Home თავის მოვლა

რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მით მეტ ადამიანს უჩნდება ვარჯიშის და ფორმაში ჩადგომის სურვილი. სატრენაჟორო დარბაზებსაც ამ სეზონზე უფრო მეტი სტუმრობს. მართალია, ბოლო პერიოდში დარბაზების რიცხვმა იმატა და არჩევნის საშუალებაც დიდია, თუმცა პირობები იდეალური არსად არის. ეს რჩევები მისთვისაა, ვინც სპორტულ დარბაზში ვარჯიში გადაწყვიტა:

1. ნუ შეგეშინდება კუნთების

ზოგადად, გოგოზე, რომელიც ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, თავში მსგავსი სურათი მოსდით ხოლმე:

Female_muscle_

ბევრი გოგონა  ვარჯიშზე უარს სწორედ იმ მოტივით ამბობს, რომ “არ უნდა კუნთები გაეზარდოს”. კუნთების გაზრდა კი არაა ადვილი და სწრაფი პროცესი. მსგავსი კუნთების დაყენებას სპეციფიკური ვარჯიში და კვებითი დანამატების მიღება ჭირდება. ნუ გგონია, რომ 2 კგ-იანი გირებით ვარჯიში მსგავს შედეგებამდე მიგიყვანს.

2. მიმართე პროფესიონალს

თუ პირველად იწყებ ვარჯიშს, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართე ინსტრუქტორს: შესაძლოა, ფიქრობდე, რომ ვარჯიში ადვილია და დიდი ცოდნა არ სჭირდება, მაგრამ უსაფრთხოებისთვის და უკეთესი შედეგითვის აჯობებს პროფესიონალს სთხოვო კონსულტაცია.

3. იყავი მოწესრიგებული

რაც უნდა მაღალი დონის იყოს დარბაზი და რაც უნდა დიდი რაოდენობის ტრენაჟორი ჰქონდეს, არის პერიოდები, როცა ყველა ტრენაჟორი დაკავებულია და რიგში დგომა გიწევს. განსაკუთრებით კი საღამოობით, როცა უმეტესობა სამსახურს ამთავრებს. ამიტომ ვარჯიშის დროის შერჩევისას, ესეც გაითვალისწინე. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა არის გირებზე. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ იშვიათია, გირები თუ სხვა სავარჯიშო ატრიბუტები თავის ადგილზე დაგხვდეს, ხშირ შემთხვევაში ისინი დარბაზშია მიმოფანტული, ამიტომ კარგი იქნება, თუ ვარჯიშის შემდეგ ყველა ნივთს საკუთარ ადგილას დადებ, რომ სხვას აღარ მოუწიოს ძებნა.

4. უსიამოვნო გარემო

კიდევ ერთი რამ, რასაც ვერსად გაექცევი, უსიამოვნო სუნია. შეიძლება ითქვას, ეს დახურულ სივრცეში ვარჯიშის ერთ-ერთი დიდი მინუსია. ცხვირაბზუებული და სუნით შეწუხებული ბევრი მინახავს და ეს სასიამოვნო მართლაც არ არის, მაგრამ თუ ჰაერი, ლამაზი ხედები და ბუნება გინდა, დახურულ შენობაში არ უნდა ივარჯიშო.

5. ჩაიცვი კომფორტულად

ნუ გაგიკვირდება დარბაზში გაშლილთმიანი და საღამოს მაკიაჟიანი ადამიანების ხილვა. მსგავს უცნაურობებს ხშირად წააწყდები. კომიკურობას რომ თავი დავანებოთ, მსგავსი ფორმით ვარჯიში, სულ ცოტა, მოუხერხებელი და არაკომფორტულია. კომფორტულობას რაც შეეხება: აღარ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ყველაფერი – ფეხსაცმლით დაწყებული, ბიუსჰალტერით და თმის სარჭით დამთავრებული – შენთვის მოსახერხებელი უნდა იყოს.

6. იყავი მომზადებული

გირების არ იყოს, კიდევ ერთი, რაზეც დიდი მოთხოვნაა, თმის საშრობი ფენია. ამიტომ, რიგში დგომა და მოცდა თუ არ გინდა, აჯობებს შენი გქონდეს.

 

5 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?