1013/14 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მაკიაჟის ოსტატებმა გაზაფხულის ტენდენციები ოდნავ სახეცვლილი ფორმით წარმოგვიდგინეს.  60-იანი წლების ლუქი ისევ ძალაშია, თუმცა ახალგაზრდული, “მაკიაჟის გარეშე” კანი უნაკლო, ხავერდოვანმა კანმა ჩაანაცვლა.  ერთად გადავხედოთ  სიახლეებს და ტენდენციებს.

1. სრულყოფილი სახის კანი

ფოტო: Victoria Beckham
სახის კანი უნაკლოა ისე, როგორც არასოდეს. ბოლო  პერიოდში პოპულარული “უმაკიაჟო” სახის კანი  ხავერდოვანმა  კანმა ჩაანაცვლა: სულ ცოტა ბაზა და შემდეგ პუდრის ნაზი ფენა დასრულებული ეფექტის მისაღწევად-ასეთი მაკიაჟი ამ სეზონის ჰიტია. ასე გამოიყურებოდნენ  Victoria Beckham, Balmain, Chloe და Stella McCartney-ს მოდელები.

2. ფუტურისტული 60-იანები

ფოტო: Anna Sui
გაზაფხული/ზაფხულის 60-იანების ტრენდი: მუქი თვალები და ფერმკრთალი ტუჩები შემოდგომაზე კიდევ უფრო ფუტურისტული ხასიათისაა. Dior-მა თვალის შავი ლაინერის მაგიერ ვერცხლისფერი გამოიყენა,   Anna Sui-სთან კი თვალის მონოქრომულ, შავ ჩრდილებს ქვედა ქუთუთოზე  წყვეტილად გავლებული ლაინერი აძლევს პიკანტურ იერს.

3. წითელი ფრჩხილები

ფოტო: Valentino
პოდიუმზე და კულისებში დიდი პოპულარობით სარგებლობს წითელი ფრჩხილის ლაქი.  Burberry და Meadham Kirchhoff  უპირატესობას ძოწისფერებს ანიჭებენ, Chanel, Valentino და Topshop Unique ტომატისფერ წითელს.

4. აქცენტი თვალებზე

ფოტო: Gucci
იასამნისფერი და წითელი მბზინავი თვალის ჩრდილები:  Jason Wu და Gucci, შავი- Marc Jacobs და Roberto Cavalli . კაშკაშა ვერცხლისფერი გამოიყენა Donna Karan მა. თვალის მკვეთრი მაკიაჟი ამ სეზონის მაკიაჟის მნიშვნელოვანი დეტალია.

5. ტუჩები მკვეთრი კონტურების გარეშე

ფოტო: Christian Dior
ამ შემოდგომასა და ზამთარში არაა რეკომენდებული ტუჩის კონტურების გამოკვეთა.  მაგალითისათვის შეგიძლია  გამოიყენო  Dior და Marni-ს მაკიაჟი, სადაც ფერი ტუჩის სიღრმიდან კიდისკენ ბაცდება.

6. წვრილი შავი კონტურები

ფოტო: Alexander Wang
თვალის შავი ლაინერი კოსმეტიკის ჩანთების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. იმ შემთხვევაში, თუ 60-იანების ტრენდი და თვალის მკვეთრი მაკიაჟი არ მოგწონს, შეგიძლია ოდნავ შესამჩნევი კონტური ცადო.  მსგავსი მაკიაჟი ძალიან პოპულარული იყო  New York Fashion Week-ზე. ასეთი შტრიხები იყო გამოყენებული Victoria Beckham, Alexander Wang, Proenza Schouler და Christopher Kane-ის მოდელების მაკიაჟში.

7. წარბები

ფოტო: Rochas
წარბები ყურადღების ცენტრშია: დავარცხნილი, ფორმის მიცემის გარეშე, ფანქრით რეტუშირებული.  Haider Ackermann და Isabel Marant -ს მოდელების წარბებს  ფორმა არ აქვს მიცემული,  Chloe, Stella McCartney და Chanel-ის მოდელების წარბები აკურატულადაა გამოყვანილი, ხოლო Jean Paul Gaultier -ის მოდელების სახეებზე ყურადღებას მკვეთრი, მუქი შავი ფერის წარბები იქცევს.

8. ქალურობა

ფოტო: Bottega Veneta
ქალურობა წელს მოდაშია. Hitchcock-ის სტილის ქალურობა შეინიშნებოდა Carolina Herrera, Bottega Veneta და  Oscar de la Renta-ს მოდელების მაკიაჯში. მაკიაჟის ერთ კონკრეტულ დეტალზე ყურადღების გამახვილების მაგიერ ამ სეზონის მაკიაჟში თვალებს და ტუჩებს თანაბარი ყურადღება ეთმობა, რაც ძალიან ქალურ ლუქს ქმნის.  ახალგაზრდული სტილის ერთგული  Marc by Marc Jacobs-ის მოდელებიც კი მკვეთრი წითელი ტუჩებით და თვალის ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი მაკიაჟით  გამოჩნდნენ პოდიუმზე.

9. პანკი და როკ-ენ-როლი

ფოტო: Rodarte
პანკი, როკ-ენ-როლი- სულერთია რომელს ამოირჩევ, მკვეთრი, სახასიათო მაკიაჟი გარანტირებულია. გაზაფხული/ზაფხულის ტენდენცია – აქცენტი ქვედა ქუთუთოზე – შემოდგომის მაკიაჟშიც გრძელდება:  Rodarte, Missoni და Versace-ს მოდელებში,  Julien Macdonald, Erdem და Roksanda უპირატესობას კვამლისფერ მაკიაჟს, ე.წ. “smokey eyes” ანიჭებენ.

10. მაკიაჟი რუჟის გარეშე

ფოტო: Balmain
ახალგაზრდულად შეფაკლული ღაწვები ამ სეზონზე პოპულარული არაა. სტილისტები ან სრულიად არ იყენებენ რუჟს, ან მინიმალური რაოდენობით.  Jonathan Saunders, Balmain, Alexander Wang და  Dolce & Gabbana-ს მოდელების მაკიაჟში რუჟი თითქმის არ იყო გამოყენებული.