Home თავის მოვლა

pink-feather-eyelashes

ხშირად გიწევს სარკის წინ საათობით ტრიალი იმისთვის, რომ ხელოვნური წამწამი დაიმაგრო? სავარაუდოდ, შენი მცდელობა მაინც სავალალო შედეგებით – არასწორად მიმაგრებული წამწამით, ან მათი გადაყრით ან სახლიდან უმაკიაჟოდ გასვლით სრულდება.

original

მას შემდეგ, რაც გაერკვევი, რა ტიპის წამწამი მოირგო, დაგჭიდება: ხელოვნური წამწამი, წამწამის წებო, პინცეტი, ბამბიანი ჩხირები, მაკიაჟის მოსაშორებელი.

f

ნაბიჯი 1

სანამ წამწამის დაწებებას დაიწყებ, განსაზღვრე მისი სიგრძე. თუ საჭიროა დაამოკლე, რადგან როგორც წესი, ახალი წამწამის სიგრძე საჭიროზე მეტია. თუ ამას არ იზამ, შედეგად, ჩამოწეული თვალის ეფექტს მიიღებ, ან უფრო ტრაგიკულ ალტერნატივას – წამწამის ბოლოები შეიძლება აგძვრეს.

ნაბიჯი 2

წამწამი ლათინური ასო “C”-ს ფორმაზე მოამრგვალე და რამდენიმე წამს გეჭიროს, რათა თვალის ფორმა მიიღოს.

ნაბიჯი 3

წებო შეგიძლია პირდაპირ ტუბიდან წაუსვა, ან კბილის ჩხირით თანაბრად გადაანაწილო. გაითვალისწინე, რომ იმ ადგილებზე, რომელიც თვალის გარე და შიდა კუთხეს დაემთხვევა, შედარებით მეტი წებოა საჭირო, რათა თავიდან აიცილო მათი აპრეხვის საშიშროება.

ნაბიჯი 4

წამწამის დამაგრებამდე დაახლოებით 10 წამის განმავლობაში დაელოდე წებოს გაშრობას.

ნაბიჯი 5

ხელოვნური წამწამი შენი ბუნებრივი წამწამების ძირებთან დაიწებე და არა ქუთუთოზე. უკეთესი შედეგისთვის გამოიყენე პინცეტი.

ნაბიჯი 6

ხელოვნური და ბუნებრივი წამწამის შესაერთებლად და მეტი ბუნებრიობისთვის გამოიყენე ტუში.

ნაბიჯი 7

თუ ბუნებრივსა და ხელოვნურ წამწამს შორის გამოტოვებული ადგილი დაგრჩა, პროცესს თავიდან ნუ დაიწყებ. შეავსე იგი თხევადი შავი ლაინერით, ან თვალის ჩრდილით.

ნაბიჯი 8

მას შემდეგ, რაც წებო კარგად შეშრება, შეგიძლია მოთხუპნული ადგილები ბამბიანი ჩხირებით გაიწმინდო.

  • დღის ბოლოს, წამწამების მოშორებისას ფრთხილად იყავი, რათა ბუნებრივი წამწამი არ დაგცვივდეს. დაასველე წებოს ადგილი მაკიაჟის მოსაშორებლით და ფრთხილად მოიშორე ხელოვნური ფენა.
  • თუ ბუნებრივი და ხელოვნური წამწამების ფორმა ერთმანეთს არ ემთხვევა, გამოიყენე წამწამის ასაპრეხი. მხოლოდ აპრეხვისას ძალა არ დაატანო, რადგან ხელოვნურ წამწამის ფორმას ვერ გამოასწორებ.
  • ერთი და იგივე წამწამის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ 2-5 ჯერზე. არასოდეს გაუზიარო გამოყენებული წამწამი მეგობრებს, ან პირიქით.

მთელი ეს პროცესი ერთი შეხედვით რთული ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში იმდენად მიეჩვევი, სილამაზის სალონში ვიზიტი აღარ დაგჭირდება და თანხებსაც საგრძნობლად დაზოგავ.

7 კომენტარი to this post
  1. ერთხელ ვცადე და ისე დავიტანჯე,იმედიც დავკარგე და ხალისიც, ვერ დავიწებე და ამდენ წვალებაში მაკიაჟიც გავიფუჭე დავიბანე პირი და საერთოდ უმაკიაჟოდ გავედი :D

  2. სალონში დაწებებული წამწამები მეორე დღესვე საგულდაგულოდ ჩამოვიბანე, ვერაფრით ვერ შევეგუე

  3. რომელი წებო გამოვიყენოთ წამწამების მისამაგრებლად?
    იმედია ტვალის ქუთუთოს არ გააღიზიანებს, ჰიპოალერგიული რამე მირჩიეთ რა

შენ რას იტყვი?