Home თავის მოვლა

დარწმუნებული ვარ, ძალიან გაინტერესებს Victoria’s Secret-ის მოდელების ლამაზი სხეულის საიდუმლო. ჩვენ მათი ფიტნეს ინსტრუქტორის, მაიკლ ოლაჯიდის, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.

1. შექმენი საკუთარი ფლეილისტი მეტი მოტივაციისთვის

ადრიანა ლიმა ვარჯიშის დროს ელექტრონულ მუსიკას უსმენს, დოუცენ კროუსი კი თავისი მეუღლის შექმნილ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას. ზოგიერთ მოდელს ჰიპ-ჰოპი მოსწონს. შეარჩიე სასურველი ფლეილისტი და ერთი ოქროს წესი დაიცავი: ბოლო მუსიკად ყველაზე მამოტივირებელი შეარჩიე.

2. საპირისპირო პოლუსები ერთმანეთს იზიდავენ

თუ ძალიან ენერგიული ადამიანი ხარ, ისწავლე, როგორ გახდე უფრო მშვიდი და იოგას მეტი დრო დაუთმე. იმ შემთხვევაში, თუ აქამდე იოგას ვარჯიშობდი, ახლა ძალისმიერ და სწრაფ ვარჯიშებზე გადაერთე. ეცადე ისეთი ვარჯიშები აკეთო, რომელიც შენს პიროვნებას უპირისპირდება.

3. ივარჯიშე კვირაში 6 დღე მაინც

მნიშვნელობა არ აქვს ვარჯიშის ინტენსივობას ან ხანგრძლივობას, მთავარია ვარჯიში შენს ყოველდღიურ ჩვევად აქციო.

Adriana Lima

4. ვარჯიშის უმეტესი ნაწილი კარდიოს დაუთმე

კარდიო ვარჯიშები გულის გაძლიერებას და სისხლის მიმოქცევას ეხმარება, რაც ჯანსაღი და ლამაზი სხეულის პირველი საიდუმლოა.

5. იარე სხვადასხვა წრეზე

ჯგუფური ვარჯიში მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარება. აირჩიე ტენისი, ცურვა ან ცეკვის კლასები.

6. დროდადრო პირადი ინსტრუქტორი დაიქირავე

პირადი ინსტრუქტორი შენი შესაძლებლობების ამაღლებასა და სიახლის დანერგვაში დაგეხმარება. ის თავს მოუყრის შენს საჭიროებებს, შესაძლებლობებს და სასურველ შედეგებს ადვილად მიგაღწევინებს.

Doutzen Kroes

7. ვარჯიში პაემნად აქციე

საყვარელ ადამიანთან ერთად ვარჯიში ძალიან სახალისოა. თანაც თქვენი შესაძლებლობები განსხვავდება, ამიტომაც შეგეძლებათ ერთმანეთს სწავლაში და ვარჯიშის გაუმჯობესებაში დაეხმაროთ.

8. თვეში ერთი დღე გადაუმუშავებელი საკვების დღედ დანიშნე

გადაუმუშავებელი საკვები შენს შინაგან ორგანოებს გაწმენდაში დაეხმარება, ხილის და ბოსტნეულის მირთმევა შენს კანზეც დადებითად აისახება.

9. გააუმჯობესე ლახტით ვარჯიში

Victoria’s Secret-ის ანგელოზების ფიტნეს ინსტრუქტორის აზრით, ლახტით ვარჯიში ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტურია.

Candice-Swanepoel

გისურვებთ წარმატებებს!

6 კომენტარი to this post
  1. კვირაში 6 დღე ვარჯისი არ არის სასურველი,მასე ვარჯიშობენ მოდელები უშვალდ შოუს წინ,როცა ორსულობის შემდგომი პერიოდი აქვთ.მუდმივად 6 ჯერ ვარჯიშმა შეიძლება კუნთების გადატვირთვა გამოიწვიოს! კვირაში 3–4 ჯერ ვარჯიში აბსოლუტურად საკმარისია.

  2. ცუდია,უნდა დაისვენო კვირაში რამდენიმე დღე,თორემ მერე კუნთების და ა.შ ტკივილები გექნება.ზედმეტი არაფერი არ ვარგა.თუ დაკვირვებიხარ სპორცმენები რომლებიც განსაკუთრებული ინტენსივობით ვარჯიშობენ მერე იშლებიან ყოველთვის და ბევრი პრობლენმა აქვთ.ზომიერებაა საჭირო ყველაფერში.

  3. კარდიო ვარჯიში ყოველდღიურადაც შესაძლებელია, თუ ადამიანს სურვილი აქვს, ისე კი კვირაში სამჯერ საკმარისია. ძალოვანი ტრენინგი – აუცილებლად დღეგამოშვებით. აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორივე აუცილებელია. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ვერ არჩევს კარდიოს და ძალოვან ტრენინგს.

შენ რას იტყვი?