რა თქმა უნდა, შენი თითები და ის პაწუკა ინსტრუმენტები, რომლებიც თვალის ჩრდილებსა და რუჟს მოჰყვა თავის საქმეს ასრულებენ, მაგრამ თუ პროფესიონალური მაკიაჟი გსურს, ასეთივე იარაღებიც უნდა მოიმარჯვო. გთავაზობ 8 აუცილებელ ნივთს, რომელიც დაგეხმარება უფრო ლამაზად გამოიყურებოდე.

წამწამების ამპრეხი

წამწამების აპრეხვა შესაძლოა, ზედმეტ ნაბიჯად მოგეჩვენოს, მაგრამ რამდენიმე წუთით მეტის დახარჯვა არ დაგენანოს – შედეგი ამად ღირს. წამწამების ამპრეხის შერჩევისას დააკვირდი თვალის ფორმას და ნივთი ისე შეარჩიე, რომ შემდგომ სიურპრიზებს არ წააწყდე.

იხ. ამაზონზე – Eyelash Curler – $13.43

რუჟის კუთხოვანი ფუნჯი

girlactik-700ფუნჯი, რომელსაც ფოტოზე ხედავ, დაგეხმარება კუთხეების პრობლემის თავიდან აცილებაში და ღაწვებს შესაბამის ელფერს მიანიჭებს. წაწვეტებული ფორმა დაგეხმარება ლოყებზე რუჯის სწორად დატანაში, დატანილი მაკიაჟის რაოდენობის კონტროლსა და ფერის თანაბრად განაწილებაში.

იხ. ამაზონზე – Angled Blush Brush – $12.00

წამწამების გადახრილი ფუნჯი (ლაინერი)

laura-mercier-700ძალიან გიადვილებს წამწამების გასწვრივ სწორი ხაზის გავლებას. არ აქვს მიშვნელობა, რის წასმას გადაწყვეტ, სითხის, ჟელეს, თუ კრემის. ლაინერის შეძენისას დააკვირდი მის სიგრძეს, ის იდეალურად უნდა შეესაბამებოდეს შენი ხელის მტევანს. ასევე, მნიშვნელოვანია ბეწვი – ის იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს და არ ტოვებდეს ხაოებს.

იხ. ამაზონზე – Bent Eyeliner Brush- $10.00

კონუსის ფორმის მაკიაჟის ღრუბელი

beauty-blender-700გადააგდე ყველა ბრტყელი, უაზრო ფორმის ღრუბელი, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ შეისრუტავს უკვე დატანილ მაკიაჟს. საუკეთესო გამოსავალია ინვესტირება ერთ, კვერცხისებრი დიზაინის მქონე ღრუბელში. მომრგვალებული ძირი დაგეხმარება ლოყებსა და ყბაზე მაკიაჟის დატანაში, ხოლო კონუსის წვერო – მიუწვდომელ ადგილებში, როგორიცაა ქვემო ქუთუთო და ცხვირის გვერდითი ნაწილები, მაკიაჟის სწორად განაწილებაში.

იხ. ამაზონზე – Cone-Shaped Makeup Sponge – $15.72

პატარა კორექტორის (კონსილერის) ფუნჯი

mac-700თუ ხშირად ცდილობ თვალის გარშემო ჩაშავებული ადგილების დაფარვას, მაშინ, ეს ფუნჯი შენთვისაა. იგი გეხმარება თვალის შიდა კუთხეებსა და ისეთ ადგილებთან მიღწევაში, რომლებსაც ყველაზე მეტად ეცემა შუქჩრდილები, რაც საერთო ჯამში ქმნის ჩაშავებული თვალს იერს. შეარჩიე მაქსიმალურად რბილი და ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ფუნჯი, რადგან თვალისა და ქუთუთოს არე მეტად სათუთი და ნაზია და მას მეტი გაფრთხილება სჭირდება.

იხ. ამაზონზე – Tapered Concealer Brush – $12.24

ტურმალინის ფენი

blowdryer-700თუ “ცუდი თმის დღე” გაქვს, პროფესიონალური მაკიაჟიც კი ვერ გიშველის. თუმცა, ტურმალინის ფენით ასეთი დღეები წარსულს ჩაბარდება. ეს მინერალი ფენის კერამიკულ გამათბობელშია დამატებული; ის დადებითად დამუხტული იონების წარმოქმნას უწყობს ხელს. როდესაც ნეგატიურად დამუხტული იონები თმაში ხვდებიან, ისინი წყლის ნაწილაკებს სწრაფად აშრობენ, რაც თმას უხეშსა და გამომშრალს ხდის, რაც მის მტვრევადობას უწყობს ხელს. ეს ჯადოსნური ნივთი დაეხმარება შენს თმას იყოს უფრო გლუვი და გლამურული და რაც მთავარია, დროთა განმავლობაში, დაიბრუნოს სიჯანსაღე.

იხ. ამაზონზე – Tourmaline Blow Dryer – $19.99

პატარა მრგვალი სავარცხელი

round-brush-700დროა, დიდი მრგვალი სავარცხლიდან პატარაზე გადმოინაცვლო. ასეთი ჯაგრისი შენს თმას სიგლუვის შეძენაში ეხმარება. თუ სქელი და ხშირი თმა გაქვს, პატარა სავარცხელი გაგიმარტივებს თმის გასწორების პროცესს.

იხ. ამაზონზე – Small Round Brush – $0.59

ორ-სანტიმეტრიანი რადიუსის თმის უთო

hot-tools-700თმის დამხვევი ფენები და უთოები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომით და შემადგენლობით. ორ-სანტიმეტრიანი რადუსის უთოები თმის ნებისმიერ სიგრძეს მიანიჭებს ხვეულების საჭირო რაოდენობას. თუმცა გაითვალისწინე, რომ უთოს ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგანაც თმას ტურმალინის ფენისაგან განსხვავებით, სასტიკად წვავს.

იხ. ამაზონზე – 3/4 Inch Curling Iron – $12.97