Home თავის მოვლა

უმეტესობისთვის, დარიჩინი საყვარელი არომატიზატორია როგორც ნამცხვრებსა და პეჩენიებში, ისევე ყავასა და საღეჭ რეზინში. თუმცა დარიჩინი მხოლოდ გემოსთვის როდია – კალციუმის, რკინისა და მანგანუმის შემცველობის გამო მას უამრავი კარგი თვისება გააჩნია.  ასე რომ, შეგიძლია დღეიდან შენს სიმალაზის რაციონში დარიჩინი მნიშნველოვან ინგრედიენტად აქციო.

სახისთვის

1. დარიჩინისა და მუსკატის ნიღაბი: ეს სურნელოვანი ნიღაბი კარგია აკნეს მქონე სახის კანისთვის, რადგან დარიჩინი მიკრობებს ებრძვის, თაფლი კი ბაქტერიებს.

  • აურიე 2 ს/კ თაფლი, 1 ჩ/კ მუსკატი და 1 ჩ/კ დარიჩინი.
  • წაისვი სახეზე და 30 წუთი გაიჩერე.
  • ჩამობანისას კი წრიული მოძრაობით, თითქოს სახის სკრაბს იშორებდე ისე ჩამოიბანე, თან ასე მკვდარი კანიც ადვილად მოგშორდება.

2. სკრაბი: რბილი და გლუვი კანისათვის აურიე 1 ჩ/კ დარიჩინი, 1 ჩ/კ შაქარი და 1 ს/კ თაფლი.

mask

3. ტუჩის გადიდება: იმისათვის რომ შენს ტუჩებს ცოტა მოცულობა შემატო, სულაც არაა საჭირო ათას ხელოვნურ საშუალებას მიმართო. შენ უბრალოდ დარიჩინი გჭირდება!

წაისვი ზეითუნის ზეთი ან ვაზელინი ტუჩებზე, ზემოდან კი ოდნავ მოიყარე დარიჩინი და თითის ნაზი მოძრაობით კარგად შეიზილე. თუ ტუჩების საშინელი წვა გამოიწვია, მაშინვე ჩამოიბანე!

4. ბრონზერი: დარიჩინით შეგიძლია საკუთარი ბრონზერი შექმნა (რეცეპტი შეგიძლია ნახო აქ) ან 1 ჩ/კ დარიჩინი შეურიო საპოხს და სუნელი მანამდე ამატო, სანამ სასურველ ფერს არ მიიღებ.  შემდეგ კი, მაკიაჟის გაკეთების დროს გამოიყენე.

ჯანმრთელობისთვის

5. ნაკაწრებსა და ღია ჭრილობაზე დარიჩინი უებარი ‘წამალია’, თუმცა შეიძლება იარის საკმაო წვა გამოიწვიოს. რადგან იგი ბუნებრივად ებრძვის მიკრობებს, ჭრილობას მალე ახორცებს.

6. ქოლესტერინის დაწევისთვის ექიმები 1 გრამი დარიჩინის მიღებას ყოველდღიურად გვირჩევენ, შედეგად კი სისხლში შაქრის დონის გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

დარიჩინი ასევე ძალიან კარგია იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად.

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში დარიჩინი გაციებისა საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

თმისთვის

7. დარიჩინისა და თაფლის ნიღაბი: კარგია თმის ზრდისთვის. თუმცა გაითვალისწინე: შესაძლოა ცოტა წვა გამოიწვიოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენე, თუ შენი თავის კანი სენსიტიური არაა.

  • აურიე 2 ს/კ დარიჩინი, 2 ს/კ თაფლი და ½ ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი.
  • მასის გასასქელებლად შეგიძლია 1 ცალი კვერცხიც დაუმატო.
  • წაისვი თავის კანზე, გაიჩერე 15 წუთი და ჩვეულებრივი ჩამოიბანე.

8. თმის გამაღიავებელი: ბუნებრივად თმის გაღიავება თავისუფლად შეგიძლია დარიჩინით სცადო.

  • დაისველე თმები, ცოტა ბალზამი წაისვი, რათა დარიჩინი თმაზე კარგად დაჯდეს.
  • აურიე წყალი და სუნელი ისე, რომ კარგი პიურესავით მასა გამოგივიდეს და თმაზე გადაინაწილე.
  • თავზე პარკი ან შხაპის ქუდი დაიხურე და რამდენიმე საათით გაიჩერე.
  • ყველაზე ოპტიმალური 5-6 საათია, თუმცა, რაც უფრო დიდ ხანს იჩერებ, მით უფრო ღიავდება თმა.

თუ რომელიმეს გამოცდი, აუცილებლად გაგვიზიარე შენი შედეგები ☺

შენ რას იტყვი?