Avon-ის სახის მოვლის პროდუქციის შესახებ შეგიძლიათ დამატებით იხილოთ მოცემული სტატიის პირველი ნაწილი.

მოცემული პოსტი ეძღვნება ნიღბებს:

1. ტალახის ნიღაბი მკვდარი ზღვის მინერალებით;
2. თიხის ნიღაბი ქარვის შემადგენლობით;
3. სახის ნიღაბი ხიზილალის ექსტრაქტით.

პლანეტა სპა, ასე ჰქვია Avon-ის იმ პროდუქციას, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ხარისხიანია მთელი კომპანიის ნაწარმს შორის. რატომ?

ტალახის ნიღაბი რამდენიმე თვის წინ შევიძინე და მას მერე მისი ქების მეტი არაფერი მიკეთებია. ყოველი გამოყენების შემდეგ გეგონება, სახე ჯადოსნური ჯოხით შეგიკეთესო. :)

ნიღაბი სახის ჭუჭყს აცილებს და ფორებს ამცირებს, რის შედეგადაც კანი გლუვი და ნაზი ხდება. ისეთი გამონაყარიც კი, რომელიც მთელი კვირის მანძილზე სახეგასიებულსა და ჩაწითლებულს გატარებს, ნიღბის გამოყენების შემდეგ რამდენიმე წუთში ცხრება; რამდენიმე საათის შემდეგ კი სასწაულებრივად მცირდება და ბოლოს  სულ ქრება.

ვინც რამის გამოწერას აპირებთ კატალოგიდან, პირველ რიგში მოძებნეთ განყოფილება Planet Spa და ეს ნიღაბი მოინიშნეთ.

თიხისა და ხიზილალის ნიღბები სულ ახლახანს შევიძინე. ჯერ მხოლოდ თითოჯერ მოვასწარი მათი ხმარება, რადგან მსგავსი საშუალებების გამოყენება კვირაში მხოლოდ ორ ჯერ არის რეკომენდებული.

ხიზილალის ნიღაბი ბრჭყვიალა ოქროსფერი წერტილებისაგან შედგება და თხელ ფენად უნდა დაიდოთ T ზონაზე, თვალებისა და პირის გარდა.  ეცადეთ, მასა თმის ზრდის ადგილებში არ მოგხვდეთ, რადგან პროდუქტი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს. ოცი წუთის შემდგომ ნიღაბი ცელოფანივით ძვრება, ამიტომ მეტი სიფრთხილე გმართებთ, რათა სახის კანი არ გაიღიზიანოთ.

1. ხელის კრემი მკვდარი ზღვის მინერალებით;
2. ფრჩხილის ლაქი – Sea Breeze;
3. ფრჩხილის ლაქი;
4. ფრჩხილის ლაქი – მსხვრევადი და ფრცქვნადი ფრჩილების გასამყარებლად.

ხელის კრემი Planet Spa – ნაკრებიდანაა და შესაბამისად, ხარისხიც მაღალია. თავიდან სურნელი ცოტა მემძაფრა, მაგრამ შემდგომ მივეჩვიე და ახლა მომწონს კიდეც.

ლაქი ფრჩხილებზე…

ფრჩხილის ლაქები ჩემი სისუსტეა. მთელს ზაფხულს ლურჯი ფერის ლაქით დავდიოდი და ფრჩხილები გამიმწვანდა. უფერული რომ გადავუსვი ისეთი ფერის იყო, ჩემმა დაქალმა, რა უცნაური რამ გისვია ხელზეო. ვფიქრობდი,  სამომავლოდ Avon-ში საერთოდ აღარ მეყიდა ფრჩხილების ლაქი. თუმცა იმდენად ხალასი ფერი იყო და იმდენი კომპლიმენტი მივიღე მთელი სამი თვის მანძილზე რომ, გადავწყვიტე შემდგომში პირველ დენად აუცილებლად დამცავს წავისვამდი. შეძენილი ქერცლვისა და მტვრევის შემაჩერებელი ლაქისაგან სამწუხაროდ ეფექტი ვერ მივიღე, მაგრამ ფრჩხილს შეფერვისგან კარგად იცავს.

საკვნეტელა

ბოლოს საკვნეტელაც მივაყიდე, მას შემდეგ რაც ჩემი “დენიკინის” დროინდელი “კვნეტია” დაბლაგვდა. მარჯვენა ხელზე ფრჩხილების მოსაკვეთად ცოტა მოუხერხებელია, თორე ისე არ ვუჩივი. თქვენ თუ არ გიჭირთ მარჯვენაზე მაკრატლის ხმარება, სჯობს ეს უკანასკნელი გამოიყენოთ. ქაღალდის ქლიბიც შევიძინე – რკინისა არ გააკაროთ ფრჩხილსო, თუმცა, არ მომეწონა და გადავაგდე.