ბევრ მოზარდს აწუხებს გამონაყარი სახეზე. გთავაზობთ მათთან ბრძოლის ბუნებრივ საშუალებებს:

  1. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ლიმონის წვენი – ყოველდღიურად 7–8 ჭიქა წყლის მიღება გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს.
  2.  მიმართეთ თაფლს – კანის სწრაფად აღსადგენად,  გამონაყარზე წაისვით თაფლი, ათი წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  3. მიირთვით პომიდორი – A ვიტამინით მდიდარი პომიდორი ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას.
  4. რაციონიდან მთლიანად ამოიღეთ ან შეამცირეთ შემდეგი პროდუქტები: ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ცხოველური ცხიმები.
  5. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ (მეტჯერ არა) – გამოიყენეთ ნელ–თბილი წყალი და ნაზი საპონი.
  6. ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით.
  7. დაძინებამდე მოიშორეთ მაკიაჟი.
  8. გამოიყენეთ ალოე ვერას გელი – ალოე ვერას გელი ან წვენი წაისვით გამონაყარზე და დაიტოვეთ.
  9. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი – ვაშლის ძმარი სწრაფად აღადგენს თქვენს კანს, კლავს გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს და მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს კანზე. სუფთა, მშრალ კანზე დაიდეთ ძმრიანი ბამბის ტამპონები (1 ს/კ ძმარი გააზავეთ 8 ს/კ წყალთან) და გაიჩერეთ 10 წუთით.   ვაშლის ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი.
  10. გამოიყენეთ კვერცხის ცილა – პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილის ნიღაბი განკურნავს და აღადგენს თქვენს კანს. კვერცხის გულისგან განაცალკევეთ ცილა და წაისვით სუფთა სახეზე, დაიტოვეთ თხუთმეტი წუთით და ჩამოიბანეთ.
  11. გამოიყენეთ შვრიის ფაფა – მოამზადეთ შვრიის ფაფა (წყლით, შაქარს ნუ დაუმატებთ) და სუფთა სახეზე დაიდეთ ნიღაბივით. გაიცერეთ 10–15 წუთით და ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ.
  12. გამოიყენეთ ყინულის კუბები – კანის განსაჯანსაღებლად ყველაზე მარტივი და ადვილი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ დაუყონებლივ შედეგს არ იძლევა, რეგულარული გამოყენებით (გაიჩერეთ ყინულის კუბიკები გამონაყარზე ყოველდღიურად 10–15 წუთის განმავლობაში) ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
  13. ერიდეთ სტრესს – როგორც ბევრი სხვა პრობლემის სათავე, გამონაყარიც ხშირად სტრესის შედეგი ყოფილა.

ვერიდოთ სტრესს და გავივარდისფროთ ცხოვრება!