1. მაკიაჟის მოშორება ძილის წინ

ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, რაც შეიძლება სახის კანის მიმართ ჩაიდინო. მართალია, დამღლელი დღის ბოლოს ლოგინი ძალზედ მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ არ შეცდეთ. მაკიაჟი ფორებს ავსებს და არ აძლევს სუნთქვის საშუალებას. გარდა ამისა, უიმისოდაც, დღის მანძილზე უამრავი ბაქტერია ეკრობა კანს. ამიტომ, ნუ დაგეზარებათ სახის ჩამობანა. თუ სააბაზანო, მაინც და მაინც, “შორს” გეჩვენებათ, ლოგინის ახლოს მაკიაჟის მოსაცილებელი და მცირეოდენი ბამბის ქულა მაინც იქონიეთ.

2. T-ზონის ექსფოლიაცია

სახის დაბანა კბილის გახეხვასავითაა: შეგიძლია მალევე მოიცილო თავიდან, თუმცა, შედეგებს მოგვიანებით აუცილებლად მოიმკი. გამონახე ზედმეტი 30 წამი და აუცილებლად გამოიყენე სკრაბი T-ზონასა და აკნესაკენ მიდრეკილ მიდამოებში, რათა შემცირდეს სებუმის (სქელი ცხიმი) წარმოქმნა და ფორებმა თავისუფლად ისუნთქონ.

3. გამოიყენე ტონიკი

შეიძლება არასაჭიროდ გეჩვენება, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოიყენო ტონიკი ყოველდღიურ რუტინაში. ის უფრო მეტად ეფექტურს ხდის სახის მოვლის ყველა სხვა პროდუქტს – აძლევს რა მათ ფორებში უფრო ღრმად ჩასვლის საშუალებას. თუ სახის გამოშრობის გეშინიათ, არ გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი ტონიკები. იხმარედ დამაწყნარებელი ეფექტის მქონე, ადვილად არაალებადი ინგრედიენტების (როგორიცაა E ვიტამინი) შემცველი ხსნარები, რათა არ მოხდეს კანის გაღიზიანება.

4. ყოველდღიურად გამოიყენე SPF – ის შემცველი საშუალებები

ვიცით, ვიცით: მთელს დღეს ოფისში ატარებ, რად გინდა მზისგან დამცავი კრემები? იმიტომ, რომ ფანჯრები და მინა არ არის UVA გაუმტარი! ყოველდღიურად მზის რამდენიმე წუთიანი დასხივება სახეზე სრულიად საკმარისია გრძელვადიან პერსპექტივაში კანის დაბერებისათვის.

5. გაწმინდე მაკიაჟის ფუნჯები ყოველკვირეულად

აიღე სახის გამწმენდი გელი და ფუნჯები კვირაში ერთხელ სააბაზანოში გაასეირნე. თბილი წყლითა და მაკიაჟის გამწმენდი ჟელეთი ადვილად მოაცილებ მათ მთელი კვირის ჭუჭყს, ცხიმსა და ბაქტერიებს.

6. წაისვი ბაზისი მაკიაჟის ქვეშ

თუ გგონია, რომ ბაზისი (პრაიმერი)  სრულიად უსარგებლო ეტაპია, ძალიან ცდები. მისი სწორად მოხმარება გიზოგავს დროს მაკიაჟის წასმისას – არასრულყოფილი და დაზიანებული ადგილების დაფარვა-ამოვსებაში. გამოიუენე მწვანე ან იასამნისფერი ბაზისები, თუ კი გსურს სიწითლის ან უფერულობის დამალვა. თუ კი აკნესაკენ მიდრეკილი კანი გაქვს, სჯობს სალიცილის მჟავის შემცველი პროდუქტები გამოიყენო.

7. გადააგდე ვადაგასული პროდუქცია

ძველი პროდუქცია ბაქტერიების გასამრავლებლად საუკეთესო ნიადაგია. ძირითადი წესია, გადააგდო ტუში გახსნიდან სამი თვის შემდგომ, პომადა – ერთი წლის, ხოლო ე.წ. “ბლესკი” – ორი წლის შემდგომ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ ნივთს უკან აწერია ვადა, რა ვადაშიც ის ვარგისია პირველი გამოყენების შემდგომ.

8. თმის კონდიცირება

შამპუნს თმის კონდინციონერზე ადრე ამთავრებ? თუ კი შამპუნი ცხიმის მოშორებაში გეხმარება, კონდინციონერი – იცავს მას ყოველდღიური დაზიანებისაგან. ამიტომ, არ დაგავიწყდეს ამ უკანასკელი პროდუქტის გამოყენება! უბრალოდ, გაითვალისწინე რჩევა და ნუ წაისვამ კონდინციონერს თმის ძირებში.