვნული სქრინინგ ცენტრის მიხედვით, ყოველწლიურად 1200 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რომლის ნახევარი  მძიმე სტატიაშია და ძვირადღირებულ მკურნალობას სსაჭიროებს.

მათივე სტატისტიკური მონაცემებით 2011 წელს 13912 პაციენტს ჩაუტარდა ძუძუს მამოგრაფია.

AVON საქართველო მთელი წლის განმავლობაში გეგმავს საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას, ცნობადობის ამაღლებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას. ასევე, კომპანია გეგმავს ცხელი ხაზის შექმნას სადაც ყველას ექნება საშუალება, მიიღოს დეტალური ინფორმაცია სიმპტომებისა და დიაგნოსტიკის შესახებ.

შენ რას იტყვი?